ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
11 იანვარი, 2011


შეხვედრა


                                                                                  რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს,
                                                                                  დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს
                                                                                  თავის თავს, ამაღლდება.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    მათე 23.12






            შეხვედრისას მნიშვნელოვანია ის, რასაც ვერ ხვდები. მაგალითად, ვერ ხვდები რა საჭიროა ორი კარი და ვერ ხვდები საპირისპირო სქესს, - ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისას. უბრალოდ მიდიხარ საკუთარი სქესის მაჩვენებლისკენ და იმის გათვალისწინებით რომ ქალსაც და მამაკაცსაც ერთნაირად სჭირდებათ ეს ოთახი, ჩნდება შეხვედრის წერტილი და ამ წერტილიდან დაშორებული შენობის ორი კარი, როგორც ახალი წერტილი შეხვედრისა. ერთი მხრივ ეს მხოლოდ სველი(პირდაპირი მნიშვნელობით)  წერტილია, მეორე მხრივ პირობითი(კულტურული)  წერტილი, მესამე მხრივ პრევენციის საშუალებაა სექსუალური გადახრების თავიდან ასაცილებლად და ა.შ.  მთავარი კი ის არის, რომ ამ წერტილში ვერ ხვდები, თუ რატომ ვერ ხვდები მას, ვისაც უნდა შეხვედროდი. შეხვედრის წერტილი მიუწვდომელია, ან უკვე აღნიშნულია ორი ლათინური ასოთი, - მარჯვნივ და მარცხნივ.
            წარმოიდგინეთ უცნაური ალპინისტი, რომელსაც ევერესტზე ააქვს საშენი მასალა და მწვერვალის სიმაღლეს ზრდის. ყოველი შემდეგი ასვლა იქნება მიღწევა. ყოველი მიღწევა მწვერვალთან შეხვედრა კი აღარ არის, არამედ იგი ნიშანია ახალი სიმაღლისა. არის შეხვედრის წერტილი და არის ყველაფერი ის, რაც შეიძლება დაეშენოს ამ წერტილს. შენობის გარდაუვალი ხვედრი, შეხვედრის წერტილითაა განპირობებული. შესაძლოა რაც უფრო მაღლა იმყოფები ამ შენობაში, მით უფრო დავიწყებულია ეს წერტილი, და პირიქით, რაც უფრო მდაბლდები, მით მეტია ხსოვნა ამ წერტილისა. შენობა იწყება შეხვედრის წერტილიდან და თავად შენობა ქმნის ახალ წერტილს. განსხვავების პოვნა ამ ორ წერტილს შორის, ნიშნავს იმ ადგილის პოვნას, სადაც თითოეული ჩვენთაგანი იმყოფება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები