ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგობელა
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2008


ათი წლის უკან დაწერილ ლექსში

***
ათი წლის უკან დაწერილ ლექსში,
რომელსაც ერქვა “სიყვარული”,
ხავსი ამოვიდა,
...საზარელი სიტყვაა ხავსი,
ხავსმოკიდებული სიყვარული!
რომლის უნიათო სიმწვანეში იფარება სიცარიელე.
ხავსი გვიკარგავს საკუთარი სისხლის შეგრძნებას.
ერქვა! ერქვა! ერქვა!
რეალობადაკარგული დახავსებული სიტყვა.
დღეს მის წიაღში იკლაკნება უმწეობის მწვავე შეგრძნება.
და ხავსს იფარებს უაზრობის სიცარიელე,
და ჩემს სათქმელსაც ერქვა ლექსი,
თუ გაიღვიძა მხოლოდ იმიტომ,
რომ ხავსს ჩამოწყდა ნოსტალგია,
მგლის ხროვაში დაკარგული ბავშვის თვალებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები