ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2011


secret

"მეგობრებმა ერთმანეთს გავანდეთ საიდუმლო
და ვიცოდით - აუცილებლად მოვუყვებოდით სხვებსაც"
                                                                                          გივი ავალიანი
                                                                       



გახსოვს?!
სიზმრებზე რომ გიყვებოდი,
შენ კი იჯექი თითქოს გულისყურით მისმენდი,
ანუ ყურები სმენად აღგემართა –
გულიც ჩემი მიმართულებით,
პატარა ისრებით თუ ძაფებით თუ
უბრალოდ ახირებით...


გახსოვს სიზმრებზე გიყვებოდი-თქო,
შენ კი ძილმორეული იფშვნეტდი მზერას..
უთვალებო მზერას...
ეს ალბათ იგივეა რაც უგულო კვერცხიდან ამოჩეკილი წიწილა.
თუმცა შენ ხომ ყოველთვის იღიმი მსგავს რამეზე,
იღიმი ბედზე და უბედობაზე,
იღიმი ცხოვრებაზე,
საკუთარ თავზე,
ჩემზე,
ადამიანებზე,
არაადამიანებზე
და იმაზეც კი რომელიც
ვერ გაგირკვევია არსებობს თუ არა,
თუმცა მაინც იღიმი, იცინი და დასცინი კიდეც..
ზოგჯერ ზუსტად იმიტომ რომ გჯერა მისი არსებობის,
და ზოგჯერაც პირიქით...

და მე ისევ მოვედი და ვცდილობ გაგახსენო სიზმრები,
რომლებშიც ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ
იქამდე სანამ ვიპოვნიდით გზას იქიდან გამოსაღწევად,
სანამ ვინმე წვერებიანი და თვალებიანი ბაბუ
არ გვიწილადებდა დაბრმავების პირას მისულ მისსავე თვალებს
და არ დავინახავდით თუ რაოდენ პატარაა ნაჭუჭი,
რომელიც იტევს იმ უსასრულო სივრცეს, რომელშიც ვარსებობდით...

და გახსენებ იმას რომ ჩვენ იქ ერთმანეთს არ ვიცნობდით,
არ ვიცოდით რანი ვიყავით და რა გვინდოდა...
და მაინც უფრო ვენდობოდით ვიდრე გაცნობამდე,
რომ ბევრად ადვილი იყო ბრმად ნდობა,
ვიდრე დაბრმავებას მისული თვალებით...

და მე გახსენებ თუ როგორი იყო სიზმრებს შიდა სამყარო,
სადაც არ გვქონდა მტვერი და ნაცარი –
ერთმანეთის თვალებში საყრელად.
სადაც არ გვქონდა ჯაყვა და იარაღი –
ერთმანეთზე ზურგიდან თავდასხმის განსახორციელებლად.

და იყო სამყარო სადაც ვიწექით და დავდიოდით...
სადაც ვიწექით და ვფრენდით..
სადაც გათიშული გონება აღწევდა მწვერვალებს
და დამუწული ბაგე ღაღადებდა ჭეშმარიტებას...

და მე მოვდივარ და გახსენებ სიზმრებს,
შენ ჭუტავ დაბრამავების პირას მისულ თვალებს
თითქოსდა შენს გონებაში მორბენალი ირეალური წარსულის კადრების
დაჭერას ცდილობდე.

მე ერთხანს გიყურებ მოჭუტულ თვალებში,
ვხვდები რომ ეს მორიგი თაღლითური სვლაა ჩემს გასაცურებლად,
და ვამბობ:
"two can keep a secret
If one of them is dead…"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები