ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2010


წვიმდა

სევდა თვალებში შემოხიზნული
მარტოსულ წვიმას ღამეს უთევდა,
ცაზე სუფევდა იდუმალება,
წვიმდა მწუხარედ და უმატებდა

გზებს ადნებოდნენ სილუეტები
ნიაღვრად მოსულ მინორის ხმაზე,
დაძრწოდა სველი სიცარიელე
და ჩურჩულებდა ჰარმონიაზე

დილამდე ჟღერდა თავსხმა აკორდი,
შემდეგ პიანომ შეცვალა ფორტე,
გაძარცულ ტოტებს შეაშრათ ცრემლი,
ფოთლებმა სველი ქუჩები მორთეს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები