 | ავტორი: სპილუკა ჟანრი: პროზა 26 აგვისტო, 2008 |
გზატკეცილი... გზიდან გადავარდნილი ავტომობილი... ბევრი, ლურჯად და წითლად მოციმციმე ნათურები...
- გაიარეთ! გაიარეთ! ნუ აფერხებთ მოძრაობას! - გადარჩნენ ძმაო? - არ ვიცი... ნუ ჩერდებით! გაიყვანეთ მანქანა! - ბევრნი ისხდნენ? - მე როგორც ვიცი ოთხნი, მძღოლი და ოჯახი - ცოლ-ქმარი ბავშვით... თან გაიარეთ რა... ნუ აფერხებთ მოძრაობას!.. ხომ გითხარით, არა!.. - ძმაო, რომელიმე მაინც თუ გადარჩა, ან რამე ხომ არ არის საჭირო? - არ ვიცი გადარჩნენ, თუ არა, არ ვიცი... ჩვენ არაფერს გვეუბნებიან... ხომ ხედავ, სასწრაფო აქ არის, ჩვენც აქ ვართ, რაც არ უნდა მომხდარიყო თქვენ რაღას უშველით?!. - რა ვიცი, იქნებ... - რამე რომ იყოს საჭირო, ჩვენ თვითონ გაგაჩერებდით და გეტყოდით... - კარგი ჰო, უბრალოდ გული შემტკივა რა... - კარგი, კარგი... რა ვქნა, მეტი მართლა არაფერი ვიცი... ახლა კი გაიარეთ, თორემ საცობი შეიქმნა...
ამბობენ პარალელური სამყაროები არსებობსო, იმასაც ამბობენ თითოეული ადამიანის აზრები ცალკე სამყაროაო. იქნებ ჩვენც ერთ-ერთი რიგითი ადამიანის, ერთ-ერთი რიგით ფიქრებში შექმნილი პარალელური სამყაროს მკვიდრები ვართ?!. რა იცი... ყველაფერი ხდება...
- რაო რა გითხრეს? - ოთხნი იყვნენო... გაიარე რა! შე შობელ-ნაშობო შენა, ვახ!.. ამან თუ ტარება იცოდეს რა!.. ხო, ცოლ-ქმარი იყოო, ბავშვითო და კიდევ მძღოლიო... - მერე, გადარჩნენო? - არ ვიცი, ჯიგარო. მძღოლი თუ ხარ, მოკიდე მაგ „რულს” ხელი და გაიარე, მოძრაობას ნუ აფერხებო... - რა გადაარჩენდათ, მანქანა როგორ იყო დალეწილი, ალბათ ოთხივე დაიღუპა... - დედა... დედა, შვილო... არ ამოწყვეტილა მთელი ოჯახი!.. იმ „ოჯაქორმა შოფერმა” ხო თავიც დაიღუპა და ის საწყალი ხალხიც ამოწყვიტა ძირიან-ფუძიანად... დედა... დედა, შვილო... - აუ, აზრზე ხარ, სიმონ?!. ნახე? მთელი „პერედოკი” სალონში ჰქონდა შეტანილი, „რულთან ნი ტო” ფეხები იყო „ნი ტო” ტანსაცმელი, ვერ გავარჩიე, ტო... „შაფიორი” თუ ეგრე დაიჩეხა, ისინიც „ფაიზაღი დაიტრუპებოდნენ”, ძმაო, არა?!. - ვაი მე, რა საცოდაობაა... ალბათ ახალგაზრდები იყვნენ. ვაი მე, კიდევ თუ ყავდათ ბავშვი და ისიც თუ ამათ ელოდებოდა, სამ მიცვალებულს ერთად რომ მიუყვანენ სახლში - მშობლებს და ძმას, თუ... ნეტა ბავშვი გოგო იყო, თუ ბიჭი... ვაი მე, ვაი მე, რა საშინელებაა... - ისე, ის მძღოლიც იმათი ახლობელი იქნებოდა. კაი ძვირიანი მანქანა ჩანდა, ეგ არც ტაქსი იყო და არც „პაპუტჩიკებს” აიყვანდა გზაში. ალბათ ძმის, ან ნათესავის ოჯახი მიყავდა სადმე... - ეჰ, თუ სადმე, კაი ამბავში მიდიოდნენ... არ შეუტრიალდათ ლხინი - ჭირად... საცოდავები!... - ერთი ამას შეხედეთ, რა! აი ბედნიერი ადამიანი, ძინავს თავისთვის, არც არაფერი დაუნახია და კი არის მშვიდად...
არც მძინავს, ყველაფერიც მესამის და ყველაფერიც კარგად დავინახე... საჭესთან ის ნაჭრები, ალბათ, დარტყმის შედეგად გაშლილი უსაფრთხოების ბალიშები იქნებოდა, ღვედებიც ეკეთებოდათ და აუცილებლად გადარჩებოდნენ. სიბნელე კი იყო, მაგრამ იქ რომ სისხლის გუბეები მდგარიყო, მაინც შევამჩნევდი. ალბათ, ზის ახლა ის ხალხი, უკვე, სახლში და სუფრა აქვთ გაშლილი, გადარჩენას აღნიშნავენ. მანქანა რადგან ძვირიანი იყო, ესეიგი შეძლებული ხალხია და კიდევ იყიდიან. ჯართი - ჯართად იქცა, მთავარია თვითოვ ცოცხლები და უვნებლები არიან. ბავშვი, მართალია, იქნება ცოტათი შეშინებული, მაგრამ მალე გაუვლის და თან კარგ გაკვეთილსაც მიიღებს მომავლისათვის. საკუთარი მანქანა როცა ეყოლება, სიჩქარეს არ გადააჭარბებს და ყურადღებით იქნება საჭესთან, ან, თუ გოგო იყო, გათხოვდება, დედა გახდება, შვილი ეყოლება, მოუყვება - ჩვენ ასე და ასე შეგვემთხვა და შენ ჭკუით მოიქეციო...
- მეგობარო!.. მეგობარო!.. შენ რომელ სამყაროში ხარ?!. გაიღვიძე, მეგობარო!.. - რაა?!. - მეგობარო!.. შენ რომელ გაჩერებაზე ჩადიხარ? უბრალოდ, გძინავს და შენს გაჩერებას არ გასცდე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. თითოეული ადამიანის აზრები ცალკე სამყაროაო. იქნებ ჩვენც ერთ-ერთი რიგითი ადამიანის, ერთ-ერთი რიგით ფიქრებში შექმნილი პარალელური სამყაროს მკვიდრები ვართ?! თითოეული ადამიანის აზრები ცალკე სამყაროაო. იქნებ ჩვენც ერთ-ერთი რიგითი ადამიანის, ერთ-ერთი რიგით ფიქრებში შექმნილი პარალელური სამყაროს მკვიდრები ვართ?!
14. მომეწონა ;) მომეწონა ;)
12. ამბობენ პარალელური სამყაროები არსებობსო, იმასაც ამბობენ თითოეული ადამიანის აზრები ცალკე სამყაროაო. იქნებ ჩვენც ერთ-ერთი რიგითი ადამიანის, ერთ-ერთი რიგით ფიქრებში შექმნილი პარალელური სამყაროს მკვიდრები ვართ?!. რა იცი... ყველაფერი ხდება...
ამბობენ პარალელური სამყაროები არსებობსო, იმასაც ამბობენ თითოეული ადამიანის აზრები ცალკე სამყაროაო. იქნებ ჩვენც ერთ-ერთი რიგითი ადამიანის, ერთ-ერთი რიგით ფიქრებში შექმნილი პარალელური სამყაროს მკვიდრები ვართ?!. რა იცი... ყველაფერი ხდება...
11. შენი ნაწერებიდან ყველაზე უფრო ჯერ-ჯერობით.5 სლენგი თუ ჟარგონი ბრჭალებში ჩასმული დიდ გოიმობად ითვლება.")არ ჭირდება.ნაწერი ითხოვს და ორგანულად ჩაჯდებოდა,და ეხლა რაღაც ისეა. ჩემი აზრით . წარმატებები ავტორო.
შენი ნაწერებიდან ყველაზე უფრო ჯერ-ჯერობით.5 სლენგი თუ ჟარგონი ბრჭალებში ჩასმული დიდ გოიმობად ითვლება.")არ ჭირდება.ნაწერი ითხოვს და ორგანულად ჩაჯდებოდა,და ეხლა რაღაც ისეა. ჩემი აზრით . წარმატებები ავტორო.
9. საინტერესო ხედვაა რაღაცით ბრედბერი გამახსენა. საინტერესო ხედვაა რაღაცით ბრედბერი გამახსენა.
8. კარგია! :) 5. კარგია! :) 5.
7. სპილუკა, ეს არ მაქვს წაკითხული...ძალიან მომეწონა. ჰო, არსებობს ეს პარალელური სამყაროები და ამას ვერსად წავუვალთ! 5 სპილუკა, ეს არ მაქვს წაკითხული...ძალიან მომეწონა. ჰო, არსებობს ეს პარალელური სამყაროები და ამას ვერსად წავუვალთ! 5
6. სპილუკა :) რა უბედურებაა ეს კაცო, რაებს წერ :)) ისე შენს ლექსზე მაგრად ვიკაიფე :))) კაი ტიპი კი უნდა იყო, ალალი ;) სპილუკა :) რა უბედურებაა ეს კაცო, რაებს წერ :)) ისე შენს ლექსზე მაგრად ვიკაიფე :))) კაი ტიპი კი უნდა იყო, ალალი ;)
5. სასიამოვნო წასაკითხი პროზები გაქვს
ამ სტილს ვერც ძლიერს უწოდებ და ვერ სუსტს,უფრო მსუბუქია და დახვეწიალდ გაქვს გადმოცემული რაც მთავარია:)
ეს ცხოვრებისეული ეპიზოდები უფრო კარგი წასაკითხია ვიდრე დამძიმებული ტექსტებით აკრეფილი პროზები(ჩემთVის)
მაგრამ ეს "სიმონ" რომ გიწერია ერთ ადგილზე და ბოლოს "ტო"-თი ამთავრებ რაფრაა მაი ამბავი?:D
ყოველთვის დიდი სიამოვნებით დაველოდები შენ შემოქმდებას(დედაააა ამდენი რამ მალაპარაკა ნეტავი?):))
სასიამოვნო წასაკითხი პროზები გაქვს
ამ სტილს ვერც ძლიერს უწოდებ და ვერ სუსტს,უფრო მსუბუქია და დახვეწიალდ გაქვს გადმოცემული რაც მთავარია:)
ეს ცხოვრებისეული ეპიზოდები უფრო კარგი წასაკითხია ვიდრე დამძიმებული ტექსტებით აკრეფილი პროზები(ჩემთVის)
მაგრამ ეს "სიმონ" რომ გიწერია ერთ ადგილზე და ბოლოს "ტო"-თი ამთავრებ რაფრაა მაი ამბავი?:D
ყოველთვის დიდი სიამოვნებით დაველოდები შენ შემოქმდებას(დედაააა ამდენი რამ მალაპარაკა ნეტავი?):))
2. უსაფრთხოების ბალიშებმა, ბევრი ჩემი ახლობელი გადაარჩინა... მე მომეწონა, მძაფრი განზომილებიდან, უცენ მშვიდ განზომილებაში გადამიყვანა...მაინც რა შეუძლია აზრებს-შეიძლება მართალიც ხარ პარალერულ სამყაროებზე რასაც ამბობ... 5 უსაფრთხოების ბალიშებმა, ბევრი ჩემი ახლობელი გადაარჩინა... მე მომეწონა, მძაფრი განზომილებიდან, უცენ მშვიდ განზომილებაში გადამიყვანა...მაინც რა შეუძლია აზრებს-შეიძლება მართალიც ხარ პარალერულ სამყაროებზე რასაც ამბობ... 5
1. :( სუსტი როა რა ვქნა ეხლა მე? ( 3 :( სუსტი როა რა ვქნა ეხლა მე? ( 3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|