 | ავტორი: კაკადუ ჟანრი: იუმორისტული 22 აგვისტო, 2008 |
ნაწილი I მეჯვარე ვარ
ადგა ჯარიიიი!-ს – ყვირილმა ფეთიანივით წამომაგდო ლოგინიდან. სანამ ჩემი გული ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდებოდა, იდიოტური ღიმილით მოკითხვის შემდეგ ჩემი ძმაკაცი სკამზე ჩამოჯდა და ეშმაკურად მოციმციმე თვალებით მიყურებდა. - ოხ შენ აგარ გეღირსოს ბლანჟის ადგილას წვერის ამოსვლა – მივახალე მეგობარს და გამოწვდილ მარჯვებას მარჯვენა შევაგებე. - კაი მორჩი ეხლა, რაა ეს? დილიდან წყევლა რომ ამოგდის პირიდან, ჩემი მეზობელი ანეტა ბებოსავით. - შენაირი მეზობელი რომ მყავდეს წყევლა კი არა ერთხელ მაგრად გამოგათრობდი და ყურში მარილს ჩაგაყრიდი და დავისვენებდი სამუდამოდ. არ შევეპუე მეც. - აფსუს მეგობარი რომ ამას გეტყვის სხვას რაღა უნდა მოსთხოვო? შეშჩივლა ოთახში შემოსულ დედაჩემს. კოფე რა მერი დეიდ, გააფორმა შეკვეთა. - რა იყო ბიჭო რომელი საათია, რა მოხდა ეხლა? ისევ რეზერვში მიდიხარ? მარა სადღა წახვალ ყველა დონის რეზერვში იყავი. გადამრევ რა, ჯერ შენ, რომ არ ეშვები ამ რეზერვს და მერე ისინი, ლამისაა ყველა კომისარიატში დევს შენი გადიდებული სურათი დიდი წარწერით ამა და ამ პიროვნებას სამუდამოდ აქვს აკრძალული რეზერვში, ჯარში, ომში და ეს ვერ გავიგე სამხედრო დისლოკაციის ადგილებში 5 კილომეტრის მოშორებით მიკარება და მაინც ახერხებ წასვლას და როგორ? ამ დროს დედაჩემი შემოვიდა, ყავასთან ერთად და ცხელი კატლეტები მოაყოლა. - შვილო ხომ ხედავ სულ უჭმელია და ვაბშე შეწყვიტა ამ ბოლო დროს ჭამა და იქნებ შენთან ერთად შეჭამოს? – გაანდო თავის გასაჭირი დედამ მეგობარს. - მერი დეიდ ნუ გეშინია არ შეჭამს და ძალით ჩავტენი პირში სათითაოდ, ისედაც ჯანზე ვარ გუშინწინ ჩამოვედი სამთო მომზადების ბატალიონიდან და ხარს დავაგდებ. დაამშვიდა დედაჩემი - შენ შვილო რით ვეგარ შეეშვი ამ რეზერვს და ჯარს? გამოცდილება ორივეს არ გაკლიათ, ახლას რას ითვისებ ამისთანას? როცა მოგიკითხავ ეს მეუბნება რეზერვშიაო, რაა შვილო ჰობად გაიხადე? – ერთი ამოსუნთქვით თქვა ყველა შეშფოთება და პრტენზია დედაჩემა. -კაი რა მერი დეიდ თქვენღა მაკლდით, როცა ქალაქში ვარ მკლავს მამაჩემის ანგლობა, ყოველ დღე დილის 6 საათზე მადგება თავზე მაღვიძებს და მეუბნება აბა ეხლა როდის მიდიხარ დღე არ გადააცდინოო და არ დააგვიანო წამიო და ქირქილით გადის. - კაი შვილო გავედი მე გადასახადებზე და აჭამე რა ამას, ჩააბარა ჩემი თავი დედამ და გავიდა. - ჰა რა ამბავია? რაა სიახლე? – შევეცადე თავი დამეძვრინა საჭმელისგან. - აბა ჰე დაიწყე ჭამა დროზე და პახოდუ მოგიყვები. - ავიღე თბილი კატლეტი, შევისუნთქე მისი არომატი და ბრაახ ისე მომინდა ისე რომ, გავაღე პირი და უნდა ჩამეკბიჩა რომ ძმაკაცმა დაიწყო. - ბიჭო ცოლი მომყავს. ამის თქმა და კატლეტი ცივად დავაბრუნე უკან? - რაა? გამოშტერდი? - არაფერიც, ცოლი მომყავს. - ვიინ? - ის მთიდან. - აი ეხლა დედაჩემს შენ აუხსენი რო ერთი თვე ვაბშე მადა აღარ მექნება. რა გეტაკა ბიჭო ასე უცბად? - დავიღალე რა წანწალით, ოჯახი მინდა სითბო მინდა, ვიღაცაზე ხომ უნდა ვიზრუნო? საცოდავი დედაშენი ვერ მოესწრო და მე მაინც მომასწარი შვილიშვილსო უკვე რამდენი ხანია გამოწერილი მაქვს მამაჩემის წუწუნი. - წანწალით რომ დაიღალე მესმის და კარგი გადაწყვეტილებაა, პრინციპში მამაშენიც მართალია, მარა, ბიჭო, ის გოგო რად გინდა? ხო იცი მაგათი წესები და სიმძიმე? - მოიცა რა რეზერვებში ტყუილა ვიარე? – დააბრეხვა ყოყოჩად. - ღმერთო შენ უშველე ამ იდიოტს, მიეც, ჭკუა ცოტა მეტი და მე ფული სულ არ მინდა აღმომხდა ხმამაღლა. – ბიჭო მიტომ დაეთრეოდი რომ გამკლავებაზეა საქმე? მაგიტომ მაწყვიტე ნერვები? - ოოო მორჩი ეხლა, ისე შენც არ გაწყენდა მაგაზე ფიქრი, ვერ ხედავ ბერდები უკვე და მარაზმში გადადიხარ. ძმაკაცი გიბედნიერდება და ღმერთს თხოვ კიდევ ჭკუა მიეციო. რაა ხომ არ გშურს რომ დაგასწარი? ასეთი გენიოსური პასუხის მერე რაღა მექნა. დავნებდი უნებისყოფო ქალიშვილივით და გადავედი მეგობრულ დაკითხვზე. - როდის მოგყავს? - ამ შაბათს და მეჯვარეზე არაფერს ვამბობ? - რაააა? ზეეეგ? (ამის მერე შემეძლო მეგობრული დაკითხვა?) შენ სულ დაუშტვინე? ეხლა უნდა მაგებინებდე ამას? სად იყავი აქამდე? - რეზერვში. - როცა არ იყავი? - მაშინ არ მეცალა ვიკვლევდი გზას სხვა ბატალიონში წასასვლელად. - გადამრევ, იმას როგორ უკავშირდებოდი? ხო ვიცი ეხლა ღამეები მაინც არ დააძინებდი და ეხლა ეგღა აკლდათ რეზერვში შენთვის დაეთმოთ ტელეფონი საღამოს საბჟუტუროდ. - ჰეეე, გაეცინა მეგობარს, - ეგეც გათვალიწინებული მქონდა და დამალული მქონდა მობილური, ესემეს-ებით ვსაუბრობდით. - და ესემესებით გადაწყვიტეთ დაქორწინება? - დიახაც, რამანტიჩნა. - ღმერთო რისთვის, რატომ მომივლინე განსასჯელი, რომ უკვე 25 წელია ამას ვიტან და ვემეგობრები? - ალბათ შენ წინაპარს ადევს რაგაც დიდი ცოდვა, მოიძიე, ხომ გაგიგია ბაბუას ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო. – მომცა საფიქრალი ძმაკაცმა. - მოკლედ შაბათს 10 საათზე დაერჭობი ჩემთან სახლში შარვალკოსტუმში გამოწკეპილი. წავედი მე, შენთან აღარა მაქვს საქმე, მარაზმატიკ. მომაძახა და გავარდა დერეფანში. - რა იყო შვილო რა აწყენინე ამისთანა? - რა და ცოლი მოყავს ზეგ მაგ იდიოტს. - დედაა რა კარგიაა, შვილო შენ როდის დააყენებ საშველს? სანამ სული პირში მიდგას და ჯანი მიჭრის შვილიშვილები არ უნდა მაღირსო? – კაი კაი გავედი ეხლა მე და თავში ქვაც გიხლია – მომაყოლა დედაჩემა როდესაც შეეჩეხა ჩემ გუგებიდან ლამის ამოვარდნილ თვალებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მაგრა მომეწონა, ძალიან ხალასი იუმორი გაქვს, გაიხარე,,, :) :P მაგრა მომეწონა, ძალიან ხალასი იუმორი გაქვს, გაიხარე,,, :) :P
11. მგონი გავასწორე
მგონი გავასწორე
10. არაუშავს,ველოდები გაგრძელებას არაუშავს,ველოდები გაგრძელებას
8. ადგა ჯარიი! როგორ ხარ ბიჭო?? ადგა ჯარიი! როგორ ხარ ბიჭო??
7. 5-ს დავწერ, გაგრძელება მაინტერესებს და იმედია, უკეთესი იქნება. წარმატებები. 5-ს დავწერ, გაგრძელება მაინტერესებს და იმედია, უკეთესი იქნება. წარმატებები.
6. Raycher ს ვეთანხმები. Raycher ს ვეთანხმები.
5. მადლობთ შეფასებებისთვის, დიდად არ ვდებ თავს მწერლობაზე მარა აუცილებლად გავითვალისწინებ ყველა თქვენს შენიშვნებ. გაგრზელაბ იქეთ კვირაში მადლობთ შეფასებებისთვის, დიდად არ ვდებ თავს მწერლობაზე მარა აუცილებლად გავითვალისწინებ ყველა თქვენს შენიშვნებ. გაგრზელაბ იქეთ კვირაში
4. გაგრძელება როდის იქნება? :)
განვიტვირთე თითქოს :) გაგრძელება როდის იქნება? :)
განვიტვირთე თითქოს :)
3. ბუნებრივობა აკლია.. გასაშალაშინებელია... ბუნებრივობა აკლია.. გასაშალაშინებელია...
2. რა ვი აბა..ვერ..არადა იუმორიც მიყვარს და ჩვეულებრივი მეტყველებაც ''მოსულ ა''ნაწერში .დამაკლდა ''ოსტატობა'' 4(მინუსი არ იწერება და) წარმატებები ავტორს.. რა ვი აბა..ვერ..არადა იუმორიც მიყვარს და ჩვეულებრივი მეტყველებაც ``მოსულ ა``ნაწერში .დამაკლდა ``ოსტატობა`` 4(მინუსი არ იწერება და) წარმატებები ავტორს..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|