ცხელია სუნთქვა, ღმერთო, ისევ ცხელია სუნთქვა და გაბაცებულ ბაგეებთან შინდისფრად ბორგავს, რომ შევაერთო ბაგეები შენივე სულთან, დასიცხულ თვალებს წაეკიდოს ალმურში ლოცვა. რომ გაბაცებულ ბაგეებთან დაიძრას სისხლი, მეც სისხლი ვიყო ამ სამყაროს სისხლიან ზოლთან, მიყვარხარ! მაგრამ შეუშინდა სამყარო სიცილს მიყვარხარ! მაგრამ დაავიწყდა სიყვარულს მოსვლა. იქნებ სჯობია მომისროლო მიწაზე ვნებით, დათქერილ მუხლებს წამოდგომის არ ჰქონდეს ნება, მიყვარხარ! მაშინ სიყვარულო რატომღა ვქრები, მიწა ვარ, მაგრამ სიყვარულო ზეცაა ნება. დავთმე სახელი, უარსებო ვნება ვარ უფრო, უხმო ვნებებში უმწეობა ვნებითვე ქრება. და შენ კი მტოვებ, სადაც ჩემს სისხლს უფალი უფლობს, სადაც არავინ არ მტოვებს და არავინ კვდება. ჩემი მუხლები სისხლიანი მიწის ნიშატით შემიპყრობს მევე... და ხელები ცახცახით თბება, ო, არ წამომცდეს, არ წამოცდეს წარსულს-მიყვარდი! თბილა, მიყვარხარ და გხილულობ კვლავ " ცისა ფერად. "
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მომეწონა ლამაზი ლექსია მომეწონა ლამაზი ლექსია
10. ხელოვნურად დამძიმებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, არც სათქმელია გადმოცემული საინტერესოდ. ხელოვნურად დამძიმებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, არც სათქმელია გადმოცემული საინტერესოდ.
7. თავიდან ძალიან კარგად დაიწყე... მაინც 5 თავიდან ძალიან კარგად დაიწყე... მაინც 5
6. მართალი გითხრა ემოცია და ინტონცია მომწონს, მაგრამ თხრობა, სიტყვები...არა რაღაც აკლია, სიტყვებს ადგილებში იმეორებ, რაც მე პირადად ცუდად მომხვდა და როგორი შთაბეჭდილება დამრჩა იცი? "ლიჟბი" დავწერო და გავაძლიეროო, სიტყვბის გამეორება ხშირადაძლიერებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ცდას ვერ გავამართლებ, ემოციისთვის კი 3 :) მართალი გითხრა ემოცია და ინტონცია მომწონს, მაგრამ თხრობა, სიტყვები...არა რაღაც აკლია, სიტყვებს ადგილებში იმეორებ, რაც მე პირადად ცუდად მომხვდა და როგორი შთაბეჭდილება დამრჩა იცი? "ლიჟბი" დავწერო და გავაძლიეროო, სიტყვბის გამეორება ხშირადაძლიერებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ცდას ვერ გავამართლებ, ემოციისთვის კი 3 :)
5. კარგია მთლიანობაში, ზოგადად დახვეწა არ აწყენდა....წინა მომეწონა და მეცნობა ხელწერა!:) კარგია მთლიანობაში, ზოგადად დახვეწა არ აწყენდა....წინა მომეწონა და მეცნობა ხელწერა!:)
4. მე 5 დავწერე აქ... მე 5 დავწერე აქ...
3. თუ თამაშია არ ვიცი,ალბათ უფრო საინტერესოდ შეიძლებოდა,მაგრამ ლექსს გაფუჭებდა ჩემის აზრით ახალაიას შეფასება საინტერესო იქნება თეკლესაც მოვკარი აქ თვალი:) თუ თამაშია არ ვიცი,ალბათ უფრო საინტერესოდ შეიძლებოდა,მაგრამ ლექსს გაფუჭებდა ჩემის აზრით ახალაიას შეფასება საინტერესო იქნება თეკლესაც მოვკარი აქ თვალი:)
2. სიტყვების გამეორება ამ ლექსის ძლიერი მხარეა თუ სუსტი?მაინტერესებს ჩემმზე კომპეტენტურის განმარტება სიტყვების გამეორება ამ ლექსის ძლიერი მხარეა თუ სუსტი?მაინტერესებს ჩემმზე კომპეტენტურის განმარტება
1. მომეწონა.კლასიკური ლექსი ალბათ გარკვეული ხნის უკან დაწერილი და არა ახალი....როგორც ვხვდები ავტორი საშუალო თაობისაა. ვერ ვიცანი . სიამოვნებით ვნახავ სხვა ლექსებსაც... მომეწონა.კლასიკური ლექსი ალბათ გარკვეული ხნის უკან დაწერილი და არა ახალი....როგორც ვხვდები ავტორი საშუალო თაობისაა. ვერ ვიცანი . სიამოვნებით ვნახავ სხვა ლექსებსაც...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|