ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაიზერ სოზა
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2011


წერილი მამას...

ფიქრებს გადავყევი, გრძნობა მომეძალა,
ცოტა სიგარეტის კვამლიც დავაყოლე,
შენ მეხვეწებოდი ცოტა მომეცადა,
შენვე ჯოჯოხეთურ ბედზე გამათხოვე...

მამა, მენატრები ახლა შორეთიდან,
მინდა გადმოვფრინდე შენი სახლისაკენ,
ქვეყნად უმანკო და ლაღი მოვედი და
ახლა კი ცხოვრებით მივალ დაღლისაკენ...

შენგან გაფრენილი ჩიტი გავფრინველდი
უკვე ქალობაც კი ფიქრებს მოეჩვია,
მამა, არ მეგონა თუკი გამიშვებდი
სადაც აღარავის აღარ მოელიან...

ბედს და უბედობას აღარ ვედევნები,
თავი სარეცელზე ლაღად დამიდია,
მამა, გახარებას, ამას გევედრები
მითხრა ეს დღეები ნეტა სად მიდიან...


სევდის სიახლოვე სხეულს მოეფინა,
მამა, შენს გარეშე ვრჩები გზის დამლევი,
და ვით ნაპოლეონს წრფელი ჟოზეფინა
ბელად მარტოობას ცოლად მეც გავყევი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები