ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალო
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2011


ადგილის დედას

სულში ტკივილის და
გულში იარების...
შენი ჭაღარის და
გზების ტიალების...
შემოღამების და
დარის, მზიანების...
შენი ღელე-ღურდნის,
შენი ქვიანების -
ვამბობ სადიდებელს კვლავ...
ფესვით ხმოვანებით,
ქართულ ხმიანებით,
კვლავ იბადებიან
ხუჭუჭ თმიანები...
მოყვრის გასახარად,
ბედის ფრთიანები,
მაგრამ სამწუხაროდ,
ძველი იარებით...
... შენ კი ჩემო ერთო,
მინდა დიდხანს ენთო,
სანთლის მონაშუქი
წვეთ-წვეთ უნდა ღვენთო,
რადგან სადიდებლად
შენი ქვიანების,
შენი ღელე-ღურდნის,
გზების ტიალების,
უნდა მომაწოდო,
უნდა მომაწოდო,
უნდა მომაწოდო -
ოქროს ფიალები.


ოლეგ ლამპარაძე.
        ბათუმი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები