ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2010


ნეტა რა არის ლექსისა და ქვესკნელის იქით???

ვფიქრობ მკითხველო და ვერ ვხვდები მაინც ბოლომდე,
რა არის ნეტა ლექსისა  და ქვესკნელიის იქით?
ერთს რომ საკუთარ დაწყლულებულ სუნთქვას ვგლოვობდე
და მეორეს ,რომ დასაქცეველ შეცდომებს ვიმკით.
ნეტავ ხელებო იმას წერდე რაც გულში ელავს,
ნეტავ არსება იმას გრძნობდე რასაც არავინ
და ეს ფეხები დაღლილ მიწამს მუდამ რომ თელავს,
ვერა, ვერ წავალთ უძლურები ალბათ ასე წინ
და მოჩანს შორით უფსკლური და ლექსის ციება
ოკეანენიც ღელავენ და მოჩანს მის იქით,
მთვრალი ხომალდი მის ტალღებში რომ იძირება
და მის იქითაც ვენარცხებით მიწაზე ფიქრით.
ვფიქრობ, ვფიქრობ და არ გამოდის იმაზე მეტი,
რაც აქ არის და რასაც, ალბათ ყოველი ვიქმნით
თქვენ იქნებ მითხრათ წამკითხავნო თუ არა დენთი....
იქნება ალბათ ლექსისა და ქვესკნელის იქით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები