ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2010


(-∞; 0; +∞.)

მოდით დავიწყებ ჩემეული ვარაუდებით
ადამიანზე, უსახელო სკალაზე სადაც
ათვლა აფხიზლებს განვლილ გზას და ხშირად უდგები
ირიბი ხედვით ასაკსა და იმ კადრში გაცრას -

რომ ვენახი ხარ! წლები არის გაიდგი ფესვი
(და მევენახე ანუ, როგორც უფალი შენი)
მარჯვნიდან გფარავს, უსახელო სკალა, რომ გესვრის
კიდევ ერთ შტრიხს და მევენახის გასხვლა თუ გშველის -

(კიდევ რამდენ ხანს?!) წლები წელზე გაზულუქდება
უნებართოდ და მოშორებით სიბერის კართან
დრო თუ წაგაქცევს, როცა წამი მკაცრ ულუფებად
გემატება და გემატება მით უფრო რახან -

ადამიანი ჩემეული ვარაუდებით
იწყებს შიშველი სულით(ა) და სხეულით ყოფას
ერთიდან - ზემოთ! შემდეგ წყდები, სადღაც მრუდდები
აბცისა ღერძი მატებისგან როდესაც ცოფავს -

მიმალვის პრინციპს.
(-∞; 0; +∞.) ხშირად პირიქით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები