ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მატეო ორტეგა
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2011


-


როცა წვიმებს გამშრალი სარეცხივით ხსნის ღმერთი ღრუბლებიდან,
მე ოქროსფერი გასაღებით ვკეტავ ჩემი აბაზანის ნახევრადდამპალ კარს
და გავდივარ ქალაქის ნავსადგურში ლუდის  ქილით ხელში,
სადაც მეთევზეები ბრუნდებიან  თევზებისგან ცარიელი იახტებით ზღვიდან-
ისინი დაკემსილი ბადის ყოველი მოქნევისას უთქვამენ სურვილს-
გულისთქმას  ვერ ხედავენ ანგელოზები-
მხოლოდ ხელისგულებს,
რომელზეც  გამავალი ყველა  გზა,
მზის ჩამავალ ბილიკთან მიდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები