ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეტრე
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2011


  ჩამოტვირთვა

გარეჯში უდაბნოს მღვიმეობს ღირსი!

ბზე ნალეწივით ნაცეხვი ვდგევარ,
და ნაკვერცხალი გამქრალა შავად,
ლამაზმან ნებზე, ნინოფი პური,
დაბად არ მქონი და უდაბური.

ათქვირებულა სისხლ-ხორც შევსებულ ქალივით მდელო,
დაუღუღუნა ქარმა სიმღერა, თითქო ბალღია,
და სარწებელი,ჩვილთ საძინებელ,
ნამა სიმღერით გადაარწია.

გარეჯის კლდეში შევიდა ღირსი,
მამა დავითი და ძმანი მისნი,
დაშაშრულ სამყოფს შეესხა ხორცი,
გახდა მორჩილი და თანაც ნორჩი.

ლოცა ეს მიწა, პურ-ღვინოს დედა,
მარჯვენაც პურის მჭოვარის,
საგარეჯო და ლავაშის,
ჯიგანა ქაბრიწოვანის.

შენ კაბის კალთა დაკარწახებულ,
დანეკვე ვაზის რქა ორ-სამ კვირტზე,
და აზავერი ხარივით ტვირთი,
უზურგულე და მონასტრად ზიდე!

სამარ-სუდარად ნაძებნმა,
მიწის ზურგს კანი აჰყარე,
და ამ კურთხეულ გარეჯში,
ასკილზე ვარდი ახარე.

ქვაბი კლდეს გამონაკაფი,
გახადე პურის უფალი,
მონასტრის წესით ცხოვრება
ბიწიერ თავისუფალი.

მტე საზეპურო ზეცისამ,
უდაბნოს საძმო აბარტყე,
დაუნჯებული წიგნთა სიმდიდრე,
ივრის ზეგნიდან ერში დაბარტყე,

გალიცლიცებულ გალობით ქვაბში,
მადლი გადმოდის ფეშხუმ ზეცაში,
მართალმკვეთელნო, კლდის გამკვეთელნო,
გლოცავთ ბარძიმით ცის ტოლუმბაში.

მადლის მეტოქე, ცოდვა ჩანებით,
მონარეკლდება ლოცვის ზარებით,
შამბზე გაქელილ ქაშან ბილიკზეც,
დაგვირისტდება ქვის აღრალებით.

ხორბალი ხვართქლა ბალახმა,
ვაზის ბაბილოც, ვენახი ნორჩი,
ბერის დაკმეულ სურნელის ფრქვევით,
ჯვარი სოფელს და პურ-ღვინოს ხორცი.

იაზმის წყალი უკადე,
სავანეს ნარგავ-ნაკვეთით,
კათაკმეველნი განმზადე,
ერქვანზე მიწის საკვეთით.

ერთ საყანურში, ორრიგ მოსავალს,
ლარვი მოურნეს დაურქმევია,
ლავრაში გაზრდილ ერთი ნაყოფით,
ერიც და ბერიც დაუხმევიათ.

ნათლის განფენით სულ შევსებული,
ნათელღებული უდაბნოთ დედა,
ესევითარი მოსავსებელი,
ზეთის დასასხმელ ბაზმაკთა ზედა.

ერთარსებითა ქებულო,
სამებით განდიდებულო,
შენ მონასტერო, დედავ და თვალო,
ჩემო თოლიგე და მონაბარო.

ოდრიკალი ვართ ერი შენს წინ და
კიალ-კიაფი სახელს შენს წმინდას,
ხუთ თითზე სანთლად დავინთოთ გვინდა,
სახელი დავით! ქართველთა წმინდა!

ამ მიწას ახსოვს ტურათა ლეკვნი,
ლეზგი თუ ლეკნი, სხვა მარბიელნიც, სისხლის ამტლეკნი,
ცოდვის კალოზე ჩვენი წამლეკნი,
ჰოი დედასა!
შიგანური დამეწვეს მინდა!
დაწარბულ ღარებიანი, ხმალის მოქნევა მომინდა!!

ოხა მეოხის, უფალს დიდება!
სახლი დედაბოძს რომ ეკიდება,
და ვინც ქართველთა სისხლით გაძღება,
ზედაპირდამწვარ პურივით,აიტკიც აილანძება!

ყველამ იცოდეთ! ყველამ გაიგეთ!
ღვთისმშობლის ლოცვით არის მართული,
ეს გაწალდული და გაწვართული,
სული უკვდავი ჩემი ქართული!

                                                                                                            პეტრე  ქოჩაკიძე-ჭალადიდელი  2011წ. ქრისტეშობა


  ძვირფასო მკითხველო! ვფიქრობ თუ მცირედ განმარტებას მივცემ ზოგიერთ სიტყვას,ურიგო არ უნდა იყოს.დავიწყებ ალბათ ერთ-ერთი მთავარი
სიტყვით, მონასტერი--- ლათინურია და ქართულად კი სამხოლოვე,სავანე მონაზონთა, უდაბნო, დაბათ არ მქონე, განშორებული  შენობათაგან. (ფსალ. 28,8,; მატ. 3,1; იოან, 6,31; ვეფხისტ.)ასე რომ ბევრისთვის გარეჯის უდანო, უდაბნოს კლასიკური მცნებით გაგება არა მართებულია.მით უმეტეს ამ კუთხეულ მიწაზე ხარობს: ნუში,ბროწეული,ატამი,ვაშლი,მზესუმზირა და ვაზიც თქვენ წარმოიდგინეთ .მთავარი რაც
მამა დავითს დახვდა იყო პურის კულტურა,( ისტორიული წყარო, ი.ჯავახიშვილი ნ.ბერძენიშვილი ს.ჯანაშია "საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო" რომელიც 1953წ  ნ.ხრუშჩოვის მიერ იქნა აკრძალული სადაც ეჭვგარეშე იყო მტკიცებულება,კაცობრიობისთვის პურ-ღვინოს დედა
სამშობლოდ საქართველოს გამოცხადების შესახებ) ლექსში ნახსენები საგარეჯო ნიშნავდა ლავაშზე სქელ პურს,ჯიგანა  მცირე პური ულუფისა,, ხოლო ქაბრიწოვანი დიდ პურს. ვფიქრობ, აგრეთვე ყურადღება მისაქცევი უნდა იყოს ფაქტი იმისა რომ, მამა დავითის ჩამობრძანებამდე,უფრო მეტიც
უფლის გაჩენამდე არსებობდა გარეჯი და მე17-18 საუკუნეში შემოსული მცნება გარე-სჯის შესახებ თითქოს და ახლო იყო საზღვარი ქართული სხვა მარბიელ ტომთაგან მცდარი ხედვაა.(რაღა თქმა უნდა ამ დროს,  მიტაცებულ ქართველთ მიწაზე მართლაც ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ ჩვენი "მეზობლები") ამის საპირწონოდ გნებავთ წმინდა გრიგოლ ფერაძის VI საუკუნის რუქა, გნებავთ ივანე ჯავახიშვილი ან სიმონ ჯანაშია დავიმოწმოთ. უნდა აღვნიშნოთ რომ საქართველოში პირველი მონასტრული გნებავთ უდაბნოს ცხოვრების წესი მამა დავითმა შემოიღო.
რითაც მართლდება ის დავალება რაც ღვთისმშობელმა უბრძანა, დიახაც გამოცხადებით ბრძანება მიიღო იოანე ზედაზნელმა,რომელიც უძღოდა ასურელ მამებს.რათა ექადაგათ საქართველოში და გასაგებ სიტყვას ვიხმარ "პროპაგანდა" გაეწია ქრისტიანული მოძღვრებისათვის.არავითარი  დავალების შესრულება არ გამოვა თუ ჩავთვლით რომ, მამა დავითი, მამა ლუკიანე და დოდო, გარეჯის კლდეში დაყუდებული გნებავთ ასკეტური წესით ცხოვრობდნენ. არა ბატონებო! მონასტრული ცხოვრების წესი,უპირველესად ყოვლისა გარდა წირვა ლოცვისა არის კიდევ წიგნთა გადაწერა ანუ პირველი წიგნთა ბეჭვდა რომ დავარქვათ ...და იყო გარეჯის უდაბნო ცოდნის ტაძარი,სადაც იზრდებოდნენ და აღიზრდებოდნენ ქართველი ყმაწვილები,სასულიერო მოღვაწენად და იყვნენ გამავრცელებელნი წერა-კითხვისა და ცოდნისა. შემდგომ ნათარგმნი წმიდა წერილები თუ სახარება სხვადასხვა ეკლესიებს მიეწოდებოდა. ასე რომ მონასტრული ცხოვრების წესი არის სულიერი განათლების მიღება.ამიტომ იყო რომ, შაჰ-აბასის შემოსევისას 6000 ათასი ბერი დახვდათ გარეჯის "კომპლექსში". 6000 განათლებულ ქართველ ბერს მოკვეთეს თავი.
ამ მცირე ექსკურსისათვის ბოდიშს ვიხდი. ეხლა კი ლექსში გამოყენებული დაკარგულ ქართულ სიტყვათა განმარტებანი;

ნები-ხელისგული.
ნინოფი- მზესუმზირა,ლილიფარი.
სარწებელი-აკვანი.
ნამა სიმღერა-დედის ნამღერი ჩვილის დასაძინებლად,არა იავნანა.
მჭოვარი- გულშემატკივარი.
აზავერი ხარი-ტვირთის მზიდავი,საკიდარი(ვეფხისტ.)
სამარ-სუდარა-ქრისტიანი არ საფლავდება სამარის და სუდარის გარეშე,ხმარობდნენ ამ სიტყვას,სვანეთში,რაჭა-ლეჩხუმში,ყველაზე საჭიროს ნიშნავს.
მიწის ზურგს კანი აჰყარე- ძალიან ბევრი იარე.
პურის უფალი-მასპინძელი.
მტე საზეეპურო- ერთად მეპურენი,თანამეინახენი.
დაუნჯებული-დაგროვილი განძი.
გალიცლიცებული- პირთამდე შევსებული.
ჩანები-სათრევი ურემი.
მონარეკლება-ძირფესვიანად ამოთხრა.
შამბი-მაღალი ბალახი.
ქაშანი-თოვლზე ან შამბზე გაქელილი ბილიკი.
აღრალები- ძოწი,მარჯანი,ქარვა.
იაზმა-ნაკურთხი წყალი.
ერქვანი- ცხრა ხარეშებმული გუთანი.
მოსავსებელი-ზეთის დასასხმელი ჭურჭელი კანდელზე. სიტყვა კანდელი ფრანგულია, ქართულად ნიშნავს, ბაზმა, ბაზმაკი,სანათი,სანთელი.
თოლიგე-მეგრულია და ნიშნავს თვალის ჩინს.
ოდრიკალი- მოხრით ორივე თავით ჩარჭობილი წკეპლა.
 
 
  მეტს აღარ შეგაწყენთ თავს და თუ რამ გაუგებარი იქნა, არ მოგერიდოთ უცილობლივ მოგახსენებთ.
ქრისტეს შობას და ახალ წელს გილოცავთ ქართველებო და დავიწყებული ქართული ლოცვით მინდა დაგლოცოთ: უფალმა არ მოგაკლოთ პური, ღვინო, ზეთი და გაკურთხოთ თესლით თესლამდე!!!  ამინ! 

           
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები