Your browser does not support the audio element.
ვებერთელა მარადმწვანე ტყის ბინადარ ხეებს შორის ჩარჩენილი თოვლის სუსხი აღწევდა ჩემამდე. თოვლისფერ ცაზე თითქოს ჭიკარტებით მიმაგრებული ვარსკვლავები მთვარეს იწვევდნენ საცეკვაოდ. ცოცხზე შემომჯდარი ბოროტი ჯადოქრებივით დაქროდნენ ქარები... სიცივეს აეკრძალა ცოცხალი არსებებისთვის გარეთ გამოსვლა და მხოლოდ ჩემი ნაბიჯების ხმა,მძიმე სუნთქვა და ქარის ზუზუნი არღვევდა სიჩუმის ჰარმონიას. ყველა გრძნობა ერთად მიწვავდა სხეულს. ვარდის ეკლებივით მერჭობოდა თითის ბალიშებზე შიში. ქუჩის მოსახვევიდან ჩემნაირი სულელი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოაბიჯებდა. ხუჭუჭა თმა შუბლზე მომადო,ჩაფსკვნილი ტანი მხრებზე მეხებოდა,ახალი დასხმული სუნამოსა და გალუაზის სუნი ტვინი უჯრედებს აკივლებდა. დაპირებული ცხვირზე კბენა,შუშის ჩამტვრეული თვალებიდან წამოსული სიხარულის ცრემლები,უამრავი დათვლილი სიტყვა,უამრავი გაშეშებული წამი,უამრავი ნაყიდი ღიმილი,შენი ჩემი სახლთან მიცილება,ვარდისფერ ასფალტზე წაქცეული ჭიანჭველები,გაშიშვლებული ღამე,ახლად გაღვიძებული განთიადი.,მზისფერი შემოდგომა,მწვანედ შეღებილი სახლის სახურავები,სიმეტრიულად ჩაწყობილი ხეები,წითელი ტუჩის კუთხეში მიმალული ტკივილი,ნახევრად გადაწეული ფარდის ქვეშ ჩამალული ''მე გიპოვე'' და ისევ მოიწევდნენ მორიგი დაღლილი წლები არარსებულ კარებამდე.... იმ დღეს გათენდა ჭაღარა ზამთარი... მხრებზე მოგონებებად გვეყრებოდა ფანტელები და სხეულში ყინვა ისევ ცეკვავდა ტანგოს...
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
14. ყველასთვის არ ვწერ ! :)
ყველასთვის არ ვწერ ! :) 13. ვარდისფერ ასფალტზე წაქცეული ჭიანჭველები? ვეცადე, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვათავსე წარმოსახვაშიც კი,
ვარდისფერ ასფალტზე წაქცეული ჭიანჭველები? ვეცადე, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვათავსე წარმოსახვაშიც კი, 12. შენს მუზებს საქართველო უნდა ელოლიავებოდეს
შენს მუზებს საქართველო უნდა ელოლიავებოდეს 11. თოვლისფერ ცაზე თითქოს ჭიკარტებით მიმაგრებული ვარსკვლავები მთვარეს იწვევდნენ საცეკვაოდ.-- რა ლამაზად წერ, თან მომწოს შენი სახელი ძალიაან:):)
თოვლისფერ ცაზე თითქოს ჭიკარტებით მიმაგრებული ვარსკვლავები მთვარეს იწვევდნენ საცეკვაოდ.-- რა ლამაზად წერ, თან მომწოს შენი სახელი ძალიაან:):) 9. მშვენიერი ჩანახატია,მუსიკასთან ერთად,მარა პროზა-არა. (თუ გინდა,მიწყინე)
მშვენიერი ჩანახატია,მუსიკასთან ერთად,მარა პროზა-არა. (თუ გინდა,მიწყინე) 8. ლამაზი მელოდია ...საკმაოდ ბევრი ლამაზი ფრაზა... თუმც აქ ჟანრი ,,სხვა" უფრო მოუხდებოდა..არ მიწყინო ... შენმა ნიკმა ჩემი ძველი ნიკი გამახსენა.... ,,ნუკრისთვალება... " ესე ერთხელ ძალიან ახლო ადამიანმა მომართა და... გისურვებ, ძალიან ცოტრა ტკვილი იყოს შენს ცხოვრებაში.... წარმატებებს გისურვებ...
ლამაზი მელოდია ...საკმაოდ ბევრი ლამაზი ფრაზა... თუმც აქ ჟანრი ,,სხვა" უფრო მოუხდებოდა..არ მიწყინო ... შენმა ნიკმა ჩემი ძველი ნიკი გამახსენა.... ,,ნუკრისთვალება... " ესე ერთხელ ძალიან ახლო ადამიანმა მომართა და... გისურვებ, ძალიან ცოტრა ტკვილი იყოს შენს ცხოვრებაში.... წარმატებებს გისურვებ... 7. ჰაჰ, მომნატრებია შენი ნაწერები :) :-*
ჰაჰ, მომნატრებია შენი ნაწერები :) :-* 6. :) გეთანხმებით გიორგ
:) გეთანხმებით გიორგ 5. მე სულს ვხედავ აქ :( სიმშვიდე :( მთლიანად :( და მიხარია რომ კომენტარებშიც სიმყუდროვეა :) მუსიკა :(
მე სულს ვხედავ აქ :( სიმშვიდე :( მთლიანად :( და მიხარია რომ კომენტარებშიც სიმყუდროვეა :) მუსიკა :( 4. მიუხედავად პატარა "გაპარვებისა" ნაწერი ლამაზია და სხვა გარემოში აღვმოჩნდი კითხვისას. წარმატებები ავტოროო:) +2.
მიუხედავად პატარა "გაპარვებისა" ნაწერი ლამაზია და სხვა გარემოში აღვმოჩნდი კითხვისას. წარმატებები ავტოროო:) +2. 3. "ქუჩის მოსახვევიდან ჩემნაირი სულელი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოაბიჯებდა." რა ნაცნობია:) წარმატებები
"ქუჩის მოსახვევიდან ჩემნაირი სულელი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოაბიჯებდა." რა ნაცნობია:) წარმატებები 2. "ვებერთელა მარადმწვანე ტყის ბინადარ ხეებს შორის ჩარჩენილი თოვლის სუსხი აღწევდა ჩემამდე" "წითელი ტუჩის კუთხეში მიმალული ტკივილი" თითქოს ერთი დიდი საოცარი წიგნიდან ამოწერილი საუკეთესო ადგილებია აქ........ ასე, რახანია, არაფერს უმექმედნია ჩემზე.......... "თოვლისფერ ცაზე თითქოს ჭიკარტებით მიმაგრებული ვარსკვლავები მთვარეს იწვევდნენ საცეკვაოდ" "ვარდის ეკლებივით მერჭობოდა თითის ბალიშებზე შიში" "დაპირებული ცხვირზე კბენა,შუშის ჩამტვრეული თვალებიდან წამოსული სიხარულის ცრემლები,უამრავი დათვლილი სიტყვა,უამრავი გაშეშებული წამი,უამრავი ნაყიდი ღიმილი,შენი ჩემი სახლთან მიცილება,ვარდისფერ ასფალტზე წაქცეული ჭიანჭველები,გაშიშვლებული ღამე,ახლად გაღვიძებული განთიადი" "ნახევრად გადაწეული ფარდის ქვეშ ჩამალული ''მე გიპოვე'' და ისევ მოიწევდნენ მორიგი დაღლილი წლები არარსებულ კარებამდე" მინდა გიცნობდე :( მინდა ყველას ვიცნობდე ვისაც ასე შეუძლია......... :( "იმ დღეს გათენდა ჭაღარა ზამთარი... მხრებზე მოგონებებად გვეყრებოდა ფანტელები და სხეულში ყინვა ისევ ცეკვავდა ტანგოს" არ ვიცი, ქალი, კაცი, ბიჭი თუ გოგო ხარ, მაგრამ მინდა გიცნობდე-მეთქი :)
"ვებერთელა მარადმწვანე ტყის ბინადარ ხეებს შორის ჩარჩენილი თოვლის სუსხი აღწევდა ჩემამდე" "წითელი ტუჩის კუთხეში მიმალული ტკივილი" თითქოს ერთი დიდი საოცარი წიგნიდან ამოწერილი საუკეთესო ადგილებია აქ........ ასე, რახანია, არაფერს უმექმედნია ჩემზე.......... "თოვლისფერ ცაზე თითქოს ჭიკარტებით მიმაგრებული ვარსკვლავები მთვარეს იწვევდნენ საცეკვაოდ" "ვარდის ეკლებივით მერჭობოდა თითის ბალიშებზე შიში" "დაპირებული ცხვირზე კბენა,შუშის ჩამტვრეული თვალებიდან წამოსული სიხარულის ცრემლები,უამრავი დათვლილი სიტყვა,უამრავი გაშეშებული წამი,უამრავი ნაყიდი ღიმილი,შენი ჩემი სახლთან მიცილება,ვარდისფერ ასფალტზე წაქცეული ჭიანჭველები,გაშიშვლებული ღამე,ახლად გაღვიძებული განთიადი" "ნახევრად გადაწეული ფარდის ქვეშ ჩამალული ``მე გიპოვე`` და ისევ მოიწევდნენ მორიგი დაღლილი წლები არარსებულ კარებამდე" მინდა გიცნობდე :( მინდა ყველას ვიცნობდე ვისაც ასე შეუძლია......... :( "იმ დღეს გათენდა ჭაღარა ზამთარი... მხრებზე მოგონებებად გვეყრებოდა ფანტელები და სხეულში ყინვა ისევ ცეკვავდა ტანგოს" არ ვიცი, ქალი, კაცი, ბიჭი თუ გოგო ხარ, მაგრამ მინდა გიცნობდე-მეთქი :) 1. არის ძალიან ლამაზი მომენტები, მაგრამ იმდენი შეცდომაა, რომ ხიბლს უკარგავს ნაწერს, პნქტუაციას საერთოდ არ აქცევთ ყურადღებას... დუხი-სუნამო - ეს შეასწორეთ აუცილებლად. წარმატებები! წერა შეგიძლიათ...
არის ძალიან ლამაზი მომენტები, მაგრამ იმდენი შეცდომაა, რომ ხიბლს უკარგავს ნაწერს, პნქტუაციას საერთოდ არ აქცევთ ყურადღებას... დუხი-სუნამო - ეს შეასწორეთ აუცილებლად. წარმატებები! წერა შეგიძლიათ...
მონაცემები არ არის