ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქარაგმა
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2011


ოპტიმიზმი


მჯერა, იწვიმებს ნაფრესკალზე სხივის ხალისი
და მზე დასავლეთს ამოამტვრევს ლექსის ფარდებად,
ნუღარ დამიცდი, საუკუნეს მოწყდა მაისი
და გაზაფხულსაც აგვიანდება...

სარკოფაგების მტვერს დავუსხლტი, ვგლოვობ მუმიას,
ვუკიდებ ფრთხილად სიბნელეში ჩამქრალ სანათებს,
ჩემს განაპირა სამარხებში ფერხულს უვლიან,
ეძებენ ჩემს სახლს, ძველ მისამართებს...

სულში ჩათოვლილ უშენობას ფრთხილად ვინახავ,
და უქვეყნობის მოზეიმეთ თვალ-ყურს ვადევნებ,
დღეს აქ არავის არ აღელვებს, ვისთვის ვინა ხარ,
უსამყარობის განცდას ბადებენ...

სარკოფაგიდან წამოვდექი, თითქოს მუმია,
არ დამახვედრეს პირამიდა, სადაც დავტოვე,
ვშორდები მიწას, ქვიშაცხელს და ყინვისგულიანს,
სფინქსს ნერვებს აწყვეტს ეს სიმარტოვე...

მჯერა, იწვიმებს ჩემს ტაძარზე სხივის ხალისი,
ლექსად მოვარდნილ უშენობას აღარ ავიტან,
დაუბრუნდება საუკუნეს თბილი მაისი
და...
ავაშენებთ სიყვარულის თეთრ პირამიდას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები