ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლი
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2011


ფიცი

გარემო-გტკივა და გკრუნჩხავს,
გარემო-იწოვ და სუნთქავ,
გარემო-ჭუჭყი და მტვერი
ყველაფერს ეცვალა ფერი...
გარემო-ფუჭი და კუშტი,
გამძიმებს დარდების ბუშტი...
გარემო-სიმშრალე სულის,
თუკი შეერწყმები შეგშლის...
ფანჯრიდან-ათასი ზღვარი
გიკეტავს,გირაზავს მანძილს...
გარემო-ანთებულ თვალებს
წაართმევს ნაპერწკალს წაშლის...
 
დაცლილი ოცნების ჭიქა
შერყეულ მაგიდას ერთვის...
ვფიცავარ ყველაზე წმინდას:
შევიცვლი გარემოს შეშლილს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები