ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაჩო
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2008


* * *

მზე ჩადიოდა ზღვაში
როგორც ევა,
ტალღებს აგიჟებდა
მის დალალთა რხევა.
ერთურთს ჩაეხუტნენ...
გაალაღეს მზერა.
მარტოსული ზეცა
შავად შეიფერა.
მათი ვნების ქარმა
გული ააძგერა.
ზეცა მიატოვა
და ზღვა აამღერა.
ასეთია ქალი
როგორიც დღეს მზეა,
გაუბატონდები?!
სხვის წალკოტში შევა!

                                    16.05.2008 წელი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები