ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დადო
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2008


განშორება

მოგონებებით დავთვრები ალბათ,
ყოველი ქუჩა შენ თავს მახსენებს.
ეს მე ვტირივარ, ჩემი ცრემლია.
ყოველ გაზაფხულს შენ რომ გასველებს.

უშენობაში გავიდა წლები,
საუკუნეა დავშორდი თითქოს.
ჩემო, არ მინდა, რომ ამ ლექსს ვწერდე.
მაგრამ გული წერს სევდიან სტრიქონს.

ახლაც შენ გელი, მაგრამ სხვა მოდის.
შენს სანახავად ვაბრუნებ წარსულს.
ღმერთი რომ იყო, შენ გიწამებდი,
სხვა ღმერთი მყავდეს მერწმუნე არ მსურს.

ვიცი დრო მოვა, სხვას შეიყვარებ,
სხვისი იქნები ბედნიერება.
მინდა გადიდო მაგრამ არ მძალუძს.,
გრძნობის ქალღმერთის მე შეფასება.

მე ხომ ცოხოვრება შენით დავიწყე,
ბედნიერების ვითვლიდი წამებს.
ძვირფასო მიჭირს ყოფნა უშენოდ,
განშორებაა მე რომ მაწამებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები