ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოდი
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2008


მწვანეთვალება ანგელოზი :| ლექსი მომპარეს !

სხივთამყოფელო, შეიხსენი მანტია!
მომეც უნარი ჩავწვდე შენს იდუმალებას
წამით ჩავხერგო სრული რეალობა
შენი ფანტაზია დავყო ფრაგმენტებად.
თუგინ მტაცებელ ფრინველს ვემსგავსო,
მაინც ამოგკორტნი ფიქრებს ბუდიდან !
ხელთ დამისლხტები ?! შორს გამექცევი ?!
მეც ქვემოთ გადმოგყვები, ბეწვის ხიდიდან.
მე ემოციის ტალღა ვარ მუდმივი,
ბობოქარ სულს არ ვუჩივი, ნამდვილად!
ნებისმიერ სიბრძნეს მე ღრმად ჩავწვდები
მარცვალს ამოვიღებ შიგ გულის ფიცრიდან…
მე ვარ დიადი… თვით პოლტერგეისტი!
მძარცველი სული, ქვესკნელის ცენტრიდან…
ღამის მდუმარე ტონს არ ვაღმერთებ
მქუხარე რისხვით გავცემ ბრძანებას.
ახლა კი დროა ფხიზელო გუშაგო
შენც გამოგტყუო იდუმალება,
რუდუნებით მოგამზადო ტყვეობისთვის
და გრძნობათ სატუსაღოს განგამწესო.
თუმცა კი შევძლებ გარსი გავარღვიო?!
ყინულის ფენები ვაქციო წყლის წვრილ წვეთებად?!
შენ ხომ ფარული იარაღი ხარ
,,უსურნელო’’ ვარდივით გაფურჩქნულ ქალის…
ნელი ნაბიჯებით ვცდილობ მოახლოვებას
და რაც უფრო ახლოს ვარ შენს სილუეტთან
მით უფრო მეტად მშფოთვარეა ჩემი,
ვითომდა აფთარივით დაუნდობელი მზერა.
ლაბირინთვით ხლართულ სხივებში,
მე ვერ ვიპოვე შუქურის ნათება.
მარცხს სიმწრით ვჯერდები, წამით ვფიქრდები
როგორ მაქცია გველმა ნაფლეთებად ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები