ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლას
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2011


ძმას_ი.ბერიას

ახლა ისე თოვს გარეთ
რომ წუხელ ახლოს ბინის,
გლეხივით გამრჯე მთვარემ
დადგა ფიფქების ზვინი.

შენ კი მოიკრებ ძალებს
გინდა ტიტანად იქცე,
და გამყოფ საზღვარს ავლებ
შორის_შენსა და სივრცეს

მერე შეავსებ ჭიქას
თოვლივით თეთრი ღვინით
და ადღეგრძელებ იმ ქალს
ვისთანაც ბევრი მილი

გაშორებს, თუმცა იქვე
ლოდინი იმად გიღირს,
ბეჭედივით რომ ირგებს
ტუჩზე უთბილეს ღიმილს.

მუზა თავს ისე გესხმის
და ლექსი სისხლში გივლის,
რომ პოეზია შენთვის_
ახლა მადლია დილის.

გარეთ კი ისევ ბარდნის
და შენც ოთახში ბინის,
იმ მთვარესავით დადგი
მწიფე ლექსების ზვინი.
                                            2011.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს