ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათასია
ჟანრი: პროზა
15 იანვარი, 2011


იმედი,ქალია და მასაც შეუძლია თავის მოკვლა

მოგინანიებდი, როგორც რაიმე მძიმედ ჩადენილ ცოდვას და მერე სუფთა სულით დავიწყებდი სუფთა ფურცელზე ჩემი ცხოვრების ხატვას.სადაც შენ აღარ გამოიკვეთებოდი...ერთი რამ მტკენს გულს. ამ ნახატში ჩემი სიცოცხლე შავი ფერის იქნება,რადგან ყველა ( ფერი) შენი დახატვისას გამომელია. დაგწვავდი, როგორც 11 წლის ასაკში დაწერილი სასიყვარულო დრიური დავწვი და სულ ცოტა 7 ცრემლი გადმომავრდებოდა როგორც ეს მაშინ გავაკეთე. ტბაში შეგიყვანდი და ცურვით დაღლილს ჩაგძირავდი,როგორც ეს ქაღალდის ნავს დაემართა, განა ბავშვი ვიყავი? არა უბრალოდ ნავი მყარი არ აღმოჩნდა. სიამოვნებით გავათენებდი ერთ ღამეს დაფასთან, ყველაზე რთული ამოცანასავით ამოგხსნიდი 10 ქულას მივიღებდი და 10 ჯერ ხელის მარტივი მოძრაობით გაგასუფთავებდი დაფიდან, მერე რამე სახალისო დღესასწაულზე დავთვრებოდი შენით და მეორე დღეს უარგყოფდი ( მე ხომ ასეთ მომენტებში ყოველთვის ამნეზია მაქვს)... გიყიდიდი, როგორც რომელიმე სპექტაკლის ბილეთს და მერე მალევე დაგკარგავდი რადგან ეგ ყველაზე კარგად გამომდის.
გახსოვდეს ყოველთვის დამენანები,როგორც იმედი, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო სანამ ამ სისულელეს დავწერდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები