ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაჩო
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2008


*****

          * * *
მოკვდავმა კაცმა,
უკვდავი სულის, სუნთქვა ვიგრძენ. . .
გავირინდე, ყური მივუგდე,
მივაყურადე.
და გულს მივენდე.
გონი გრძნობებით გავაწამე,
უსასრულობა გავაწამე. . .
ვიბრძოლე,
        ვიტანჯე,
                ვეწამე.
ლოთივით წავილერწამე,
                ფიქრები ამეწეწა მე.
ღმერთი მწამს,
            მწამდა,
                    ვიწამე.
ცხოვრება გავიწანწალე,
                    სიკვდილი გავიწაწალე.
ფიალა ღვინო დავცალე,
                    ემოციისგან დავიცალე,
და საკუთარ თავს გავუმხილე:
გ ა მ ო ვ ი ც ვ ა ლ ე!!!
                                          18.07.2007     01:21
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები