ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე-კომლაძე
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

სოფელი..

ქუჩაში ბნელა, მაგრამ არ არის ღამე,
უბრალოდ სინათლე წაართვეს მიდამოს,
ვფიქრობ აქ რა მინდა, სად გადავიკარგე,
მომწყვიტეს ჩემს აკვანს და აღარ მინახავს,

დიდი ხანია. მახსოვს ის დღეები,
როდესაც თამაშში თავს გვაღამდებოდა,
დაღლილი, ჯანსაღი ჰაერით გამძღრები,
ვწვებოდით ბალახზე და ასე გვეგონა,

რომ ალბათ ოდესმე ადგება ერთ-ერთი,
ვარსკვლავი ციდან და ჩვენს გვერდით დაჯდება,
ამიტომ შუაში ადგილი ზედმეტი,
ყოველთვის რჩებოდა ბოლომდე დარჩება.

მერე კი ზემოდან მივსდევდით ბილიკებს,
გზა და გზა გვესმოდა შორიდან ძახილი,
"ღამეა ბაბუა წევიდეთ სახლისკენ"
მთვარიან შარაზე მიგორავს მარხილი.

ქუჩაში ხმაურობს რაღაც და ვერ ვხედავ,
არც ერთი ლოდიდან არ მოსჩქეფს მდინარე,
ტალღებად რომლებსაც ყოველთვის მასმევდა,
რძესავით, მკერდიდან გამზრდელი დილამდე.

როდესაც სიცივე ტანს დააჟრიალებს,
ყორეზე გადაწნულ ფოთლებს და ვერხვები,
თბებიან ფესვებზე იხვევენ ლიანებს.
გავტოპავთ ცენისწყალს ველური ცხენებით,

ფლოქვების თქარუნიც სიჩუმეს ჩაახშობს,
ჩვეული კივილი აღმოხდათ ჩქეფებსაც,
ლოდებთან გართული, წვეთები თამაშობს,
მერე კი დეზსაც ვკრავ ბოლოჯერ შევხედავ.

ქუჩაში აცივდა, თოვილი კი არსად ჩანს,
ჩვენთან კი პირველად მოდიან ფიფქები,
მერე კი ყინული ედება ფანჯარას,
ბუხრის წინ თბებიან ბებერი ფიქრები.

არასდროს გვბეზრდება, ციგებით ვეშვებით,
მოყინულ გორაზე რადგანაც ვიხსენებთ,
მის ძირძში ბებიას გამთბარი ხელები,
სახეზე ჩერდება, ყოველთვის გვიხსენებს.

ქუჩაში მარტო ვარ, თან ქუჩაც სავსეა,
დამტვერილ ფიქრებში გზას ტერფებს გამოვდებ,
უბრალოდ ვიცი რომ ბოლოში მთავრდება
სოფელთან.
მივდივარ,
მინდა რომ გამომყვე...









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები