ჩვენი ათვლით 1993 წელი.პლანეტა კორუბანი.ეს პლანეტა ჩვენთვის ჯერ ამოუცნობ ადგილასაა,იგი მდებარეობს შავი ხვრელის მიღმა ტალ’აჰაარის სივრცეში.ეს პლანეტა ნეზარპასის გალაქტიკის დედაქალაქადაც კი იყო წოდებული მისი სილამაზის გამო.1789წელს დაწყებული ომი მხოლოდ 1991 წელს დასრულდა.კორუბანის ბელადს ამ წელიწადს შვილი გაუჩნდა,რომელსაც ალტარასი დაარქვა,მას უნდა გაეგრძელებინა კორუბანის მართვა,როდესაც 59წლის გახდებოდა.როდესაც ალტარასმა 19წელს მიაღწია,იგი მოიტაცეს კალ’რულუუს ბანდიტებმა.კორუბანის მეფემ ყველაფერი გააკეთა თავისი ერთადერთი ვაჟის მოსაძებნად,მაგრამ ვერაფერს გახდა.მეფე საკმაოდ ბებერი იყო,მალე 698 წელს მიაღწევდა.ტახტს უფრო ძლიერი,ახალგაზრდა და ჭკვიანი მეფე სჭირდებოდა.აქ კი გამოჩნდა კორუბანის მეფის ალას’კრტას ძმა,ნოსირიუსი.მან შესთავაზა მეფეს,რომ მისი შვილი,ანუ მეფის ძმის შვილი ასულიყო ტახტზე.კრატ’სალი ყველაზე ძლიერი მეომარი იყო თავის რასაში,მისი გარეგნობა განსხვავებული იყო თავისიანებისგან.იგი არ იყო ცისფერკანიანი როგორც სხვები.მისი დაკუნთული ტანი შავსა და ლურჯში წყდებოდა.თვალები კი წითელსა და ყვითელს შორის.მეფეს არ ჰქონდა სხვა გამოსავალი და ტახტზე მისი ძმის შვილი აიყვანა. გადიოდა წლები.ნოსირიუსი მკაცრი მბრძანებელი აღმოჩნდა,იგი ჯარებს წრთვნიდა და ზრდიდა,რადგან განზრახული ჰქონდა მთელი ნეზაპრასის დაპყრობა. ალტარასი ამ დროს დამწყვდეული იყო უცნობ სასახლეში.ბოლოს კი გადაწყვიტეს მისი გაგდება დაკარგულ გალაქტიკაში,შავი ხვრელის მიღმა.ხომალდში დააბეს,კურსი მიუთითეს და ალტარასმა საბოლოოდ გახედა თავის პლანეტას კოსმოსიდან.იქ წასული უკან არავინ ბრუნდებოდა.მხოლოდ ცარიელი ხომალდები თუ ბრუნდებოდნენ ხოლმე,ამის მიზეზი კი უცნობი იყო...
ალტარასის ხომალდი შავ ხვრელში შევიდა და მისთვის უცნობ გალაქტიკაში აღმოჩნდა.აქ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს,მხოლოდ ერთი პლანეტაა დასახლებული.პლანეტა სახელად „დედამიწა“ დაბმული პრინცი ცდილობდა განთავისუფლებულიყო,რათა წარმატებით დაეჯინა ხომალდი მიწაზე.უცხოს ხომალდი დედამიწის გარსს გასცდა და თბილისის მოშორებით,მცხეთის ტყეში ჩამოვარდა,ხომალდი საკმაოდ დიდი იყო,თუმცა უხილავობის ფუნქცია ჰქონდა გააქტიურებული და ყურადღება არ მიუქცევია.საბოლოოდ,დაცემის შემდეგ,ალტარასი განთავისუფლდა და გარემოს შესწავლა დაიწყო.მან აღმოაჩინა,რომ მისი რასა ვერ ისუნთქებდა ამ პლანეტაზე.ამიტომ მან დაიმზადა ტაბლეტი,რომლის მიღების შემდეგ ექვსი საათი თავისუფლად იცოცხლებდა ჟანგბადით გატენილ გარემოში. რამოდენიმე წუთში შეისწავლა ამ პლანეტის ისტორია ქრისტეს შობამდე 1800 წლიდან დღევანდელ დღემდე.იგი მიხვდა,რომ დედამიწის მოსახლეობის მასა პრიმიტიული,დაუნდობელი და სასტიკი მოსახლეობა იყო.უცხო რასის დანახვისას ადამიანები შეიპყრობდნენ უცხო პლანეტელს და ათას სულელურ ცდას ჩაუტარებდნენ ან ცოცხალს,ან მკვდარს.სხვა უცხო გალაქტიკის წარმომადგენლენთან შედარებით ალტარასის რასა გავდა ადამიანებისას.მასაც ჰქონდა ორი ფეხი,ორი ხელი,ოცი თითი,ორი თვალი,სახე,პირი,ტუჩები,მისი კუნთები ადამიანის კუნთების განლაგებას ჰგავდა.მაგრამ არ ჰქონდა ცხვირი და თმები.თვალები არაბუნებრივად მწვანე და სიბნელეში ფოსფორივით ანათებდნენ.კანი ცისფერი ჰქონდა და უბრალო ადამიანებზე გაცილებით მაღალი იყო.მან რამოდენიმე წუთში შექმნა წამალი,რომელიც ადამიანის ფორმას მისცემდა,სანამ კვლავ არ დალევდა ძველ ფორმაში დასაბრუნებელს.ალტარასმა მიიღო ტაბლეტი,იგი დადაბლდა,მიიღო შავგვრემანი კანის ფერი,მოგრძო ყავისფერი თმები,მუქი შავი თვალები,წვრილი ტუჩები,სწორი საშუალო ზომის ცხვირი,პატარა ყურები,ოდნავ განიერი ნიკაპი.კომპიუტერს შეაქმნევინა სადა ტანის სამოსი,რათა არ მიექცია ადამიანების ყურადღება.შეაქმნევინა ნორმალური მანქანა.დატოვა ხომალდი და გაემგზავრა დედაქალაქისკენ,ახალი ინფორმაციის მისაღებად,რომელიც დაეხმარებოდა საკუთარ გალაქტიკაში დასაბრუნებლად.ალტარასი აღმოჩნდა შარდენის ძველ ქუჩაზე.მან გადაწყვიტა კარუსკრში,ანუ ბარში შესულიყო და ეჭამა,რადგან კარგა ხანია არ უჭამია.უცხო პლანეტელმა რამოდენიმე ენაც შეისწავლა რამოდენიმე წამში,მაგრამ მაინც ვერ გადაწყვიტა რა შეეკვეთა მენიუში.მიმტანს უთხრა რომ მოეტანათ ბევრი საჭმელი,რადგან მაგრად შიოდა.წარუმატებელი დიალოგის შემდეგ.მიმტანმა შეიკვეთა ორი პორცია ქათმის სალათი,ორი პორცია ფრი,სპაგეტი და ერთი ჭიქა წითელი ღვინო.ბარში რამოდენიმე ადამიანი იყო.უცხო მათ აკვირდებოდა,რათა შეესწავლა ჭამის კულტურა და არ შერცხვენილიყო.ასე თუ ისე...სანამ მოვიდა შეკვეთა ალატარასმა აითვისი მარტივი ჭამის წესი.მალევე შესანსლა მოტანილი საკვები,მას ალკოჰოლი არასდროს მიეღო მანამდე.უცნაური გრძნობა დაეუფლა,თითქოს ძალა მოემატა და ვინმესთან საუბარი მოუნდა,მაგრამ თავს იკავებდა რათა ყურადღება არ მიექცია.მას უნდოდა კვლავ შეეგრძნო ეს გრძნობა,ალტარასმა შეუკვეთა კიდევ ერთი ჭიქა მსგავსი სითხის ოღონდ უფრი ძლიერი.მიმტანმა ტეკილა მოიტანა.ალკოჰოლს გაცნობილმა ნელა დალია სასმელი,შემდეგ ენით ალოკა მარილი,ჭიქის პირის გარშემო,შემდეგ კი ლიმონი გადაყლაპა.ახლა უფრო კარგად იგრძნო თავი უცხო ადგილას მყოფმა.კვლავ შეუკვეთა იგივე სასმელი,ოღონდ ლიმონის გარეშე.მეორეს მოყვა მესამე,შემდეგ მეოთხე,მეხუთე,მეექვსე...მეათე ჭიქის შემდეგ მიმტანმა ანგარიში მიუტანა ალტარასს,მაგრამ ვერ გარკვეულიყო რა უნდოდა ადამიანს.შემდეგ მიხვდა რომ გადახდა იყო საჭირო,და შემთხვევით ჯიბეში მქონე მწვანე პოლიტას ორი რკინა მისცა და თვალით ანიშნა რომ მეორე თავისთვის ჩაედო ჯიბეში,თან მომღიმარე სახით იჯდა უცხო,მადლობების მოლოდინში,მაგრამ რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ორმა ძლიერმა დაცვამ ხელი ჩასჭიდა მას და გარეთ გაათრიეს.ჯიბეები დაუჩხრიკეს,მას შემდეგ კი,როცა ვერაფერი უპოვეს,ცემას შეუდგნენ... რამოდენიმე წუთში გაჩერდნენ.სახეში ურტყავდნენ მთვრალს,მას კი არაფერი მოსდიოდა.ცოტათი შეეშინდათ და თავი დაანებეს ლოთს. ...ალტარასი დასეირნებდა მტკვირს სანაპიროზე,ღამე იყო.მას მოსწონდა განათებული ლამპიონები და სიწყნარე.მას ისეთი გრძნობა დაეუფლა,თითქოს საკუთარ პლანეტაზე მეტად ეს იყო მისი მშობლიური.ძველ თბილისს მიუახლოვდა და მუცელში უცნაურმა გრძნობამ გაიღვიძა.მას მოუნდა ლექსის დაწერა...კანი მოიგლიჯა და ქაღალდის მაგვარ პურცლად გადააქცია,ცარიელ ადგილას მალევე გაჩნდა ახალი კანი.შემდეგ თითი მოიძრო და საწერი კალმის მაგვარი რაღაც უცნაური რამ გაჩნდა.მოძრობილი თითის ნაცვლად ახალი ამოვიდა.ალტარასის ჯიბეში სიგნალმა დაიწყო წკმუტუნი...წამლის მიღების დრო იყო,რათა ჟანგბადის სუნთქვა გაეგრძელებინა.შემდეგ კი შეუდგა ლექსის წერას,იგი წერდა და ნერვიულობდა.არ აინტერესებდა რა გამოვიდოდა ბოლოს.ის სიამუვნებას ღებულობდა ამით და გაჩერება არ უნდოდა,რადგან ეს მისთვის უცხო ხილი იყო.ბოლოს შეხედა საკუთარ ნამუშევარს,როგორც მამა შეხედავს შვილს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ,მოსაცდელ ოთახში,რომელიც ცოლის სამშობიარო ოთახის ახლოსაა. ვირინი,ქორინი,კალბარო სო მარალ დი კლორ ჰინხოს დი ქო, აალაშ დუმპ ლანდარე დო მად ჰხშეს მაკკრე მო... ნუ მანი გინვილი სავალი ლა დი მეცრანი შალამე ვალარე ვა კის მარე სულინი შამპარე შა, და პა,დი კა,სიმინი ლა. ვირინი,ქორინი,კალბარო სი დი მალაკი ნასალი სევილი მი. მოეწონა თავისი ნაშრომი და ძილს მიეცა ქუჩაში. გაზაფხულის მზიანი დილა გათენდა,ჩიტები ჭიკჭიკებდნენ,მანქანებით გაიტენა უკვე თბილისის გზა.მტკვრის სანაპიროზე მძინარე ალტარასს ჩაუარა მანდილოსანმა,რამოდენიმე ნაბიჯით გასცდა მძინარეს,უკან დაბრუნდა და ხურდა დაუდო გვერდით.უცნობმა მანდილოსანმე ნაბიჯს მოუსწრაფა და მხედველობის არიდან გაქრა.ალტარასს გაეღვიძა და ოდნავ თავის ტკივილი აწუხებდა,მაგრამ ამაზე მეტად მისი ყურადღება მიიქცია სუნმა,რომელიც იგრძნო.ეს მისთვის,უცნობი,მაგრამ განუმეორებელი სუნი იყო.სუნი რომელიც სიამუვნებით ტენიდა და ადუნებდა.მისთვის უცნობი იყო რა იყო ეს.მან დახედა გვერდზე დაგდებულ ხურდას,თვალები ამოიტრიალა,რათა მისი სითბო დაენახა.მიხვდა,რომ რომელიღაც ადამიანს ეჭირა ეს რკინის ნივთი,რომელსაც მისი სუნი ჯერ კიდევ შერჩენოდა.ალტარასს აინტერესებდა ვინ იყო ეს უცნაური არსება ასეთი გემრიელი სუნით.იგი წაყვა მიწაზე დარჩენილ სითბოს,რომელიც უცნობმა ადამიანმა გამოყო.მთელი სამყარო ლურჯ ფერებში იყო,ის სითბო კი რომელიც უცნობმა გამოყო ვარდისფერში. ...დიდი ხნის დევნის შემდეგ უცხო პლანეტელი მიადგა პატარა თეთრ შენობას,სადაც გაკრული იყო წარწერა „ხელოვნების სახლი“ საიდანაც უცნაური საუბარი ისმოდა ხმამაღლა,ეს უცხო რამ მას თავში შეუსრიალდა და რაღაც ამბავს უყვებოდა,ალატარასიც ისმედა,თან უკვირდა ამ შეუცნობელი ძალის.რამოდენიმე წუთი განაბული ისმენდა უცნაურ ხმებს,შემდეგ კი შეიხედა ფანჯარაში და დაინახა ნივთი საიდანაც ეს ხმამაღალი და უსიტყვო საუბარი ისმოდა,მას აქამდე არასდროს მოუსმენია მსგავსი მოვლენისთვის...მან თვალით სკანერში გაატარა უცნობი ნივთი და თავში გაჩნდა წარსერა „მაგნიტოფონი“.მუსიკა.კლასიკა.ბეთჰოვენი.მთვარის სონეტა. ბევრი ახალი ინფორმაცია გაჩნდა ალტარასის თავში.მთვარე...ნაცნობი პლანეტა მივიწებული ისტორიიდან. არსებობს ლეგენდა,რომ ოდეზღაც ალტარასის რასა მთვარეზე ცხოვრობდა.ისინი განვითარებულები იყვნენ თავიანთ მსგავსებზე,რომლებიც ახლო პლანეტაზე ცხოვრობდნენ გაურკვეველ გალაქტიკაში.შემდეგ კი ისინი შევიდნენ „შავ ხვრელში“ და დასახლდნენ ტალ’აჰაარის ერთ-ერთ გალაქტიკაში,მაგრამ არავინ იცის სად მდებარეობს პლანეტა მთვარე და ის უცნობი გალაქტიკა,აქედან გამომდინარე ეს ფაქტები არასწორად ითვლებოდა და მხოლოდ არაზუსტ ისტორიაში იყო შესული. ალტარასის ყურადღება მიიქცა გოგონამ რომელიც ფურცელზე უცნაურად და ლამაზად წერდა.ეს ის ქალი იყო რომელსაც არაამგალაქტიკური სუნი ასდიოდა.უცხომ თვალის სკანერში გაატარა გოგო. უცნობი გალაქტიკა,უცნობი პლანეტა,საქართველო,თბილისი,ლიზი,ელიზბარაშვილი,თმა ხვეული საშუალო სიგრძის,თმის ფერი ყავისფერი.სახე ევროპეიდული,თვალები ღია მწვანე,ცხვირი პატარა ზომის სწორი,ტუჩები ოდნავ წინ გამოწეული,ყურები პატარა,მოგრძო კისერი,კანის ფერი ხორბლის ფერი,კანის სითბო ცხელი,სიმაღლე 1მეტრა 74სანტიმეტრი,ოჯახური მდგომარეობა თავისუფალი,საქმიანობა მხატვარი,გატაცება ხელოვნება,უყვარს ......,ცხოვრების მიზანი .....,ფრაქციული ინტერესები .....,ომში მიღებული მონაწილეობა .....,ალტარასმა გათიშა თავისი სკანერი,რადგან ვეღარ გებულობდა შემდეგ მონაცემებს ამ უნცობი მანდილოსნისა.ალატარასი მიხვდა,რომ ის გოგო,რომელიც ოთახში მარტო იყო,კიარ წერდა ფურცელზე,არამედ ხატავდა.ალტარასი მალევე მივიდა გოგოსტან და ის უცნაური რკინა უნდა დაებრუნებინა. უცხომ შეაღო კარები სადაც ლიზი იმყოფებოდა,გოგონას გაუკვირდა.სწრაფად დაიწყო ალტარასმა-თქვენ რკინა დაგივარდათ შემთხვევით,მე როდესაც ავდექი თვენ აღარ ხართ იქ.მე წამოვედი თქვენთან დაგიბრუნოთ გოგონა ვერ მიმხვდარიყო ვინ იმყოფებოდა მის წინ,ნახატის ხატვა შეაჩერა და უცნობისკენ მიახლოვდა.ალტარასში უცნაური გრძნობა გაჩნდა,მან სწრაფად დაიწყო სუნთქვა და ოდნავ უკან გაიწია,თითქოს ხვდებოდა,რომ ვერ გაუძლებდა მის წინ მომავლის ახლო დგომას. -გამარჯობათ,მე ლიზი ვარ,ალბათ ვინმეში გეშლებით... -არა.დილით თქვენ დაგივარდათ ეს რკინა სანაპირზე,მე მეძინა.როდესაც გავიღვიძე ეგრევე თქვენს მოსაძებნად წამოვედი. -დილით,ვაიმე მაპატიეთ მათხოვარი მეგონეთ და ცოტა ხურდა მეყარა საფულეში და გადავწყვიტე თქვენთვის მომეცა,მაპატიეთ შემეშალეთ. -მათხოვარი?მე გთხოვეთ რამე? -არა თქვენ არა,უბრალოდ გაჭირვებული ადამიანო მეგონეთ და ხურდა დაგიდეთ. ალტარასი გაოცდა ლიზის კეთილშობილობით,მის პლანეტაზე არავინ არავის ეხმარებოდა.და ამ არსებამ კი ეს ყველაფერი ვინმეს თხოვნისთ კიარა,თავისი ნებით გადაწყვიტა. -თქვენ რა გქვიათ? დაუჩქარა ლიზიმ -მე,მე ალტარასი.თქვენ ვიცი,რომ ლიზი ხართ. დაბნეულმა და ოდნავ შეშინებულმა გოგონამ განაგრძო... -საიდან იცით?საერთოდ საიდან მოხვედით,გთხოვთ,რომ დამტოვოთ. ლიზი გასასვლელი კარისკენ გაიწია მუსიკალური სკოლის დაცვის დასაძახებლად. -ერთი წუთით,თქვენი აღელვება არ მინდა,უბრალოდ გაცნობა მინდოდა თქვენი.ერთი ადგილი ვიცი ამ ქალაქში,აქვეა,მოშორებით. ამასობაში გოგონამ დაცვას დაუძახა და მათხოვარივით ჩაცმული გარეთ გააგდეს.ნაბახუსევზე მყოფმა დაცვამ ბოდიში მოუხადა გოგონას და გამოფხიზლებულმა განაგრძო მეცადინეობა,თან უცნობ მამაკაცზე ფიქრობდა,რომელიც სიმპატიურად გამოიყურებოდა,თუმცა მათხოვარივით ეცვა. ...მოსაღამოვდა,ლიზი თავის სახლში იყო და აივნიდან იყურებოდა.ძლიერი წვიმა იწყებოდა,მას კი უყვარდა წვიმის დროს მდგარი სუნის ფონზე ქალაქის თვალიერება.სახურავზე წვიმის წვეთები მელოდიურად უბრახუნებენ,ნელ-ნელა მათი მორიგეობის შუალედი მცირდება და მუსიკაც უხეშდებოდა.თბილ სახლში შესვლისას გოგონამ დაინახა ქუჩაში მყოფი მათხოვარი,რომელიც სადარბაზოს კარებთან უგონოდ იწვა.ლიზი უყურებდა რამოდენიმე ხანს აივნიდან,ბოლოს კი ქვემოთ ჩავიდა და უცნობის სახლში ამოყვანა სცადა.უკვვე ლამისაა სახლის კარებთან მივიდნენ გოგონა და ფეხზე ძლივს მდგარი კაცი.ლიზიმ იცნო პიროვნება,რომელიც ნახევრად უგონოდ იყო და ნაცემი. ...გაიღო სახლის კარი.ალტარასი ლოგინზე დააწვინა.სველი სამოსი გახადა.გადასაფარებელი გადააფარა და ჩაის მომზადება დაიწყო.ნაცემმა გაიღვიძა და თავზე ხელი დაიდო,კოპი ამოსვლოდა ნაცემს.სამზარეულოდან ლიზი გამოვიდა,რომელმაც ხმა გაიგო. -გამარჯობა,უგონოდ იყავი და ვიფიქრე გამოვაფხიზლებ და შემდეგ გავუშვებ თქო -დიდი მადლობა,მე გარეთ გელოდებოდი,შემდეგ კი წამოგყევი,შენ სახლი ამოხვედი და მე ვერ ამოვედი,ვიფიქრე რამეს ავიტან თქო...მოვიძიე ინფორმაცია პლანეტის და შემდეგ ამ ქვეყნის შესახებ...აქ აღმოვაჩინე რომ ზონებს ქვეყნებს ეძახიან ქართულად.შემდეგ აქაურ წესებში ერთ-ერთი უცნაური რამ ვნახე,რომ უცხოს მოსვლისას სახლში,უნდა მიიტონო საკვები.რაღაც უცნაური სახეობის შოკოლადი და რაღაც მსგავსები.ასეთი საკვები მე ჯერ არ გამიგია ასე რომ გადავწყვიტე იმ უცნაური სითხის აღება,რომელიც თავბრუს გხვევს თან კარგი გემო აქვს.შევედი რავსკირის მსგავს ადგილას აქ მაღაზიას რომ ეძახით და ავიღე ის სითხე.შემდეგ ჩხუბი დამიწყეს ფული მომეციო,მივეცი ყველაზე ძვირფასი ვარდის ალმასის ფული,მან კი გადააგდო და მცველებს დაუძახა,დიდ ხანს მადებდნენ ხელის მუშტებს სახეზე,ხან ტანზე.ვერ ვხვდებოდი რისი გაკეთება უნდოდათ,შემდეგ გაჩერდნენ და სახეზე გაკვირვება დავინახე,ერთ-ერთმა რაღაც მძიმე აიღო და თავში ჩამარტყა,გონება დავკარგე და რომ გავიღვიძე შენი მედახლორიატები ვიგრძენი და ნელ-ნელა გონზე მოვდიოდი. ლიზის თავი ოდნავ გვერდით გადაეხარა და პირი დაეღო,საუბარი რომ დაამთავრა აღელვებულმა და უცნაურმა ალტარასმა ლიზიმ აქეთ-იქით თვალები დაატრიალა,ნახევარი ვერ გაეგო უცხოს ნასაუბრევი. -უცხოელი ხარ?აქცენტზეც გეტყობა და უცნაურ საუბარზე. -კი მე ძალიან შორს ვცხოვრობ. -და აქ რა მიზნით ჩამოხვედი და რა მოგივიდა? -ჩემი ყოფნა არ აწყობდა ვიღაც ვიღაცეებს და გამომიშვეს აქ.მართალი გითხრა არც მინდა უკან დაბრუნება,უკვე ორი დღეა აქ ვარ და კარგად ვგრძნობ თავს. -ორივე დღეს ქუჩაში გეძინა,სახლი არ გაქვს აქ?ქუჩაში ატარებ ღამეებს? -არა ჯერ არ მიშოვია სახლი. -...შეგიძლია დღეს ჩემთან დარჩე მისაღებ ოთახში გაგიშლი ლოგინს და ხვალ ან ზეგ რამეს მოვძებნით,რომ სადმე გაჩერდე და იქნებ სამუშაოც ნახო თავი რომ ირჩინო. -ვიზავ მაგას. ლიზი გაკვირვებული იყო უცხოს ქცევით,ვერ მიმხვდარიყო რომელი ქვეყნიდან შეიძლებოდა ჩამოსულიყო,ზედმეტი კითხვებისგანაც იკავებდა თავს.
-აგერ ჩაი დალიე,მშრალ ტანსაცმელს მოგიტან რამეს.ეგენი გაიხადე და გაგიშრობ. ლიზიმ მოძებნა შედარებით ისეთი ტანსაცმელი რომლის ჩაცმაც შეიძლებოდა მამაკაცისთვის,მისაღებ ოთახში შევიდა და ალტარასი წელს ზემოთ გახდილი იყო.ლიზიმ შეხედა ლამაზი ტანის აგებულების მქონეს და მალევე თვალები მაღლა გააქცია. -აი აიღე,ახლავე მოვალ საჭმელს გავაკეთებ. -მე ვიცი საჭმლის კეთება მოგეხმარები თუ გინდა. ჰააჰ-გაეცინა ლიზის.მადლობის მოხდით და უარის თქმით გავიდა სამზარეულოში. ალტარასი მანამდე აბაზანაში შევიდა და სწრაფადვე შეისწავლა უფრო დაწვრილებით ქართული ადათ წესები,ჭამის კულტურა და ისეთი რაღაცეები რაც ქალს ესიამუვნებოდა.მალევე გამოვიდა მისაღებ ოთახში,მაგიდა მზად იყო.ალტარასი მივარდა მანდილოსანთან და სკამი გამოუწია,რათა დაბრძანებულიყო.გოგონას უცებ შეეშინდა და შემდეგ გამღიმარე დასხდა სკამზე.ალტარასმა თავისი ადგილი დაიკავა.სტუმარი თავს არიდებდა კითხვებს,რომლებიც მას ეხებოდა,ლიზის კი ბევრ კითხვას უსმევდა თავის ცხოვრებაზე და ცდილობდა ზოგად კითხვებს შეხებოდა და პირადულს ნაკლებად,რადგან უტაქტო არ გამოჩენილიყო.ძილის დროც მოვიდა...ლიზიმ აალაგა მაგიდა,ალტარასიც დაეხმარა მას.სანამ მანდილოსანი საძინებელში შევიდა ალტარასმა მადლობა გადაუხადა იმ სიკეთისთვის რაც მან გამოიჩინა.ლიზიმ კი უპასუხა,რომ მის ადგილას ყველა ასევე მოიქცეოდა.ალტარასმა იცოდა რომ ეს ასე არ არის,თუმცა მადლობის ნიშნად კვლავ დაუქნია თავი.მისაღებ ოთახში გაშლილ ტახტზე დაწვა და მთელი ღამე სწავლობდა საქართველოს ისტორიას უფრო ღრმად,კითხულობდა ქართველი პოეტებისა, მწერლების ბიოგრაფიებს და შემოქმედებას,როგორი გასაოცარიც არ უდნა იყოს ალტარასს განსაკუთრებით მოეწონა გალაკტიონი...შემდეგ ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა ფორუმებიც ნახე სადაც თემებს იხილავდნენ სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები,მაგრამ სასარგებლო თითქმის ვერაფერი ნახა.დილის ექვსი საათისთვის ალტარასს ჩამოყალიბებული ქართველივით შეეძლო მოქცევა,მან ყველაფერი შეისწავლა საქართველოზე.იგი აღარც უცხო აქცენტით საუბრობდა,აღარც არეულ-დარეულად.მან გადაწყვიტა,რომ ფული ეშოვა,უფროსწორედ ენათხოვრა რომელიმე ბანკისგან და შემდეგ რათქმაუნდა დაუბრუნებდა.დილით ჩუმად დატოვა ლიზის სახლი და თავისი ხომალდისკენ გაეშურა.მან გადაწყვიტა ფული სხვა ქვეყნის ბანკიდან მოეპარა,რადგან არ უნდოდა საქართველოს ბანკი გაეძარცვა პირველ რიგში იმის გამო,რომ პატარა ქვეყანაა და არ გახმაურებულიყო ეს ფაქტი.მეორე არ უნდოდა ისედაც ღარიბი ქვეყნა კიდევ უფრო გაეღარიბებინა. ...გავიდა რამოდენიმე დღე,ლიზი ამ მისტიურ ამბავში ვერ გარკვეულიყო.იმ დღეს როდესაც ალტარასი წავიდა,მხოლოდ ალაგებული ტახტი დახვდა და მეტი არაფერი,თითქოს არც არასდროს ყოფილა მასთან არავინ.ლიზი სახლში ბრუნდება,ცოტა არ იყოს მოწყენილი.სახლის სადარბაზოსთან ალტარასი დახვდა.შავ თანამედროვე შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი სიმპატიური მამაკაცი ახალი ვარცხნილობით და ყვავილებით ხელში უღიმოდა გოგონას და ისე თბილად მოეხვია ლიზის თითქოს საუკუნე არ უნახავს ძველი მეგობარი. გახარებულმა ალტარასმა-ლიზი ერთადერთი ხარ ვისაც ქალაქში ვიცნობ და მინდა გავისეირნოთ და თან დამათვალიერებინო ქალაქი თუ გცალია. ლიზიმ მალევე უპასუხა,რომ წაყვებოდა მას,ისინი ახალ მანქანას მიუახლოვდნენ,ალტარასმა კარები გაუღო გოგონას და მალევე დაჯდა საჭესთან. -ეს მანქანა საიდან?მე ღარიბი მეგონე. თქვა ლიზიმ -მდიდარი არ ვარ,მაგრამ რაღაც ფული ვინათხოვრე მეგობრებისგან,რომელიც უდნა დავაბრუნო. -მერე ამდენის დაბრუნებას როგორ აპირებ? -მაგაზე არ ვღელავ უკვე ვიცი როგორც უნდა დავუბრუნო.სად წავიდეთ,რითი დავიწყოთ? -...მოდი ჯერ მთაწმინდაზე ავიდეთ. გოგონამ დაათვალიერებინა მთაწმინდის პარკი ახალგაზრდას,შემდეგ „კუს ტბაზე“ ავიდნენ ძველი თბილისი უკვე ენახა ალტარასს.გვიანი იყო და მოგზაურობა ხვალისთვის გადადეს.ალტარასმა ლიზი რესტორანში წასვლაზე დაითანხმა და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილას მივიდნენ.ალტარასი ძალიან სიმპატიური იყო და კარგი სამოსი ორმაგად ხდიდა მის მიმზიდველობას.ლიზი კი მიუხედავად იმისა,რომ არ იყო გამოპრანჭული,ბუნებრივი სილამაზით შეეძლო ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლა.ალტარასს არამარტო სილამაზე იტაცებდა გოგონაში,რაღაც უფრო ლამაზი იყო მის შიგნით,ამ ქვეყანაზე ცოტაა ქალია,რომლის ღირსებაც მის სილამაზეს აღემატებოდეს,მაგრამ ეს შემთხვევა სხვა იყო.ყოველ წამს უნდოდა ალტარასს,რომ მივარდნოდა და გულში ჩაეკრა,კანზე შეხებოდა,მოფერებოდა,ეყნოსა მისი სურნელი,მაგრამ თავს იკავებდა.რესტორანში საუბრისას ალტარასი ვერაფერს ხედავდა და არაფერი ესმოდა ლიზის გარდა,როცა იგი საუბრობდა.მასთან ყოფნისას მას თითქოს უხაროდა რაღაც,რაც ჯერ თვითონ არ იცოდა.მან სიყვარულიც შეისწავლა,მაგრამ ეს ასეთი გრძნობა არ იყო,ეს რაღაც არაამგანზომილებისა იყო.ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემდა,თუმცა ფიქრებში მაინც სიყვარულს უკავშირებდა.ლიზისაც მოსწონდა ალტარასთან ერთად გატარებული დრო. მორიდებული ლიზი ალტარასის მშობლებით დაინტერესდა-მომიყევი შენს მშობლებზე... -მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს,დედაჩემი მშობიარობას გადაყვა.მამაჩემი კი დიდი ხანია არ მინახავს,მამაჩემი გამოჩენილი და ცნობილი ადამიანი იყო ახალგაზრდობისას.თუმცა კონტაქტი დიდი ხანია არ მქონია მასთან.შენ?შენ მომიყევი შენ მშობლებზე. -ვიზიარებ დედაშენის ამბავს,მესმის შენი.მეც გამომიცდია დედის გარეშე ყოფნა.დედამ მიმატოვა როცა ცხრა წლის ვიყავი და მის შემდეგ მამა მზრდის.მამაჩემი ყველაზე კარგი ადამიანია მსოფლიოში.იმის მიუხედავად,რომ ბევრი ფული არასდროს ჰქონია,ყოველთვის ცდილობდა,რომ არაფერი დამკლებოდა.ახლაც კი მუშაობს და ჩემი სწავლის ფულს ის იხდის.მართალია დედაც რომ მყოლოდა ალბათ უფრო კარგად ვიქნებოდი,თუმცა მის გარეშეც არ ვარ უბედური. -და დედაშენს შენი ნახვა რომ მოუნდეს რას იზავდი? -არ ვიცი,ვნახავდი ალბათ,რატომაც არა.თუმცა ვერასდროს შევიყვარებდი,როგორც დედას.პატივს მხოლოდ იმიტომ ვცემ,რომ ცხრა თვე მუცლით მატარა და გამაჩინა,ასევე როგორც ადამიანს,მაგრამ ვერასდროს დავუძახებ „დედას“ თუმცა ისიც წარმომიდგენია თუ რა ძნელია შვილისგან სიყვარულს რომ ვერ იღებ,მაგრამ ყველაფერი მისი ბრალია.ან საერთოდ ვინ იცის,შეიძლება არც არასდროს გაუფიქრია რომ მნახოს.ასეთებიც ხომ არსებობენ. -შეიძლება,მაგრამ ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია შენნაირი ადამიანის დედა როგორ უნდა იყოს ცუდი. ...საღამოს გოგონა მიაცილა სახლამდე.ლიზი შეეკითხრა სად დარჩებოდა ამაღამ,მან კი უპასუხა,რომ ახლოში სასტუმროს მოძებნიდა.ისინი დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ...ალტარასი მთელი ღამე ფიქრობდა თუ როგორ აეხსნა ლიზისთვის სიყვარული,ბოლოს თავში იდეა მოუვიდა და განხორციელებას შეუდგა... დილა გათენდა,დასვენება იყო და ლიზის არ უწევდა მუსუკალურ სკოლაში წასვლა.გოგონამ,ისაუზმა.მოწესრიგდა და აივნიდან გადაიხედა.თბილისის ხედი ულამაზესი იყო,ლიზის არ შეეძლო მის გარეშე ყოფნა.კაკუნი გაისმა...კარზე ყავისფერ შარვალკოსტმუში გამოწყობილი ალტარასი იდგა ლურჯი ედელვაისებით ხელში და მანდილასანს გაუწოდა საჩურად.ლიზი გაოცდა,რადგან იცოდა,რომ საქართველოში მხოლოდ თეთრი ედელვაისი ხარობდა...მხოლოდ ბაბუნის მთაზე და ცოტა ბაკურიანშიც.როდესაც ლიზიმ ჰკიტხა თუ საიდან იშოვა ყვავილები,ალტარასს თვალწინ გაუარა სცენამ,როგორ ეძებეს ედელვაისებს ხან ალპებზე ხან აფრიკის მთებზე. -ქალაქში ვიშოვე,იყიდებოდა.გაღიმებულმა მიუგო მამაკაცმა. მთელი დღე სეირნობდნენ დედაქალაქში.ორივენი კარგად ერთობოდნენ,ბოლოს კი ალტარასმა გოგონას სთხოვა ისევ მთაწმინდაზე ასულიყვნენ. ...მთაწმინდაზე ავიდნენ,ალტარასმა უთხრა გოგონას რომ წაყოლოდა მას.ახალგაზრდა გოგონასთან ერთად ხელჩაკიდული მივიდა ანძასთან.ბიჭმა ხელი დაადო რკინას და ლიფტის კარი გაიღო,გოგონას გაუკვირდა.მან არ იცოდა თუ ანძას ლიფტი ჰქონდა.უცნაურ და პატარა ლიფტში შევიდა ორივე.რამოდენიმე წუთში გაიღო უცნაური კარები საიდანაც სიცილით გამოვიდა წყვილი.ალტარასი კედელს მიეყუდა და სთხოვა ლიზის,ფანჯრიდან გაეხედა.ისინი იყვნენ ანძის შუაში საიდანაც მთელი თბილისი ჩანდა.ლიზი მიუახლოვდა ფანჯარას ნელი ნაბიჯებით და დაინახა,რომ ქალაქში განათებულ სახლებს შორის,რამოდენიმე სხვა ოდნავ ღია ფრად ანათებდა და ამ განათებებით იწერებოდა „მე შენ მიყვარხარ“ გოგონამ გახედა კედელთან მდგარ მამაკაცს,მაგრამ შემდეგ ფეირვერკმა მიიქცია ლიზის ყურადღება,რომლითაც ცაზე ლამაზი გული დაიხატა,შემდეგ ფერებს იცვლიდა და უცნაურ ფორმებს იღებდა.გოგონა გაუნძრევლად იდგა,ღიმილი გაუჩნდა სახეზე...ეს უმოქმედობა კი ალტარასისთვის მინიშნება იყო.მამაკაცმა ნაზად მოხვია ხელი გოგონას და კისერზე ნელა აკოცა.გოგონაც შემობრუნდა,მხურვალე კოცნების ჩუქება დაუწყეს ერთმანეთს.სამოსის გახდა დაიწყო ორივემ...
...იყო და არა იყო რა,იყო ერთი რაინდი,რომელსაც უყვარდა დედოფალი.ბევრი განსაცდელი ჰქონდათ მათ,მაგრამ ბოლოს მაინც ერთად იყვნენ და დაქორწინდნენ.ჭირი იქა,ლხინი აქა,ქატო იქა,ფქვილი აქა...
...დილით ალტარასმა გაიღვიძა ლამაზმანის თმების სურნელში,მართალია იატაკზე ეძინათ მთელი ღამე...თუმცა ამას მნიშვნელობა მათთვის არ ჰქონდა.გოგონამ გაიღვიძა,ალტარასს აკოცა,თვალებში ჩახედა და უთხრა-მიყვარხარ...რამოდენიმე ხანში შეიმოსნენ ტანისამოსით და სახლისკენ წავიდნენ.ალტარასს გაახსენდა,რომ გუშინ ბოლო ტაბლეტი დალია ჟანგბადის სასუნთქი და ხომალდში უნდა დაბრუნებულიყო.გოგონა სახლამდე მიაცილა და უთხრა,რომ რამოდენიმე ხანში დაბრუნდებოდა. ...ალტარასი შევიდა უხილავ ხომალდში,რომელიც მცხეთაში იყო დამალული,რათა ახალი ტაბლეტები დაემზადებია და შემთხვევით წააწყდა სამ შეტყობინებას.ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გადამცემ აპარატს და ღილაკს თითი დააჭირა. ხომალდის ხმამ დაიწყო „შეტყობინება 1“ ალტარას,მოგესალმება აჯანყებულთა გვარდიის გენერალი კრავლუს წითელი.შენი დახმარება გვჭირდება,რათა შევეწინააღმდეგოთ კრატ’სალს,მან მთელი გალაქტიკის სენატორები დაიმორჩილა და ერთ დიდ იმპერიათ უნდა აქციოს,სხვა რასის წარმომადგენლებს მონებად და მსახურებად იყენებენ.კალირონდებისა და ვაქვსების რასას გენოციდს უწყობენ.(კალირონდები იყვნენ ცნობილი თავისი სამართლიანობით,ისინი გარეგნობით მარტორქებს გავდნენ,უხეშობის და პირდაპირობის გამო ისინი უტაქტოებად ითვლებოდნენ.მათი ფიზიკური ძალა უსაზღვრო იყო,თუმცა სპეციალური ფორმის გარეშე თავიანთ ძალას ვერ იყენებდნენ,რადგან მათ ორგანიზმს ხელოვნური კვება სჭირდებოდა,რომელსაც ვაქვსები ამზადებდნენ.ვაქვსები იყვნენ დაჯილდოვებული გონიერებით,მათ არ შეეძლოთ მეცნიერების გარეშე.ისინი იყვნენ ძალიან დაბალები,ყვითელი არსებები დიდი თავით და დახვეწილი იუმორით) ვინც წინააღმდეგია ამ წყობის,ვიკრიბებით და ვგეგმავთ აჯანყებას.კიდევ რამოდენიმე დაჯგუფება შეიქმნა,რომელიც მას უკვე ეწინააღმდეგება.ალტარას,მამაშენი მენდობა,ესეიგი შენც შეგიძლია მენდო,გვჭირდები რათა სამართლიანობა აღვადგინოთ. „შეტყობინება 2“ ალტარას,კრავლუსი მოგესალმება.ჩვენ კვლავ ვერ მივიღეთ შენი პასუხი,ჩვენი მეცნიერები ცდილობენ გიპოვონ.კრატ’სალს დიდი ზიანი მიაყენეს „ლარუსტურის მცველებმა“ თუმცა ისინი დამარცხდნენ სასტიკ ბრძოლაში.ამის შემდეგ მან თითქმის ყველა კალირონდელი და ვაქვსი ამოჟლიტა.მამაშენი ვერ შეეგუა ასეთ ყოფას,თუმცა მას არ წაყვნენ თქვენი რასის წარმომადგენლები.მას მხოლოდ ჭაჰ’კურის რასის ტომი და ილისუსის არმია დაუდგა გვერდით,როგორც ვიცით მალე მამაშენი მთელი თავისი ძალებით მიაყენებს დარტყმას ტირანს. „შეტყობინება 3“ ალტ...ას,კრავლუსი ვარ.მამაშენი დაეცა იმპერატორის წინაშე ბრძოლაში,მისი არ...... დაეცა.ვინც ცოცხალი გადარჩა ნებუნის პლანეტას შეაფარა თავი.ალტარას იმპერატორის არმია ჩვენ სამალავს მოადგა და მალე შემოიჭრებიან.ალტარას,ყველა იმედი გადაგვეწურა.მეცნიერებმა აღმოაჩინეს,რომ შენ შესაძლოა შავი ხვრელის მიღმა იყო.მათ არ იციან როგორ უნდა დაბრუნდე,მაგრამ პასუხი მთვარეზეა.თუ ცოცხალი ხარ და დაბრუნება შეგიძლია....შემოიჭრნენ,ცეცხლიი....
დასასრული-დაამთავრა ხომალდის ხმამ.
ალტარასი ხომალდის მართვის სავარძელში ჩაჯდა და ფიქრობდა.მან იცოდა,რომ მას ძალა არ შესწევდა კრატ’სალის დამარცხებისა,იგი ვერაფერს შეცვლიდა.აქ კი ყველაფერი კარგად მიდიოდა და იმპერატორი მას ვერასდროს მოაგნებდა.ბევრი ტვინის ჭყლეტვის შემდეგ მან გადაწყვიტა,რომ დარჩენილიყო დედამიწაზე და ცხოვრება გაეგრძელებინა,ის არასდროს ყოფილა გმირი,არასდროს ჰქონია არაჩვეულებრივი ძალა,რომ მტერი დაემარცხა.ის უარესს იზავდა მისი დაბრუნებით და დარჩენა გადაწყვიტა. ...გავიდა რამოდენიმე წელი,იყო ბევრი მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში,ბედნიერებით სავსე დღეები,სიყვარული,გართობა,რომატიული მომენტები,ბევრი წამლის დალევა ჟანგბადის სასუნთქად,მაგრამ ალტარასს ყოველთვის აწუხებდა მისი გალაქტიკის ბედი.ლიზიც ხვდებოდა,რომ მის არაჩვეულებრივ შეყვარებულს რაღაც აწუხებდა.ერთ დილასაც,როდესაც ალტარასი ფანჯრიდან იყურებოდა,მასთან ლიზი მივიდა და სთხოვა,რომ ერთმანეთისთვის არასდროს მოეტყუებინათ.ამ დროს კი ალტარასი წამიერად გაშეშდა,მისთვის ძვირფასი იყო ლიზი და ეშინოდა მისი დაკარგვის,როდესაც გაიგებდა,რომ ალტარასი ადამიანი არ იყო.ამ დღის შემდეგ ალტარასი უხალისოდ იყო.ერთხელაც,როდესაც წყვილი სეირნობდა,ლიზიმ რატომღაც ღემრთზე და ქრისტიანობაზე დაუწყო საუბარი ალტარასს.ალტარასი კი მორიდებით პასუხობდა,რომ მას რწმენა არ ჰქონდა.გოგონას დიდი თხოვნის შემდეგ ალტარასმა მამაო აიყვანა,შეისწავლა ქრისტიანობა და უფრო მეტსაც ფიქრობდა ხოლმე ღამით,როდესაც მის ბრილიანტს,ლიზის ეძინა.ერთ უბრალო საღამოს მას უცნაური გრძნობა დაეუფლა და ეკლესიაში წასვლა მოუნდა.ჩუმად გავიდა სახლიდან და დიდუბის პანთეონში მივიდა.საღამო იყო.ალტარასს უყვარდა ეკლესიაში ყოფნა,აქ თითქოს იგი მარტო რჩებოდა თავის თავთან.მან დაანთო სანთელი და ჩურჩულებდა ძალიან ხმადაბლა... „ღმერთო,მე მჯერა რომ არსებობ.მე ვგრძნობ რომ შენ ხარ ადამიანებში,შეუძლებელია ასეთი სუსტი არსებები ამდენხანს მყარად იდგნენ ფეხზე შენს გარეშე.რათქმაუნდა ჩემ გალაქტიკაში სხვა რწმენაა,ჩვენთანაც არსებობს ღმერთი,ორონდ სხვანაირი,ის არ არის ცაში.ის ყველგანაა,ის ამოძრავებს ყველა დადებით ენერგიას რაც კი გალაქტიკაში არსებობს,თუმცა რაც განვითარებულია ერი,მით ნაკლებად სჯერათ ღმერთის.მე მჯერა შენი და ვიცი,რომ ძალით ავსებ ამ კეთილ არსებებს,გიყვარს ყველა ერთნაირად, განურჩევლად.გთხოვ მაპატიო ტყუილი.მე მეშინია ლიზის დაკარგვის,ამიტომაც ვიტყუები,მაგრამ რათქმაუნდა თავს არ ვიმართლებ,გასამართლებელი არაფერი მაქვს.უბრალოდ გთხოვ,რომ ლიზის არაფერი დაუშავდეს და მომეცი ძალა რომ არაფერი ვაწყენინო.დაიფარე ლიზი,ის ნამდვილად კეთილი ადამიანია.ღმერთო,მე მჯერა რომ არსებობ“ ...გადიოდა თვეები,თბილისში გაზაფხული დადგა.ანერვიულებულმა ლიზიმ მისაღებ ოთახში,ტახტზე დასვა ალტარასი და მნიშვნელოვანი განცხადება სწრაფად გააკეთა. „ორსულად ვარ“ გაღიმებულმა თქვა მშვენიერმა გოგონამ.ალტარასი მთელი ძალით ფარავდა ნერვიულობას და გახარებული გადაეხვია შეყვარებულს.ალტარასმა გვერდით გაიხედა და სარკეში შეხედა თავის თავს,გადახვეულს ლიზიზე.დღეს ლიზის სიმართლე უნდა გაეგო. ლოგინში მწოლიარე გოგონალიზი,რომელსაც ვარდისფერი ღამის პერანგი ეცვა და ეგვიპტეში გარუჯულ კანს უფრო ლამაზს ხდიდა,შეეწუხებინა ალტარასი.დაახლოვებით სამი საათია რაც არ გაჩერებულა და საუბრობს იმაზე,თუ როგორ გაზრდიდა შვილს.ალტარასი ამ ყველაფერს მისაღები ოთახიდან ისმენდა და ბოლოს საძინებელში შევიდა. თავჩაღუნულმა მკაცრად თქვა -რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი,რასაც ამდენ ხანს გიმალავდი.ვიცი,დაუჯერებლად მოგეჩვენება რასაც გეტყვი,მაგრამ ტყუილში ცხოვრება აღარ შემიძლია...შენი რასა ერთადეთი არ არის ვისაც ინტელექტი გააჩნია,სხვა გალაქტიკაში არსებობენ სხვადასხვა რასის წარმომადგენლები.მე კანონიერი პრინცი ვარ პლანეტა კორუბანის,რომელიც ახლა იმპერატორის მმართველობის ქვეშაა,წლების წინ მომიტაცეს და შენს გალაქტიკაში შემთხვევით აღმოვჩნდი. ლიზის სერიოზულად შეეშინდა ალტარასის ნათქვამი,მან გაიფიქრა,რომ შვილის ამბის გაგების გამო ამბობდა ამ სისულეელეებს და თვალიდან ცხელი ცრემლები წასკდა,სანამ მის წინ მყოფმა მამაკაცმა რაღაც წამალი არ დალია და ნელ ნელა ადამიანის კანი არ შორდებოდა,როგორც სანთელი დადნობისას.ლიზის ტირილი გიჟურ ისტერიკაში გადაეზარდა და სახლიდან გაიქცა,ალტარასმა იგი არ შეაჩერა. ლიზის სახლში მარტო დარჩენილმა ალტარასმა ცოტა ღვინო დალია და ლიზის წერილი დაუწერა...
„ლიზი,ერთადერთი ხარ რაც გამაჩნია ჩემ ცხოვრებაში,შენ მასწავლე რა არის მეგობრობა,სიყვარული,რაღაცის რწმენა ცხოვრებაში.შენ ერთადერთი ხარ რის გამოც ჩემ უბრალო ცხოვრებას ფასი ედება.ცხოვრებაში პირველად შემეშინდა და მადლიერი ვარ ამის.შემეშინდა შენი დაკარგვის.მე შენ მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.ვერაფერს მოგთხოვ,მე შენ გატყუებდი მთელი ეს დრო,რადგან იმისიც მეშინოდა,რომ გადაგეყვარე,მე ხომ ასეთი სხვანაირი ვარ.მაგრამ მაინც ვიმედოვნებ,რომ ოდესმე მაპატიებ და ისევ მომცემ ნებას რომ მიყვარდე.ჩვენი შვილი...ჩვენ შვილი გვეყოლება და ერთად ვიცხოვრებთ ბედნიერად.ეს პრობლემა არ არის მე რომ სხვა პლანეტიდან ვარ.მე ვიცხოვრებ ისე,როგორც ადამიანი და განა მთელი ეს წლები შენ გრძნობდი,რომ არ ვიყავი ადამიანი?ან რა მნიშვნელობა აქვს როგორი ვარ.შენ ხომ გიყვარდი?მე ხომ მიყვარდი?ყოველთვის მეყვარები და მალე დავბრუნდები.ჩემ პლანეტას უნდა დავეხმარო როგორც შევძლებ.ძალიან მალე დავბრუნდები და მინდა რომ დამელოდო.ჩემთან სიყვარულის ნიჭი არ აქვთ,მაგრამ არსებობს სიტყვა,რომელიც გამოხატავს ამ გრძნობას.აკ ლარ მინ’ნანი.დროებით“
…ალტარასმა კვლავ დალია წამალი,რომელიც ადამიანის ფორმას მიაღებინებდა და თავისი ხომალდისკენ გაეშურა.ხომალდი უკვე აღდგენილიყო,იგი „ბიოხომალდი“ იყო,თავისი ორგანიზმი ჰქონდა,რომელსაც აღდგენის უნარი გააჩნდა.ალტარასმა კურსი შეიყვანა და მთვარეზე გაემგზავრა,მან არ გარისკა პირდაპირ შავ ხვრელში შესვლა,ჯერ მთვარეზე დამალული საიდუმლოს მიგნება სცადა. ...რამოდენიმე საათში ხომალდის გააქტიურებიდან,უცხოპლანეტელმა დატოვა დედამიწა და მთვარეზე დაეშვა.დიდი ხანი ეძებდა ალტარასი რაღაც მინიშნებას,სკანირებას უკეთებდა პლანეტას და ვერაფერი იპოვა გარდა ძველი ნაქალაქარებისა მიწის ქვეშ.მთვარეზე მოხეტიალე ალტარასმა რომელსაც სპეციალური სამოსი ეცვა მთვარეზე გასაჩერებელი და გრავიტაციის დამბალანსირებელი ქვას ფეხი გაარტყა,რომელიც მის წინ იყო.ქვა მსუბუქად დაეშვა მიწაზე.ალტარასმა უცებ გაიხსენა დედამიწა და „კუს ტბა“ სადაც ის და ლიზი ქვებს ისროდნენ წყალში.ალტარასი მიხვდა თუ რატომ ბრუნდებოდნენ მის გალაქტიკაში ხომალდები ეკიპაჟის გარეშე.მათ მფრინავ საშუალებებს ძლიერი ძრავი ჰქონდათ.ისინი ყოველთვის იყენებდნენ კრასუსის ქვის ენერგიას,სავარაუდოდ კი შავ ხვრელში შესვლისას სიჩქარე გაცილებით იზრდება.ხომალდების დაცვა უძლებდა ამ სისწრაფეს,ხოლო შიგნით მყოფი არსებები იწვებოდნენ და ქრებდონენ.ამიტომაც ჰქონდათ ხომალდებს ძლიერი დაზიანება.აქედან გამომდინარე ყველაფერი მიზიდვის ძალაზეა დამოკიდებული შავ ხვრელთან მიახლოვებისას ყველანაირი ძრავი უნდა გაითიშოს და მაგ შემთხვევაში გადარჩენის შანსი არის.ზუსტად არ იყო დარწმუნებული ალტარასი,მაგრამ დრო არ იცდიდა და შავი ხვრელისკენ გეზი აიღო.რამოდენიმე კილომეტრი აშორებდა ხომალდს შავი ხვრელისგან და ალტარასმა ძრავი გამორთო.სიჩქარე დაეცა.ალტარასი ნერვიულობდა,თავში არაფერი მოსდიოდა ყურადღების გადასატანი გარდა ლოცვებისა,რომლებიც ეკლესიაში ისწავლა,როდესაც ლიზის მიყვებოდა ხოლმე.რაც უფრო უახლოვდებოდა შავ ხვრელს ხომალდი,მით უფრო სწრაფად ამბობდა ლოცვებს ხომალდის ერთადერთი წევრი,ხვრელთან მიახლოვებისას ტრანსპორტი წამიერად შეჩერდა და შემდეგ სინათლის სისწრაფით შევარდა სადღაც უსასრულობაში.ალტარასი ზურგით აეკრო ტახტს სადაც იჯდა და გონება დაკარგა. ...ალტარასმა თვალი გაახილა, მისი ხომალდი ტალასკურის პლანეტაზე იყო მიწაში ცხვირით ჩარჭობილი,მხედველობა დაქვეითებული ჰქონდა,ვერც ხმებს ისმენდა ნორმალურად და ისევ გაითიშა.დროებითი მოსულიერება სჭირდა რამოდენიმეჯერ,მაგრამ ბოლოს ისევ გული მისდიოდა.გამოფხიზლებისას ხედავდა ბუნდოვან კადრებს თანმიმდევრობით. კურსკის რასის წარმომადგენელი...ქოხი ტყეში,ხის კენწეროზე...ბევრი წამალი და კურსკის რიტუალები.ერთ მშვენიერ დღესაც ალტარასი გამოფხიზლდა,თუმცა ისევ სუსტად იყო,ოთახში მიმოიხედა და ქოხის კუთხეში კურსკი დაინახა იატაკზე მყოფი,რომელიც კრინშის მდელოს ბალახს ეწეოდა.
ერთი სული მქონდა როდის გამოფხიზლდებოდი,რომ მეკითხა,შავი ორმოდან როგორ დაბრუნდი?-ჩუმად და ნელა კითხა ქოხის პატრონმა. -შავ ხვრელზე ამბობ?გამიმართლა.შენ რა გქვია? -მე ტრუჰგო მქვია,კურსკი რომელიც იმალება იმპერიისგან და ტყეებში ცხოვრობს,მაგრამ ამაზე საინტერესო ისაა თუ ვინ ხარ შენ.უკვე ვხვდები,რომ წარმოდგენა არ გაქვს საიდან გამოხვედი.როდესაც მოძლიერდები ჩემ მასწავლებელთან უნდა წაგიყვანო.ამ ტყეში მხოლოდ ჩვენ ვართ და ის ყველაფერს გეტყვის.ჩვენ ამ პლანეტის მეორე მხარეს ვცხოვრობდით,ბიბლიოთეკაში,მოგეხსენება ჩვენი რასა ჭეშმარიტი ისტორიის შემსწავლელია,ჩვენ ვიცით ისეთი რაღაცეები რაც დანარჩენს მითი ან არარეალური გონია.ახლა ის ჭიქა ბოლომდე დალიე მანდ რომ გიდევს,წამალია რომელიც დააჩქარებს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას.ალტარასმა დალია წამალი,დაიძინა და გამოფხიზლების შემდეგ ტრუჰგოს წაყვა მის მასწავლებელთან შესახვედრად. ...ტყიდან გაშლილ ველზე გავიდნენ,სადაც მწვანე მინდორზე მხოლოდ ორი ძეგლი მოსჩანდა,ისინი მგლის მაგვარ ცხოველებს გამსოახავდნენ.ტრუჰგომ ძეგლებთან მიიყვანა ალტარასი,მიიხედ-მოიხედა,ძეგლს ერთგან ღილაკი ჰქონდა,მას დააჭირა და ალტარას სთხოვა,რომ კიბეებზე ჩასულიყო.რამოდენიმე წუთის შემდეგ ისინი აღმოჩდნენ დამალულ ადგილას,მიწის ქვეშ,სადაც ჩანჩქერები ნელი დინებით ადიოდნენ ზევით,დაბლიდან მაღლა.სინათლეს კი მანათობელი მცენარეები უზრუნველყოფდნენ.აქ სიმშვიდე სუფევდა.ტრუჰგომ მიიყვანა ალტარასი თავის მასწავლებელთან და თვითონ მაღლა,კიბეებისკენ ავიდა,რათა მარტო დაეტოვა ალტარასი და მისი მასწავლებელი. მასწავლებელმა ხმა ამოიღო,იგი ზურგით იყო ალტარასისგან, ფეხებგადაჯვარედინებულმა და თვალდახუჭულმა -ჰმმმ...დიდი საქმისთვის დაბრუნებულხარ მშობლიურ გალაქტიკაში... ალტარასს გაუკვირდა მოხუცის ნათქვამი -ალბათ ვინმეში გეშლებით,თქვენმა მოსწავლემ მთხოვა აქ მოსვლა,რადგან გაუკვირდა იმ რაღაც შავი ხვრელიდან რომ დავბრუნდი. -ჰმმმ...იმ რაღაც შავი ხვრელიდან...მე შენ აგიხსნი საიდან დაბრუნდი. მოხუცი ფეხზე წამოდგა და ალტარასისკენ მოტრიალდა. -მე ინი ვარ.შთამოამვალი იმ არსებების,რომლებიც აკვირდებიან ყველაფერს და იამხსოვრებენ.ჩვენმა რასამ ყველაფერი იცის ჩვენს სამყაროზე.შენ პირველი ხარ ვინც შავი ხვრელიდან დაბრუნდა.მე გიამბობ შავ ხვრელზე.წარმოიდგინე დიდი ბუშტი.ამ ბუშტში არის რამოდენიმე პატარა ბუშტები,ეს პატარა ბუშტები არის გალაქტიკები,ერთ-ერთი ჩვენი გალაქტიკაა სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.ეს გალაქტიკები ერთმანეთთან არის დაკავშირებული სინათლის მილით,ამ მილის საშუალებით უკავშირდებიან ბუშტები ერთმანეთს.შავი ხვრელი კი თითქმის ამოუცნობი რამ არის.იქიდან არავინ დაბრუნებულა ცოცხალი,ასე რომ არავინ იცის ზუსტად რა ხდება იქ,მაგრამ გამოკვლევების მიხედვით არსებობს ორი დასახლებული პლანეტა.დედამიწა და მთვარე.მთვარეზე ნაკლებია ცნობილი,თუმცა დედამიწაზე ცნობილია,რომ არსებობენ სიცოცხლის სახეები,რომლებიც ვერავინ ხსნის საიდან შეიქმნენ.ეს ცოტამ იცის.შავ ხვრელზე ისაა ცნობილი,რომ იქ საშინელებები ხდება,რადგან ვერავინ ვერ ბრუნდება უკან,ამიტომაც ყველაზე საშინელი სასჯელი იყო მიკასაუკუნეების წინ შავ ხვრელში გაგზავნა.მაგალითად სულ პირველად დასასჯელად გაუშვეს სინილონები,რასა,რომელიც პირამიდებს აშენებდნენ.ჩვენი მფრინავი პირამიდები კორუბანის პლანეტაზე იმათი აგებული იყო.მათზე არაფერია ცნობილი.კიდევ ბევრს უშვებდნენ.ბოლოს გაუშვეს ჰიტლერი,კორნეჰაალის რასის წარმომადგენელი,რომელსაც მთელი გალაქტიკის დაპყობა უნდოდა.კიდევ ცნობილია,რომ შავ ხვრელში განსხვავებული დროა რეალობასთან.ანუ თუ ვინმეს გაუშვებდნენ შავ ხვრელში დასასჯელად არავინ იცოდა რა დროში მოხვდებოდა იგი.ჩემი ტყუპის ცალიც დასაჯეს ადრე და გაუშვეს შავ ხვრელში,მის მერე მისგან არაფერი გამიგია თითქმის.ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ ერთმანეთს გონების ძალით,ის ცდილობს რაღაცის თქმას,რაღაც აღმოჩენაზე მეუბნება რაღაცეებს რასაც ვერ ვხვდები...მე შენ გხედავ შიგნიდან ალტარას.მე ვიცი,რისთვის დაბრუნდი,მე ვხედავ ძალას შენში,ძალას,რომელიც მხოლოდ ნამდვილ მმართველებს გააჩნია.შენ კორუბანტის კანონიერი მეფე ხარ და ვიცი რომ დიდი საქმისთვის ჩამოხვედი,მაგრამ იმასაც ვგრძნობ,რომ რაღაც გიზიდავს შავი ხვრელისკენ,რაღაც ძლიერი გრძნობა,რომელსაც მე ვერ ვხვდები და ოდესმე თუ მოხვდი ისევ იმ ადგილას საიდანაც მოდიხარ ეს კრისტალი აიღე,ჩემ ძმას იპოვი და დაილაპარაკებთ. -მართლაც ბრძენი არსება ხარ,მაგრამ დარწმუნებული არ ვარ იმაზე რასაც ამბობდი.მე მართლა მტკივა ის,რაც ჩვენ გალაქტიკაში ხდება,თუმცა მე არასდროს ვყოფილვარ გმირი.ვეცდები შევამსუბუქო სიტუაცია,მაგრამ დარწმუნებული არ ვარ ამაში. -შენ იმაზე მეტი მოვალეობა გაკისრია,ვიდრე გგონია.მშვიდობით კორუბანის მეფევ,ახლა გონებით საუბარი უნდა განვაგრძო.შენ ცოტა დრო გაქვს ყველაფრის გამოსასწორებლად. -მშვიდობით. ალტარასი გულის სიღმეში ფიქრობდა,რომ მოხუცი ნამდვილად არ იყო თავის ჭკუაზე,მაგრამ მან პასუხისმგებლობა იგრძნო თავის თავზე.ახალგაზრდამ დატოვა პლანეტა რამოდენიმე ხანში და კორუბანისკენ გაეშურა.გზაში ლიზის თბილ ხელებზე ფიქრობდა,ლამაზ ღამეებზე და მშვენიერ დილაზე,როდესაც ლიზის შიშველი სხეულით იყო ჩახუტებული ალტარასს,მისი თმების განუმეორებელი სურნელი და ტანის ნაზი სითბო,შვილზე ფიქრობდა,რომელიც უნდა დაბადებულიყო. კორუბანის სივრცეში შევიდა ალტარასის ხომალდი,დედაქალაქის მოშორებით,პატარა უცნობ სოფელში დააჯინა თავისი ტრანსპორტის საშუალება და სასტუმროში შევიდა.სოფელში,სასტუმროს ოთახის აივნიდან გაიხედა ალტარასმა,სამუშაო ჰეკტარებზე მუშაობდნენ კინტუების რასის წარმომადგენლები.მათ კი საკუთარი რასის ჯარისკაცები დარაჯობდნენ და თვალყურს ადევნებდნენ მუშების აუტანელ შრომას.ალტარასი საჭმელად გამოვიდა თავისი ოთახიდან და ქვემოთა სართულზე ჩავიდა,სადაც სასტუმროს მფლობელი კინტუ იმყოფებოდა.ხანში შესული,დათვის ხელა კინტუ დაფარული იყო თმებით,როგორც ყველა მისი მსაგვსი.ისინი ყველაზე გულიპრყვილო და დინჯები იყვნენ გალაქტიკაში,გულკეთილები,მაგრამ მათი წყენინება ძალზედ ადვილი იყო.ალტარასმა შეკვეთა მისცა და იქვე ჩამოუჯდა კინტუს. -შეგიძლია მომიყვე შექმნილ ვითარებაზე? მოხუცმა კინტუმ ჩუმად და წყნარად მიუგო -სათქმელი არაფერია,შენთვითონ ხედავ რა დღეში ჩაგვაგდო კრატ’სალმა.კინტუები,როგორც ყველა დანარჩენი სუსტი რასები მონებად აქცია.ყველანი იმისთვის ვმუშაობთ,რომ სიცოცხლე გვაჩუქოს.მოხუცმა მეფემ სცადა მისი შეჩერება,მაგრამ ის ძალიან სუსტი იყო.მისი შვილი კი წლების წინ მოიტაცეს და სავარაუდოდ ცოცხალიც აღარ არის.ერთადერთი იმედი ნებუნზე დამალულები არიან,ამბობენ ხალხს აგროვებენო,რათა თავს დაესხან უკანონო მმართველს... -რისთვის გამუშავებთ ასე მკაცრად კრატ’სალი? -მან თითქმის მთელი გალაქტიკა დაიპყრო,მაგრამ მას უნდა რომ მისი არამარტო ეშინოდეთ,არამედ პატივსაც სცემდნენ.მას უნდა,რომ ცნობილი იყოს.ცდილობს,რომ მევაჭრეებთან,მედიასთან და ელიტარულ საზოგადოებასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს და მას პატივს სცემდნენ კიდეც. -საინტერესოა.მადლობთ ინფორმაციისთვის. ალტარასმა საკვების ჭამა დაამთავრა და გაიხსენა,რომ მამამისმა ერთხელ წაიყვანა პატარა ალტარასი მეფეების საიდუმლო ადგილას,სადაც წინაპრების განძს იანხავდნენ.მას იდეა მოუვიდა თავში,ის ცნობილი უნდა გამხდარიყო,რათა კრატ’სალის ყურადღება მიექცია შემდეგ კი ღალატით მოკლავდა მას.ალტარასი ხომალდისკენ წავიდა,როდესაც ჰაერში ასწია თავისი სამგზავრო მანქანა,მან დაინახა,რომ სასტუმრო საიდანაც გამოვიდა ცეცხლში იყო გახვეული.იგი ვერაფერს იზავდა და გზა განაგრძო. ...ალტარასი მივიდა კორუბანის ტყეში.ძნელი იყო იმ ადგილის გახსენება,სადაც მამამ ბავშვობაში მიიყვანა,ვინაიდან ეს ტყე გარკვეულ რადიუსზე მოძრაობდა,მწვანე და ცისფერი კრისტალური ხეები ხშირად იცვლიდნენ ადგილს,ორიენტაციით ძნელი იყო საიდუმლო სასახლის ნახვა,თუმცა ბევრი ძიების შემდეგ მან მანც მიაგნო მეფეების სანახს.როდესაც სასახლეში შევიდა საიდუმლო შესასვლელით,მან იმდენი განძი ნახა,რომ შეეძლო რამოდენიმე პლანეტა ეყიდა.ალტარასმა გადაირქვა სახელი და შეუდგა საზოგადოების სიყვარულის ყიდვას. ...აწ უკვე კარტო დი ვენიმ მოისყიდა კორუბანის ვაჭრები,რათა დახმარებოდნენ მას ალბომის რეკლამაში,რომელიც მან შექმნა.ალტარასმა ჩაწერა სიმღერები დისკზე,მანამდე არავინ არ წერდა სიმღერებს,ყველანი ცოცხლად ასრულებდნენ ხოლმე ამა თუ იმ დაწესებულებაში.მან ნახა თუ რა პოპულარობით სარგებლობდნენ ადამიანები დედამიწაზე ხელოვნების საშუალებით და ბედიი თვითონაც სცადა.ალტარასმა ჩაწერა ორი ალბომი სიყვარულზე,უცნაური მელოდიებითა და ეფექტებით.ამ გალაქტიკაში ეს გრძნობა უცხო იყო,არავის არ უმღერია არასდროს ამ თემაზე.მან შექმნა დისკეტის მაგვარი რამ,რომელიც თვითონ უკრავდა ამ სიმღერებს.კორუბანტში და სხვა პლანეტებზეც მალე გავრცელდა ალტარასის სიმღერები,რთული პერიოდის მიუხედავად არსებებს სიამუვნებდათ მისი უდარდელი სიმღერების სმენა.რამოდენიმე წელიწადში კი მან გადაიღო ფილმი “დამწვარი სიყვარული” რის შემდეგაც მთელმა გალაქტიკამ გაიცნო იგი.ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა გადაცემებში და მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი გახდა მის სამყაროში. ...გადიოდა წლები,ერთ მშვენიერ დღესაც,როდესაც ალტარასი ხელში კრისტალს ატრიალებდა,რომელიც მოხუცმა მისცა,კარებზე კაკუნი გაისმა,ალტარასმა გააღო მისაღები ოთახის კარი და მის წინ კრატ’სალის ორი ჯარისკაცი აღმოჩნდა .წითელ აბჯარში და იარაღებში,რომლებიც ტყვიის ნაცვლად ლაზერს ისროდნენ და იმ ადგილს წვავდნენ,სადაც ლაზერი ხვდებოდა.ჯარისკაცებმა შეტყობინების ჩიპი გაუწოდეს სახლის პატრონს და ალტარასის რასის წარმომადგენლები წავიდნენ.ალტარასი მისაღებ ოთახში შევიდა და სწრაფად დააჭირა ღილაკს.ჩიპიდან გამოსახულება გამოჩნდა ოთხ განზომილებაში,ეს იყო კრატ’სალის ჩანაწერი: მოგესალმები ბატონო კარტო დი ვენი.ბევრი მსმენია შენს შესახებ,დიდი სურვილი მექნება და დარწმუნებული ვარ,რომ დამთანხმდები შეხვედრაზე.დღეს საღამოს მოვიწვიე სხვადასხვა რასის წარმომადგენელი,მათ უნდა მივმართო სიტყვით,უნდა გამოვაცხადო ახალი ამბავი რაც მთელ გალაქტიკას შეეხება.დიდი არაფერი,გადასახადები უნდა დავუკისრო სხვადასხვა ფრაქციის ლიდერებს და მსგავსი წვრილმანები.ბოლოს კი მინდა დიდი შოუ გავმართო ჩემ სასახლეში.გელოდები დღეს საღამოს ჩემთან,ჩემი მცველები დაგხვდებიან და მოგაცილებენ ჩემ ოთახში.დიდი სურვილი მექნება ჩემზე ერთი-ორ კარგ სიტყვას თუ იტყვი,შემდეგ კი შენ მომავალზე ვისაუბროთ.გელოდები და ალბათ იცი,რომ დაგვიანება არ მიყვარს.ღიმილით მიუგო კრატ’სალმა და ჩანაწერი გამოირთო. ალტარასი მიზანთან ახლოს იყო და ეს ყველაფერი თვითონ გააკეთა,მან მარტომ შექმნა ეს ვითარება,თუმცა შიშის გრძნობა დაეუფლა,რადგან გვერდით არავინ ყავდა და ნერვიულობდა ამ ჩანაფიქრის წარუმატებლობაზე.იქნებ მისი მაგალითი სულაც არ იყოს მისაბაძი და ეს მცდელობა ერთ-ერთი სულელური ჩანაფიქრი ყოფილიყო,მაგრამ მთელი ძალებით შეეცადა დაწყნარება,ჩაიცვა როგორც სამეფო კარზე მყოფ სტუამრს შეეფერებოდა და ემზადებოდა უკანონო მეფესთან შესახვედრად. ...საღამოა,სასახლის ეზოში ბევრი არსება შეკრებილიყო,მიირთმევდნენ საკვებს,რომელიც მსახურ რობოტებს დაჰქონდათ და ელოდნენ მეფის გამოსვლას მისი ოთახის აივნიდან,რომელიც მორთული იყო ლამაზი ჩუქურთმებითა და სხვადასხვა ძეგლებით. ...ალტარასი მიაცილეს მეფის ოთახამდე და მარტო დატოვეს,კრატ’სალი მიესალმა ალტარასს,მარჯვენა ხელი ჩამოართვა და მარცხენა მხარზე დაადო.ისინი თითქმის ერთი რასის წარმომადგენლები იყვნენ.ძირითადად ალტარასის რასის წარმოამდგენლები ცისფერკანიანები იყვნენ კრატ’სალს კი შედარებით მუქი კანის ფერი ჰქონდა,თვალები კი წითელ-ყვითელი,ის ალტარასზე მაღალი და იყო და ტანის კუნთები ძალზედ განვითარებული. -დიდი ხანია შენთან შეხვედრა მინდა კარტო დი ვენი,შენ დაიპყარი გალაქტიკის მკვიდრთა გულები,შენ აზრს მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს,რათქმაუნდა იმპერიის მართვის არაფერი გაგეგება თორემ დიდი სიამუვნებით მიგიღებდი და დაგნიშნავდი რომელიმე პლანეტის მმართველად.მოგეხსენება თითქმის მთელი გალაქტიკა ჩემს ხელშია,ვისაც შეწინააღმდეგება შეეძლო დაეცა ან იმალებიან.თუმცა ამის მიუხედავად მაინც მინდა რამე კარგი თქვა ჩემზე,ახლა,ჩემი გამოსვლის შემდეგ.ეს ჩემ რეპუტაციას კიდევ აწევს.მიირთვი ვილსი,სუფთა წვენია,ნიმოების მდელოდან.ოღონდ ბევრი არ მოგივიდეს თორემ ვერაფერსაც ვერ იტყვი თავბრუსხვევით. -დიდი მადლობა მეფე კრატ’სალ.ვეცდები თქვენზე მაღალ ფარდოვნად ვისაუბრო,თუმცა მართალი რომ გითხრათ მივესელმები თქვენს იმპერიას,გეთანხმებით,რომ ჩვენი რასა უნდა იყოს მბრძანებელი,თქვენნაირი ძლიერი მთავარის შემხედვარე ძნელია სხვა აზრი გაგიჩნდეს. -ჰაჰა,მართალია!მიყვარს შენნაირი ჭკვიანი არსებები.აქ დამელოდე და მოგიხმობ ახლა მე უნდა ვისაუბრო. მეფე კრატ’სალი აივანზე გავიდა და საუბარი დაიწყო.ალტარასს ოფლმა დაასხვა,ან ახლა ან არასდროს.მას უნდა გადაედგა დიდი ნაბიჯი.ასეთი შემთხვევა მას აღარ მიეცემოდა,ისინი მარტონი იყვნენ.ატარასმა გახედა მაგიდას,სადაც წვეტიანი დანის მაგვარი იარაღი იდო ხილის დასაჭრელად. კმაყოფილი მეფე თავის სიტყვას აგრძელებდა -...მართალია ცხოვრება გაგიჭირდებათ,მაგრამ ასე მოითხოვს მომავლის არმიის რჩენა,რომელსაც მამაჩემი,ნოსირუსი მეთაურობს.მალე მთელი არმია იქნება უზრუნველყოფილი იარაღებით და გადასახადებიც შეგიმცირდებათ... კრატ’სალს სახე გაუშეშდა,მისი აბჯარი გაჭრილიყო,ზურგზე ძლიერ სიმხურვალეს გრძნობდა,შემდეგ კი შედარებით თბილი სისხლი ჩამოედინებოდა და ოქრო-მარმარილოს იატაკს ეცემოდა.მეფე შემოტრიალდა და მის წინ ალტარასი დაინახა,რომელიც შეტევისთვის მზად იყო.ეზოში მყოფ სტუმრებში არეულობა გაჩნდა,როდესაც ტირანის ზურგში შერჭობილი ბასრი იარაღი დაინახეს.კრატ’სალი მივარდა ალტარასთან.ძლიერი მუშტით ცხვირი გაუტეხა და ფეხი მუცელში ჩაარტყა,ფეხზე მძიმე შავი ოქრო-ვერცხლის ფეხსაცმელები ეცვა,რომლებიც მისი დარტყმის სიძლიერეს აორმაგებდნენ.ალტარასი შუშის მაგიდაზე დაეცა და გატეხა იგი.კრატ’სალი იარაღებთან მივარდა,რომლებიც კედელზე,სილამაზისთვის ეკიდა.ტიტანის ხმალი აიღო,რომელსაც წვერთან ლაზერის დაბოლოვება ჰქონდა და მისი გააქტიურებისას თითქმის ყველანაირ მასალას ადნობდა და ხლიჩავდა,მაგრამ შემოტრიალებისას მუცელში გრძელი შუბი შეერჭო,ალტარასმა მთელი ძალით გაუქანა მეფეს.კრატ’სალს პირიდან შხამისფერი სისხლი სდიოდა,მოდუნდასავით,მაგრამ მთელი ძალები მოიკრიბა,შუბი უფრო ღრმად შეისრიალა მუცელში,ამით ალტარას იახლოვებდა,ისიც დაბნეულობის შედეგად ხელს არ უშვებდა შუბს.როდესაც საკმარისი დისტანცია იყო მათ შორის დარტყმის გასაკეთებლად კრატ’სალმა მოუქნია თავისი გრძელი პრჭყალები,ალტარასმა მარცხენა ხელით დაიფარა თავი და თითქმის ძვლამდე გაეჭრა კანი,მეორე ხელით ჭრილობას იფარავდა,როდესაც კრატ’სალი მორიგ დარტყმას ავითარებდა,ალტარასმა ვეღარ დაიცვა თავი და სახე გაეჭრა.ხუთი მუქი ლურჯი ზოლიდან მოდიოდა ცხელი ცისფერი სისხლი,ალტარასი ძირს ეგდო,კრატ’სალიც მასთან ერთად დაეცა... ალტარასს თვალწინ ცხოვრების მომენტებმა ჩაუარა.უმეტესობა ლიზისთან დაკავშირებული მოგონებები იყო.შემდეგ სიცარიელე,არც დროის,არც სივრცის შეგრძნება,სიბნელე.რამოდენიმე ხანში ალტარასი იდგა სითეთრის ცენტრში,არ არსებობდა სიმაღლე,წონასწორობა,არანაირი საგნები,მხოლოდ თეთრი ფერი,თითქოს იგი რაღაც ქალის გამოსახულებას ხედავდა,მაგრამ კვლავ იკარგებოდა წარმოსახვა.უხილავმა ხმა ამოიღო -გამარჯობა ალტარას,მე ინფარია ვარ,ის რაც ყველაფერს აძლევს ენერგიას,ბოლოს კი მას უკან ღებულობს.ახლა წესით შენ უნდა აბარებდე შენ ენერგიას უკან,რადგან სხვამ მიიღოს იგი,მაგრამ მათ შენზე სხვა გეგმები აქვთ,ჯერ კიდევ შენ დაბადებამდე ხვდებოდნენ ისინი,თუ რა საფრთხის წინაშე იყვნენ...ისინი ზრუნავენ,რომ გალაქტიკაში იყოს ბალანსი სიკეთესა და სიბოროთეს შორის,რადგან თუ მხოლოდ სიკეთე იარსებებს,ადამიანების გონება და სხეული მოქმედებას აღარ მოითხოვს,მათი გონება მოეშვება და ბოლოს სიგიჟემდე,ანუ გონების არასწორ გამოყენებამდე მივლენ.მარტო სიბოროტეც არ შეიძლება,რადგან ადრე თუ გვიან ერთმანეთს დახოცავენ არსებები და უკანასკნელებიც განადგურდებიან,რათა ერთმანეთის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.არსებობს ბალანსი ალტარას,რასაც ჩვენ ვიცავთ.არის საშიშროება,რომ გალაქტიკა განადგურდეს და არსებული გაქრეს.შენ აგირჩიეს რჩეულად,ვინც ბალანსის დამყარებას შეეცდება.ყველაფერს თვითონ მიხვდები დროთადრო.ახლა კი გაიღვიძე ალტარას ოდესმე ისევ შევხვდებით... ალტარასმა გაიღვიძა,ხელზე და სახეზე ჭრილობები შეხორცებულიყო და მუქი ნაიარევები დარჩენილიყო.მთელ ტანზე სვირინგები გაჩენოდა,რომლებიც იასამნისფრად ანათებდნენ.მან განსაკუთრებული ძალა იგრძნო მის შიგნით.ხელზები ლურჯ ცეცხლში ეხვეოდა,შემდეგ კი ქვრებოდა მისი გონების დაძაბვით,ალტარასის ყურადღება ეზოში მყოფმა არეულობამ მიიქცია და აივანზე გავიდა.სხვადასხვა პლანეტების ლიდერები გარშემორტყმულები იყვნენ იმპერიის ჯარისკაცებით,მეფის კარის შემონგრევასაც ცდილობდნენ,მაგრამ შავი ტიტანის განგრევა ასე ადვილი არ იყო. ალტარასი აივანზე გავიდა და ხმამაღლა თქვა -მე ალტარასი ვარ,კორუბანის კანონიერი მეფე,ბავშვობაში მომიტაცეს და შავ ხვრელში გამგზავნეს.ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი,მაგრამ ახლა დავბრუნდი და ყველას გაგანთავისუფლებთ იმპერიის ტირანიისგან. ქვემოთ მყოფ ლიდერებს შორის ერთ-ერთმა ბრძენმა და ძლიერმა ნავუდუმ ამოსძახა ალტარასს. (ის იყო ჰალკუშუს რასის წარმოამდგენელი,ისინი გამხდრები,ხვლიკის მაგვარები იყვნენ მწვანე კანით და ადამიანის მაგვარი სახით,ერთი შეხედვით გამხდარი არსებები იყვნენ,მაგრამ შეუდარებლები მკვლელობაში,მათთვის მკვლელობა ხელოვნება იყო,თუმცა ტირანს ვერ შეეწინააღმდეგებოდნენ მარტონი,ისინიც ისევე ფიქრობდნენ,როგორც სხვა დანარჩენი რასის არსებები) კრატ’სალი მკვდარია,მაგრამ მოამვლის არმიას რას უზავ,ჩვენ შენთან დავდგებით,მაგრამ არამგონია ესენი წამოგყვნენ (რამოდენიმე რასის წარმომადგენლები კრატ’სალის ჯარისკაცებს კლავდნენ და ადგილს ტოვებდნენ) მოამვლის არმიის ჯარისკაცები არავის გვანან,ისინი დაპროგრამებულები არიან,მათ არავის და არაფირს ეშინიათ.ჩვენ ვერ შევძლებთ მათ დამარცხებას,ჯობია დროებით მივიმალოთ სადმე და შემდეგ გადავწყვიტოთ ახალი ნაბიჯის სტრატეგია. -ასეთი მომენტი აღარ გვექნება,მოულოდნელად უდნა დავესხათ თავს,მთელი გალაქტიკა გაიგებს ამ ამბავს და მხარში დაგვიდგებიან მამაცი მეომრები,მე როგორც კორუბანის კანონიერი მეფე გთხოვთ,რომ დამეხმაროთ და ერთად შევებრძოლოთ ნოსირუსს.ბრბოში ერთ-ერთი ალტარასის რასის წარმოამდგენელი იყო,მან თქვა,რომ იგი აჯანყებულთა ჯარების ერთ-ერთი წევრია და უკვე გაგზავნა შეტყობინება ნებუნზე,სადაც აჯანყებულები იმალებოდნენ.ისინი უკვე გზაში იყვნენ და შეტყობინებაც გამოაგზავნეს პასუხად,რომ კორუბანტის კურსით მოდიოდა დიდი რაოდენობის ხომალდი,ეს მომავლის არმია იყო. მთელი გალაქტიკიდან გროვდებოდნენ არსებები კორუბანის პლანეტაზე,ნებუნიდანაც ჩამოვიდნენ მეომრები.ელვისებრი სისწრაფით გავარდა ხმა მეფის დაბრუნებაზე.რამოდენიმე საათი აშორებდა დიდ ბრძოლას.ასი ათასობით სხვადასხვა ტიპის ხომალდები პატრულირებდნენ კოსმოსში და დარტყმის მოსაგერიებლად ემზადებოდნენ,პლანეტაზე კი რჩეული გმირები იყრიდნენ თავს და მათი ჯარისკაცები.უცებ სხვა მხრიდან გამოჩნდა რამოდენიმე ათასი ხომალდი,თავიდან მეფის მომხრეებმა იფიქრეს,რომ ეს ნოსირუსის მოკავშირეები იყვნენ,მაგრამ მათ შეტყობინება გამოაგზავნეს,რომ ისინი მათ მხარეს იყვნენ.ყველას აინტერესებდა თუ ვინ იქნებოდნენ უცხოები,ხომალდები ნახევრად მეტალისანი იყვნენ და ნახევრად ცოცხლები,მათ არ ყავდათ პილოტები,ისინი თვითონ მართავდნენ თავიანთ თავს.მთავარი ხომალდიდან ჩამოვიდა რამოდენიმე ასეული მცენარე მებრძოლი და ტრუჰგო ,ის ალტარასს გადაეხვია და მალევე მოემზადა ბრძოლისთვის.პლანეტაზე დაბნელდა,წვიმა წამოვიდა.კოსმოსში როგორც ყოველთვის სიჩუმეა.მალე გამოჩნდა მომავალი არმიის ხომალდები და ბრძოლა ისე სწრაფად დაიწყო,თითქოს ეს წინასწარ იყო დაგეგმილი საუკუნეების წინ და მოულოდნელობით დაღლილებმა სულმოუთქმენლად დაიწყეს ერთმანეთის ამოხოცვა.მიწიდან ალტარასი ყოველ წამს ხედავდა აფეთქებებს კოსმოსში.კანონიერი მეფის მომხრეები არაჩვეულებრივი მანევრებით ანადგურებდნენ მტრის ხომალდებს.მაგრამ მოწინააღმდეგე რიცხობრივად ჯობნიდა გალაქტიკის ალიანსს.რამოდენიმე დღე გრძელდებოდა თითქმის თანაბარი კოსმოსური ბრძოლა.სასტიკ შერკინებას ბოლო არ უჩანდა სანამ რობოტი ხომალდები არ გამოჩდნენ და მომავლის არმიას არ შეუტიეს,კიდევ ერთი სიურპრიზი მოხდა ამ სისხლიან ომში.ერთ-ერთი ალტარასის სასახლესთან დაჯდა და გადმოვიდა სასტუმროს მეპატრონე კინტუ,რომელიც კორუბანის მახლობელ სოფელში გაიცნო ალტარასმა.იგი ალტარასის გვერდით დადგა და მისი მეგობარი რობოტებიც ბრძოლისთვის მოემზადნენ.რამოდენიმე საათში კოსმოსური ბრძოლა დასრულდა ალიანსის გამარჯვებით.ყველა ზეიმობდა გამარჯვებას,მაგრამ ალტარასი რაღაც ცუდს გრძნობდა.ის კოსმოსისკენ იყურებოდა და რამდოენიმე წუთში კვლავ დაინახა აფეთქებები.მომავლის არმიის მეორე ნაკადი წამოვიდა ნოსირუსის გიგანტურ ხომალდთან ერთად.რამოდენიმე მფრინავმა გაარღვია საჰაერო დაცვა და მიწისკენ მოემართებოდნენ.ალტარასის სასახლეში მყოფები ჩაჯდნენ ლაზერმტყორცნებში და ცეცხლი გახსნეს.მტრის მეომრებმა დიდი დანაკარგი ნახეს,თუმცა სასახლეც დაზიანდა,ბევრი მსროლელი მოკვდა. მომავლის არმიის ხოლამდები მიწაზე დაჯდნენ,რადგან სასახლე აეღოთ და აჯანყებულები ჩაეკლათ,შიგნიდან უნდა ეცადათ მათი დახოცვა,რადგან ალტარასმა სასახლის დაცვა გააქტიურა,რომელიც ლაზერის ძალას რამოდენიმეჯერ ამცირებდა.ხომალდებიდან მომავალი არმიის ჯარისკაცები გადმოვიდნენ. ისინი ნახევრად ადამიანები და ნახევრად რობოტები იყვნენ.წითელი თვალებით.შინდისფერი ტყვიაგაუმტარი აბჯრებით,რომელზეც ამოკაწრული იყო იმპერიის დამორჩილების კრედო.სხვადასხვა რასის წარმომადგენლები გამოცვივდნენ სასახლიდან და მტერს ლამაზი ბრძოლა ანახეს,ცოტახანშიც ალტარასი გამოვიდა...მასაც სხვებისავით ხმლები ეკავა ხელებში,მაგრამ რაღაც ძალა იგრძნო თავის ტანში,იარაღები დაყარა,მიწას მოწყდა,მუშტები დაჭიმა და ხელის გარშემო ლურჯი ცეცხლი გაჩნდა,შემდეგ ესროლა მტერს.მომავალი არმიის წარმომადგენლები ადგილზევე იწვოდნენ,ნელ-ნელა ალტარასმა აითვისა ტექნიკა და უსწრაფებდა ცეცხლის სროლას,მის ტანზე სვირიგნები ანათებდნენ.ახალი ალიანსის მებრძოლეებს უკვირდათ ეს ფაქტი და ხშირად უყურებდნენ სასწაულების ჩამდენ მეფეს.ცხრა დღის შემდეგ კოსმოსური ბრძოლა შეწყდა ალიანსის გამარჯვებით,თუმცა ძალიან ცოტა საბრძოლო ხომალდმა გადაიტანა ეს მძიმე ბრძოლა.მიწაზე კი გაუჩერებლად წვიმდა,შავი სიბნელე მოწითალოში გადაიზარდა.დაღლილმა ალტარასმა ბოლო მომავლის ჯარისკაცი მოკლა და მუხლებზე დაეცა,მოკავშირეები მივარდნენ და ფეხზე წამოაყენეს.არსად ჩანდა ნოსირუსი,მაგრამ უეცრად მისი ხომალდი მიწაზე აღმოჩდა და გემიდან მარტო ჩამოვიდა. -ალტარას!!!დაუმთავრებელი საქმე უნდა დავასრულო,შევცდი შავ ხვრელში რომ გაგიშვი,უნდა მომეკალი თავის დროზე,მაგრამ არაუშავს.სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ალტარასმა ხელი გააშვებინა მეომრებს და ნოსირუსისკენ წავიდა.სიჩუმე იყო,მხოლოდ წვიმის წვეთების შეხეთქების ხმა ისმოდა მიწასთან.ალტარასს ჯერ კიდევ მიაბიჯდებდა,როდესაც ნოსირუსმა ხელიდან ცეცხლის ბურთი ისროლა და ალტარასი რამოდენიმე მეტრზე აფრინა,შემდეგ კი ასფალტზე იხახუნა რამოდენიმე წამს.ნოსირუსს ერთ ხელზე დამაგრებული ჰქონდა ცეცხლოვანი ტყვიამსროლი,ხოლო მეორეზე რკინის ხელი დაეყენებინა,რომელიც კრისტალური ტიტანისგან იყო შექმნილი.იგი მიუახლოვდა ალტარასს,კისერში ხელი მოკიდა და ჰაერში აიყვანა. -ეს არის თქვენი მეფე?!ვერავინ შეეწინააღმდეგება იმპერიას!არ დავუშვებ,რომ ასეთმა სუსებმა იბატონონ გალაქტიკაში... ალტარასს ლიზი ახსენდებოდა,აქამდე არასდროს უნანია წამოსვლა.არასდროს უნანია ის,რომ არ იმყოფებოდა მის გვერდით,როცა მას ეს ასე სჭირდებოდა,არასდროს უნანია ის ფაქტი,რომ მისი შვილის დაბადებას ვერ მოესწრებოდა.ალტარასი ფიქრებში გადავარდა,მაგრამ ნოსირუსის გამაღიზიანებელი ხმა მოსვენებას არ აძლევდა,მთელი ძალები მოიკრიბა, გამწარდა,მუშტის გარშემო თეთრი სინათლე გაჩნდა,რომელშიც წითელი წერტილები სწრაფად ჩდებოდნენ და ქრებოდნენ.ალტარასმა მთელი ძალით დაარტყა ნოსირუსს,რამოდენიმე ხანი ჰაერში იყო დარტყმული,ბოლოს კი მიწაზე გასრიალებისას ნელ-ნელა მიწის სიღრმეში ჩადიოდა.ის უგონოდ ეგდო. განრისხებული ალტარასი მივარდა და რამოდენიმე წუთს სინათლის სისწრაფით ურტყავდა დამპყრობელს მუცელში.ბოლოს,როდესაც თითქმის სულ ჩაეფლო მკვდარი მიწაში,ალტარასი დაწყნარდა,სწრაფი სუნთქვა უნელდებოდა.ისევ მუხლებზე დაეცა და მაღლა აიხედა.წვიმა წყდებოდა,სინათლე მატულობდა.ალტარასი ისევ ძველ ფორმას ღებულობდა და მანათობელი სვირინგებიც უქრებოდა ტანიდან.ერთ-ერთმა მოკავშირემ სიხარულის ნიშნად ყვირილი დაიწყო,მას მეორე შეუერთდა,მესამე და ბოლოს ყველა ერთხმად ღრიალებდა.ალტარასის სახელის ძახილი მთელ პლანეტაზე ისმოდა.ის სასახლეში აიყვანეს,ექიმები გარს ეხვეოდნენ,შემდეგ ჩააცვეს და სთხოვეს სიტყვით გამოსულიყო მეფის აივანზე.დაღლილი ალტარასი გამოვიდა.მის წინ მილიონობით სხვადასხვა რასის წარმომადგენელი იდგა.ზოგი მეომარი,ზოკი დიპლომატი და ზოგიც უბრალო მოქალაქე. ალტარასმა მისი სახელის ძახილი შეაწყვეტინა არსებებს და სიჩუმე ითხოვა. -მოგესალმებით,დიდი ხანია ვცდილობდი ამ დღემდე მოსვლას.დიდი გზა გამოვიარე აქამდე რომ მოვსულიყავი,მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს მე აქ ვერ გავჩერდები,ბევრი რამ მაქვს მოსაგვარებელი.მე ყოველთვის გავჩნდები,როდესაც დაგჭირდებათ,მაგრამ მეფობას ვერ გაგიწევთ. მე მაინტერესებს,თუ ცოცხალია ის პიროვნება,ვინც შეტყობინება გამომიგზავნა რამოდენიმე წლის წინ. ბრბოს ერთი არსება გამოეყო,მისივე რასის წარმომადგენელი.მასზე ოდნავ უფროსი წლოვანებით. -ვიცი,რომ ეს არსება დიდი ხანია ჩემს ოჯახს ემსახურებოდა,მას თვალდახუჭული ენდობოდა მამაჩემი,ესეიგი მეც შემიძლია ვენდო.მინდა რომ შენ მართო კორუბანი და ასევე იკავშირო სხვა პლანეტების წარმომადგენლებთან ვინც აქ არიან. -როგორც ინებებთ მეფეო. ბრბოდან კიდევ ერთი არსება გამოიყო და მეფეს მოახსენა -თქვენო აღმატებულებავ,მომავლის არმიის მესამე ნაკადი მიმოიფანტა გალაქტიკაში.ისინი უდაოდ რაღაცას გეგმავენ.რამე უნდა ვიღონოთ,სანამ უკანასკნელი იმპერიის მეომარი იცოცხლებს,ომს დასასრული არ უწერია. -მართალია,თქვენ უნდა გაერთიანდეთ და ერთად სძლიოთ მტერს.გთავაზობს ჩამოაყალიბოთ გალაქტიკური ალიანსი,სადაც ყველა პლანეტის წარმოამდგენლის აზრი მნიშვნელოვანი იქნება.შემდეგ რათქმაუნდა გადაწყვეტთ როგორ შეებრძოლოთ იმპერიის ნარჩენებს. არსებები კმაყოფილები იყვნენ და გადაწყვიტეს ჩამოეყალიბებინათ პირველი გალაქტიკური ალიანსი.შემდეგ კი დიდი ზეიმი გამოცხადდა. ...გავიდა რამოდენიმე თვე და ალტარასი გასამგზავრებლად ემზადებოდა დედამიწაზე.იმის მიუხედავად,რომ სხვადასხვა ფრაქციის წევრები სთხოვდნენ მას დარჩენას,იგი მაინც მყარ პოზიციაზე იდგა.კორუბანის ახალ მმართველს დაემშვიდობა,ხომალდში ჩაჯდა და გეზი შავი ხვრელისკენ აიღო. ...წინასთან შედარებით,შავ ხვრელში შესვლა ადვილი იყო,მაგრამ მფრინავ ტრანსპორტს მაინც დაუზიანდა რაღაც ნაწილები.დედამიწაზე ცხოვრება შეცვლილიყო.ალტარასმა დალია წამლები,ერთი ადამიანის ფორმის მისაღებად და მეორე ჟანგბადის სასუნთქად.შექმნილ მანქანაში ჩაჯდა და თბილისში შემოვიდა მცხეთის მხრიდან. თბილისი შეცვლილი იყო.ძირითადად ცათამბრჯენები იყო ქალაქში,სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ,მუშაობდნენ,სწავლობდნენ,ერთობოდნენ და ასე შემდეგ.ქუჩაში იშვიათად მოძრაობდნენ მანქანებით.ჰავაც შეცვლილიყო.ზაფხულის შუა დღე იყო და მზე ძლივს ანათებდა.ძველ ბილბორდებზე უშნო არსება ეხატა.მწვანე დიდი თავით,ორი შავი კვერცხის ფორმის თვალებით,პატარა პირით და ცხვირის მაგივრად ორი ხვრელი.”ისინი არსებობენ” ვერცხლისფრად ეწერა ბილბორდებზე.ალტარასი მივიდა ლიზის სახლთან,ძველ თბილისში,მაგრამ ლიზის იტალიური ეზოიანი სახლის მაგივრად მორიგი შენობა იდგა,რომელიც ერთ-ერთ ცათამბჯენს უზრუნველყოფდა დენით.დაბნეული ალტარასი ქალაქში დადიოდა,ვერ ხვდებოდა თუ როგორ შეიცვალა რამოდენიმე წელში ასეთი პატარა გაუნვითარებელი პლანეტა.იგი შევიდა “უახლეს მუზეუმში” სადაც უკანასკნელი წლების ისტორია და უბრალო ამბები ინახებოდა.ახლა 2993 წელი ყოფილა,ალტარასს არ გაუამრთლა და სხვა დროში ჩამოვიდა,მას გაახსენდა მოხუცის საუბარი ტყეში,როდესაც ამბობდა რომ არავინ იცის რა დროს აღმოჩნდები შავ ხვრელში შესვლის შემდეგო.ეს პატარა გალაქტიკა,რომელსაც ირმის ნახტომს ეძახიან,მოწყვეტილი იყო დიდ გალაქტიკებს,მხოლოდ შავი ხვრელით უკავშირდებოდა იგი დიდ სამყაროს,აქ დრო სხვაგვარად მიდიოდა. შემდეგ ალტარასმა მნიშვნელოვანი ფაქტები ამოიწერა ცარიელი მუზეუმის არქივიდან.2020 წელს დაწყებულა ატომური ომი,რომელიც რამოდენიმე საათში დასრულდა.შემდეგ კი მიდიოდა ხელჩართული ბრძოლა,მიწებისთვის,რომელიც შედარებით ნაკლებად იყო დაავადებული.ბრძოლა არა იარაღებითა და ატომური ტექნიკით,არამედ შიშველი ხელებითა და ძველებური იარაღებით.2990 წელს დასრულდა ერთმანეთის ხოცვა.დედამიწის მოსახლეობა ერთ მილიონამდე შემცირდა.მიზეზი ამისა იყო არაჩვეულებრივი ბავშვი,რომელიც უმამოდ დაიბადა.ის სხვა რასის წარმომადგენელი იყო.მისი სისხლისგან უამრავი იარაღის,წამლის და ვირუსის შექმნა შეიძლებოდა.მისი ბიოლოგიური მშობელი იყო ლიზი ელიზბარაშვილი,რომელიც გაგიჟდა შვილის წართმევის შემდეგ და საგიჟეთში გარდაიცვალა.მთელი მსოფლიო ცდილობდა ამ ბავშვის ხელში ჩაგდებას,ამ ბრძოლის დროს მეცნიერებმა მისი სისხლისგან შექმნეს ყველაზე ძლიერი ატომური ბომბი,რომელიც აფეთქების ნაცვლად სკდებოდა და შიგნით მოთავსებულ შხამს,რომელიც უცხო პლანეტელის სისხლისგან შექმნეს,აფრქვევდა სასურველი რადიუსით. ამ ბრძოლის დროს,რომელიც შემდეგ დიდ ომში გადაიზარდა ანუ III მსოფლიო ომი,მთლიანი დედამიწა დაზარალდა ატომური ბომბის გამოყენებით.ომის დასრულების შემდეგ მთელი დედამიწა გაერთიანდა,რათა ერთიანი ძალებით გაუმკლავდნენ გადაშენებას. ალტარასს ისტერიული სიცილი აუტყდა,შემდეგ ტირილში გადაიზარდა.მან არ იცოდა რა ექნა და ერთ ადგილას იყო რამოდენიმე დღე. ...დღეები გადიოდა დედამიწაზე ხეტიალში.ერთ დღესაც კრისტალი,რომელიც ინიმ მისცა ნათება დაიწყო და ოდნავ მოძრაობდა,ალტარასმა ხომალდის სანავიგაციოში ჩადო კრისტალი და მან კურსი უჩვენა.ალტარასმა ხომალდი სადღაც ჯუნგლებში დააჯინა და დაიძინა,მას არ აინტერესებდა რას უჩვენებდა კრისტალი.ალტარასი თავის თავს ადანაშაულებდა მომხდარში,ის უნდა დარჩენულიყო ლიზისთან ასეთ დროს,მაგრამ სამაგიეროდ მის გალაქტიკაში რა მოხდებოდა არავინ იცის.სიგიჟის ზღვრამდე მისულმა ალტარასმა გადაწყვიტა იმ კურსით წასულიყო,რომელიც კრისტალმა უჩვენა.ეს იყო ადამიანებისთვის უცნობი პირამიდა,რომელიც ეგვიპტის უდაბნოში იყო.დანიშნულ ადგილამდე მისვლის შემდეგ ალტარასმა კრისტალი ამოიღო და ის თვითონ მიდიოდა სადღაც.გარეთ ძლიერი ქარი იყო და ქვიშა თვალებს უვსებდა ალტარასს.ძლივს მივიდა პირამიდამდე და მასში შევიდა.ცოტახანს იარა სიბნელეში და ცეცხლის მოყვითალო სინათლე შენიშნა,ის პირამიდის ცენტრში მოხვდა,სადაც პატარა მოედანივით იყო,წრეზე კი ლამპებით შემორტყმულიყო. შუაში ჯუჯა არსება იყო ჩაკუზული და კომპიუტერის ეკრანს უყურებდა.გვერდით მაკდონალდსის საჭმლის ნარჩენები ეყარა. -შენ ალბათ ინის ძმა ხარ. ჯუჯა შეხტა,სწრაფი სუნთქვა დაიწყო,ხელში დანა აიღო და იმუქრებოდა -მითხარი ვინ ხარ,თორემ აქვე მოგკლავ.ჩემი ძმა სად არის?! -დაწყნარდი,შენი ძმა კარგადაა,ეს კრისტალი მომცა და შენთან მომიყვანა. ჯუჯამ დანა დასწია და გამოკითხა ალტარასი,რამოდენიმე წუთს საუბრობდნენ ნეზაპრასში შექმნილ ვითარებაზე,შემდეგ კი ჯუჯამ უამბო ამ კომპიუტერზე. -დიდი ხანია ვიკვლევ ამ კომპიუტერს,როგორც ვხვდები ეს პორტალია რაღაც ხვა სამყაროში,შემიძლია გარკვეული პროგრამით გამოვიყენო ტელეპორტი,მაგრამ მეშინია,იქნებ რაღაც სხვა იყოს და ჩემი ყველა კვლევა წყალში ჩავარდება უკან რომ ვერ დავბრუნდე. -იქნებ მე დაგეხმარო რამით?თუ შეძლებ როგორმე მე დამატელეპორტე.ისედაც არ მაქვს არსად წასასვლელი. -როგორ არ შეიძლება შენი მონაცემები უნდა შევიყვანო,კიდევ რაღაცეები და ტელეპორტს გავააქტიურებ.ეს უდიდესი აღმოჩენა იქნება.წესით შენი სხეული აქ დარჩება და გონება გადავა,მაგრამ გაფრთხილებ არაფერი ვიცი იქ რა არის და არც ის,შენ უკან გამოყვანას თუ შევძლებ. -დასაკარგი არაფერი მაქვს.ვცადოთ. ალტარასი მოემზადა ტელეპორტისთვის.კომპიუტერის წინ დაჯდა,ჯუჯა კი სწრაფად რაღაცეებს წერდა,შემდეგ ფურცელზე ინიშნავდა. -მოემზადე ალტარას,ახლა შენ გახდები დიდი აღმოჩენის ერთ-ერთი მხილველი,მოდუნდი.5,4,3,2,1... ალტარასმა მოდუნება ვერ მაოსწრო,როცა დრო გაშეშდა.ის ეკრანს უყურებდა და გრძნობდა,როგორ ძვრებოდა შიგნით მისი სული. რამოდენიმე წამში ალტარასი აღმოჩნდა ულამაზეს ადგილას,სადაც ჯუნგლები და ტყეები ერთმანეთთან შეზავებული იყო,აქამდე უნახავი ცხოველები წყნარად დასეირნობდნენ.აქ განსაკუთრებულად მშვიდი აურა იდგა.სადღაც შორს იდგა სხვადასხვა შენობები.ალტარასი კარგად გრძნობდა თავს,თითქოს მთელი ცხოვრება ეძინა და პირველად გაიღვიძა.მას არ აწუხებდა არაფერი,ის არ იყო დაძაბული,ყველაფერი ძალიან ნელა და ჰაეროვნად ხდებოდა. უცებ ალტარასთან მოვიდა თეთრებში ჩაცმული ქალი,რომელმაც გაუღუმა,მხარზე ხელი დაადო და გადაადგილა სხვა ადგილას. ალტარასი სასახლეში აღმოჩნდა,მის წინ ტახტზე იჯდა მამაკაცი და ქალი.ისინი ალტარასს უყურებდნენ და ელოდებოდნენ მის სიტყვას.ალტარასი დაბნეული იყურებოდა გარშემო. -სად ვარ?ეს რა ადგილია? მამაკაცმა ხმა ამოიღო -ეს ჩემო ალტარას არის სამყარო,რომელიც ზრუნავს იმ სამყაროზე,სადაც შენ ცხოვრობ. ქალი ჩაერთო საუბარში -მოგეხსენება ალტარას,შენი სამყარო სასრულია.აქვს დასაწყისი და აქვს დასასრული.ეს სამყარო კი უსასრულოა.თქვენი სამყარო ვერ იარსებებს ჩვენს გარეშე და ჩვენი სამყარო ვერ იარსებებს თქვენს გარეშე.ჩვენ ვართ კომპიუტერულ უსასრულო სივრცეში.ჩვენ აქედან პროგრამულად ვიცავთ თქვენს სამყაროს სტიქიებისგან და სხვადასხვა ხარვეზებისგან.შენ პირველი ხარ ვინც ჩვენ სამყაროში მოხვდა.სხვამ არავინ იცის ჩვენს არსებობაზე. მამაკაცი ისევ ჩაერთო საუბარში -მოგეხსენება თქვენთან დიდი რაოდენობით არსებობს სიბოროტე,ასე რომ ჩვენ ასე ვთქვათ ვიმალებით თქვენგან,ისევე თქვენ საკეთილდღეოდ.ეს ჩვენც გვჭირდება,რადგან თუ არ იარსებებს თქვენი სამყარო,ჩვენ არსებობას აზრი არ ექნება,რადგან ჩვენი ფუნქციაა თქვენზე ზრუნვა და ამის გარეშე ჩვენ უბრალოდ გავქრებით. ქალბატონი კვლავ ჩაერთო საუბარში -რამ მოგიყვანა ალტარას ჩვენთან? -ერთ-ერთი არსება რაღაც ექსპერიმეტს აწარმოებს,როგორც ჩანს რასაც მეუბნებოდა მართალი აღმოჩნდა.ისე თქვენ შეგიძლიათ წარსული შეცვალოთ?ანუ წარსულში რაღაც ადგილი წაშალოთ. -ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია,მაგრამ არ ვერევით თქვენ სამყაროს დროში,ჩვენ მაშინ ვჩნდებით,როდესაც საჭიროა.თუმცა როგორც პირველი არსება ჩვენ სამყაროში,შეგვიძლია სურვილი აგისრულოთ და შევცვალოთ.გააჩნია რას მოითხოვ... -მინდა,რომ წამშალოთ ერთი ადამიანის ცხოვრებიდან. -კერძოდ? -ლიზი ელიზბარაშვილი. -...ჰმმ,ეს დიდ როლს ითამაშებს დედამიწის ბედზე.თუ ამოგშლით მისი ცხოვრებიდან,არც ომი იქნება და არც მომავალი კატასტროფა,რაც რამოდენიმე წელიწადში უნდა მოხდეს.ბევრს ითხოვ...გავაკეთებთ,ოღონდ ჩვენი არსებობა საიდუმლოდ უნდა შეინახო.ზედმეტი პრობლემები ნამდვილად არ გვჭირდება. -უბრალოდ გონება დავკარგე,თქვენ არ არსებობთ. ალტარასის წინ,თეთრში გამოწყობილმა მამაკაცმა და ქალმა გაიღიმეს და თქვეს “გაიღვიძე!” ალტარასი გამოფხიზლდა...მისი სახის წინ ჯუჯა იყო გაღიმებული და ელოდა მწოლიარეს სიტყვას. -რა მოხდა?რა იყო.ნახე რამე? -ეს ექსპერიმენტი სისულელეა,უბრალოდ გონება დავკარგე. -კი მაგრამ როგორ?ეს წყეული კომპოუტერი.ახლა ფეისბუკზე ჩემ პროფილს წავშლი და კომპიუტერს დავლეწავ!!! ჯუჯა ოთახში დახტოტა სიმწრისგან,ალტარასმა მიუგო -ჩვენ გალაქტიკაში მივდივარ,ხომ არ წამოხვალ. -წამოვალ აქ აღარაფერი დამრჩენია...თუმცა არა...დედამიწაზე ფიქრობენ,რომ არსებობს უკვდავების ელექსირი,ზოგი ფილოსოფიურ ქვას ეძახის,ზოგს გონია,რომ ლამაზი სირინოზის კოცნის შემდეგ გახდები უკვდავი,ზოგსაც წყლის წყარო გონიათ უკვდავების საშუალება,რომელიც ჩაძირულ ქალაქში იყო.არა მე უნდა დავრჩე ეს საქმე უნდა გამოვიძიე.მშვიდობით,მე წავედი... ალტარასი პირამიდიდან გამოვიდა,ხომალდში ჩაჯდა და თბილისისკენ წავიდა.მზე ანათებდა,გზები მანქანებით იყო გადატენილი,შენობები რათქმაუნდა განვითარებული იყო იმასთან შედარებით,როდესაც ალტარასი აქ ცხოვრობდა,მაგრამ არც ცათამბჯენებით იყო გადატვირთული,ერთი სიტყვით დედამიწაზე მშვიდობა სუფევდა.ალტარასს აინტერესებდა ლიზის ბედი,როგორ ცხოვრობდა,ვისთან ერთად იყო,მაგრამ ლიზი წარსული იყო,მისი დაბრუნება ვერ და არ შეიძლებოდა. ...ალტარასის ხომალდში შეტყობინება მოვიდა. “ალტარას,კრავლუს წითელი ვარ,ჩვენი პლანეტა ახალი საშიშროების წინაშეა,ხშირი მიწისძვრებია,ვულკანები თითქმის ყოველდღე იფრქვევა.არ ვარ დარწმუნებული,მაგრამ ამბობენ რომ ბრიჰ’კრაგი იღვიძებს.ეს ცნობილი ლეგენდაა,მილიონი საუკუნის წინ,როდესაც ტიტანები ბინადრობდნენ პლანეტაზე,მათ შექმნეს დრაკონი სიმშვიდის შესანარჩუნებლად გალაქტიკაში,მაგრამ მათი ქმნილება ის არ აღმოჩნდა,რასაც ფიქრობდნენ,მან ტრანსფორმაცია განიცადა და ტიტანებს თავს დაესხა,ბოლოს მათ დაიჭირეს ბრიჰ’კრაგი,გაყინეს და მიწის ქვეშ,პლანეტის შუა გულში მოათავსეს.ალტარას ახლა ისე გვჭირდები როგორც არასდროს,კორუბანზე ქაოსია,მათ ჭირდებათ შენნაირი გმირი” ალტარასმა კურსი შავი ხვრელისკენ აიღო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ორი დღეა ვკითხულობ, ჩემი გემოვნების არ არის, თუმცა დიდი სურვილი მქონდა წამეკითხა ბოლომდე ლიზის ისტორია მომწონს, კარგად ჩაუფიქრებია ავტორს ორი დღეა ვკითხულობ, ჩემი გემოვნების არ არის, თუმცა დიდი სურვილი მქონდა წამეკითხა ბოლომდე ლიზის ისტორია მომწონს, კარგად ჩაუფიქრებია ავტორს
5. ჯაფარ კარგია :) ცოტა შეცდომები გამოასწორე :) ჯაფარ კარგია :) ცოტა შეცდომები გამოასწორე :)
4. ფილმი არა ისს... :)) :)) რა ფილმი ჩემი დაწერილია :D და მე-კალ-მე ნაწილ ნაწილ ვდებ ეს 1ნაწილია ამას 2 და 3 აქვს.მერე დავდებ.ბევრი შეცდომაა,რასაც შემიძლია ვასწორებ. ფილმი არა ისს... :)) :)) რა ფილმი ჩემი დაწერილია :D და მე-კალ-მე ნაწილ ნაწილ ვდებ ეს 1ნაწილია ამას 2 და 3 აქვს.მერე დავდებ.ბევრი შეცდომაა,რასაც შემიძლია ვასწორებ.
3. ასეთი მოცულობის ნაწერები ჯობია, ნაწილ-ნაწილ გამოაქვეყნოთ. მეტი მკითხველი ეყოლება. მე პირადად მეზარება წაკითხვა, თვალს მატკენს. ეს ხომ წიგნი არ არის, მონიტორიდან გვიწევს კითხვა და რთულია... წარმატებები! ასეთი მოცულობის ნაწერები ჯობია, ნაწილ-ნაწილ გამოაქვეყნოთ. მეტი მკითხველი ეყოლება. მე პირადად მეზარება წაკითხვა, თვალს მატკენს. ეს ხომ წიგნი არ არის, მონიტორიდან გვიწევს კითხვა და რთულია... წარმატებები!
2. თქვენ წარმოიდგინეთ და წავიკითხე... ეს ფილმი ნანახი მაქვს :D ისე, ნაცნობი ხელწერაა :D :)) კორექტურები, გრამატიკის საკითხები - მისახედია და დროა გამოიძახოთ ალტარასი, სამყაროს გმირი გადამრჩენელი! - სთქვა ლილემ და გეზი შავი ხვრელისკენ აიღო. :D თქვენ წარმოიდგინეთ და წავიკითხე... ეს ფილმი ნანახი მაქვს :D ისე, ნაცნობი ხელწერაა :D :)) კორექტურები, გრამატიკის საკითხები - მისახედია და დროა გამოიძახოთ ალტარასი, სამყაროს გმირი გადამრჩენელი! - სთქვა ლილემ და გეზი შავი ხვრელისკენ აიღო. :D
1. მოთხრობის არაოფიციალური "საუნდტრეკები"
Love Scene: http://www.youtube.com/watch?v=2V-xXa6jxds
Empire Vs Alliance: http://www.youtube.com/watch?v=fKO-Fa05QHE&feature=related
On The Eearth: http://www.youtube.com/watch?v=pCC76t2scgU&feature=related
მოთხრობის არაოფიციალური "საუნდტრეკები"
Love Scene: http://www.youtube.com/watch?v=2V-xXa6jxds
Empire Vs Alliance: http://www.youtube.com/watch?v=fKO-Fa05QHE&feature=related
On The Eearth: http://www.youtube.com/watch?v=pCC76t2scgU&feature=related
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|