 | ავტორი: ფუსუსუნა ჟანრი: პოეზია 21 იანვარი, 2011 |
ჩემს ძმას, რომელიც არასოდეს ჭამდა შოკოლადს უჩემოდ.
გავზრდილვართ უკვე... ახლა, როცა სტუმრების გამო შემომაბარგეს ისევ შენთან, მერეღა მივხვდი, რამსიშორე გამოგვივლია გზა იმ პატარა ოთახიდან, სადაც საღამოს სულ ვბუზღუნებდით რომელიმე: - შუქი ჩააქრე! მერე ბუზღუნში გვეძინებოდა. და იმ პატარა ოთახს ახსოვს ჩემი ზღაპარი, რომ მოვიგონე შენთვის, როცა დედა არ იყო. გახსოვს? ზღარბების ისტორია შემოდგომაზე... ზღაპრები როცა ილეოდა, ძილი კი არა და არ ჩანდა ხანდახან დიდხანს, ორივე ერთხმად: - წავედით ახლა ყველა მთებს იქით! “ყველა მთებს იქით” ჯოხი გვქონდა ჯადოსნური და შოკოლადები, უამრავი, ნაირ-ნაირი...
გავზრდილვართ, იცი? შემოვედი მე შენს ოთახში და მეხამუშა, მიბრუნდი-მეთქი, თქმა რომ დამჭირდა. ახლა ორივეს გვერიდება თითქოს და ისე, უნდილად, თუკი გავიღიმებთ იმ ოცნებებზე, რაც ჩვენთვის ისევ თბილად, ტკბილად გვეოცნებება. ახლა არ მიშლის შუქი ხელს და აღარ ვბუზღუნებ. ახლა ორივეს ჩვენი საქმე გადაგვფურცვლია. და მერე ჩუმად, ერთმანეთის დაუკითხავად, გავყვებით ბილიკს, ბალახიანს, “ყველა მთებს იქით”...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მომწონს...თბილი..ნამდვილი...5 მომწონს...თბილი..ნამდვილი...5
14. კარგია. აზრიანი. თბილი. კარგია. აზრიანი. თბილი.
13. მომიტევეთ უმეცრება და წარმოდგენა არ მაქვს, სად უნდა ჩავწერო, როგორ უნდა ჩავწერო და როგორ უნდა დავდო : ))) ნუ, ბოლო გასაგებია, საიდანაც იტვირთება, მარა ჩაწერაზე პრობლემა მაქვს ( :
ჰოდა, ასე იყოს... მომიტევეთ უმეცრება და წარმოდგენა არ მაქვს, სად უნდა ჩავწერო, როგორ უნდა ჩავწერო და როგორ უნდა დავდო : ))) ნუ, ბოლო გასაგებია, საიდანაც იტვირთება, მარა ჩაწერაზე პრობლემა მაქვს ( :
ჰოდა, ასე იყოს...
12. რატომღაც დამაინტერესა ავტორის წაკითხული როგორი იქნებოდა რატომღაც დამაინტერესა ავტორის წაკითხული როგორი იქნებოდა
11. "ვაკონკრეტებ ჩემი ხედვით,სანამ ვინმე გამომეკიდება."
: ))) ვინ უნდა გამოგეკიდოს, ჩემთვის ფასეულია ყველა მკითხველის აზრი : )
ჰოდა, მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა :) "ვაკონკრეტებ ჩემი ხედვით,სანამ ვინმე გამომეკიდება."
: ))) ვინ უნდა გამოგეკიდოს, ჩემთვის ფასეულია ყველა მკითხველის აზრი : )
ჰოდა, მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა :)
10. გავიზარდეთ! ხელი გაგვეზარდა, ფეხი გაგვეზარდა, ენა გაგვეზარდა. ოდიშარ უძილაური
არ მომწონს გავიზარდეთ! ხელი გაგვეზარდა, ფეხი გაგვეზარდა, ენა გაგვეზარდა. ოდიშარ უძილაური
არ მომწონს
9. ახლა, როცა სტუმრების გამო შემომაბარგეს ისევ შენთან
შემოვედი მე შენს ოთახში და მეხამუშა, მიბრუნდი-მეთქი,
ესეთ რაღაცეებს ჩემი ხედვიტ ვერ იხდენს პოეზია...ვაკონკრეტებ ჩემი ხედვით,სანამ ვინმე გამომეკიდება. ახლა, როცა სტუმრების გამო შემომაბარგეს ისევ შენთან
შემოვედი მე შენს ოთახში და მეხამუშა, მიბრუნდი-მეთქი,
ესეთ რაღაცეებს ჩემი ხედვიტ ვერ იხდენს პოეზია...ვაკონკრეტებ ჩემი ხედვით,სანამ ვინმე გამომეკიდება.
7. 5. კარგია მომეწონა. ნორმალურ ლევან მაისურაძე. 2011-01-21 12:28:28
ისე დაგიმშვენდა შენ ცხვირი!:)
ამო, სად დაეთრევი, პივა მინდა!
5. კარგია მომეწონა. ნორმალურ ლევან მაისურაძე. 2011-01-21 12:28:28
ისე დაგიმშვენდა შენ ცხვირი!:)
ამო, სად დაეთრევი, პივა მინდა!
6. რაღაცნაირი საყვარლობაა.
მომეწონა.
5 რჩეული ლურსმანი. რაღაცნაირი საყვარლობაა.
მომეწონა.
5 რჩეული ლურსმანი.
5. კარგია მომეწონა. ნორმალურ კარგია მომეწონა. ნორმალურ
3. კარგია, მომეწონა :) კარგია, მომეწონა :)
2. კარგი, კარგი ფუსუსუნა:* კარგი, კარგი ფუსუსუნა:*
1. და მერე ჩუმად, ერთმანეთის დაუკითხავად, გავყვებით ბილიკს, ბალახიანს, “ყველა მთებს იქით”...
სევდიანი და ლამაზი დასასრულია...
და მერე ჩუმად, ერთმანეთის დაუკითხავად, გავყვებით ბილიკს, ბალახიანს, “ყველა მთებს იქით”...
სევდიანი და ლამაზი დასასრულია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|