| ავტორი: ნუცი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 27 იანვარი, 2011 |
დღეებს მზის ანემია სჭირთ.ჩემს გვერდით ადამიანების სუნთქვის ნაკლებობას განვიცდი და ამის მიზეზია გაუთავებლად რომ მცრის ტანში. თავიდან დაწყებული ცხოვრებისათვის, იმისათვის რომ სულ არ გავგიჟდე,დილით ერთ ფინჯან წვიმას მივირთმევ(ეს მაინც ბლომადაა აქ),მერე შიგადაშიგ, აი უსაქმური ქალები, რომ ყავას იდუღებენ საათში ერთხელ მაინც,იმ სიხშირით, ვისუნთქავ ზღვის მლაშე სუნს და თვალებით ვეწებები უმისამართო სიშორეს. (ეს დრო ყველაზე მნიშვნელოვანია) ვიწყებ ფიქრს იმაზე როგორ შევძლო ნაკლები ემოციებით არსებობა. . . არ გამომდის! ისევ ვიბუტები, ისევ ვიცინი. . . ვთამაშობ,ხან გენიალურად, ხანაც უნიჭოდ. დროც არ არის გასააზრებლად, ისე ვიღებ გადაწყვეტილებებს. დროის დეფიციტიც შემომეჩვია. დღეს მორიგი ფიქრის დროს, სადაც გაცხარებული დებატები გვქონდა მე და ჩემს ,,მეს" აღმოვაჩინე, რომ სიბრალულის გრძნობა შემისუსტდა.სანამ თვალებში არ ჩავხედავ ადამიანს. . . აი, ამის იქეთ კი ვეღარ წავედი წინ, ჯერ ემოციას მხოლოდ აქამდე ვაკონტროლებ. რა გვინდა საერთოდ, ვაცნობიერებთ? აი ძილის წინ ვეკითხები ჩემს თავს და პასუხიც ვიცი. . . აღარ მინდა დღეებს მზის ანემია სჭირდეთ. . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გაცხარებული დებატები "მე"სთან დილით, უფრო სასარგებლოა, თუნდაც ხუთი წუთით სარკესთან გაცხარებული დებატები "მე"სთან დილით, უფრო სასარგებლოა, თუნდაც ხუთი წუთით სარკესთან
8. იწყებ ფიქრს იმაზე როგორ შევძლო ნაკლები ემოციებით არსებობა. . . არ გამომდის!
აბა როგორ გამოგივა, შენ ხომ ადამინი ხარ. 5. იწყებ ფიქრს იმაზე როგორ შევძლო ნაკლები ემოციებით არსებობა. . . არ გამომდის!
აბა როგორ გამოგივა, შენ ხომ ადამინი ხარ. 5.
6. მარტო უსაქმური ქალები არ იდუღებენ ყავას ნუცი. :) საქმიანებიც. იდუღებენ. ან უდუღებენ. :)
"ჩემს გვერდით ადამიანების სუნთქვის ნაკლებობას განვიცდი და ამის მიზეზია გაუთავებლად რომ მცრის ტანში."
კარგი გოგო ხარ ძალიან...
მარტო უსაქმური ქალები არ იდუღებენ ყავას ნუცი. :) საქმიანებიც. იდუღებენ. ან უდუღებენ. :)
"ჩემს გვერდით ადამიანების სუნთქვის ნაკლებობას განვიცდი და ამის მიზეზია გაუთავებლად რომ მცრის ტანში."
კარგი გოგო ხარ ძალიან...
5. საინტერესოა,მომეწონა+7 საინტერესოა,მომეწონა+7
4. ძალიან საინტერესოა...
ძალიან საინტერესოა...
3. მომეწონა............ მომეწონა............
2. ნაცნობი ემოციაა :) ნაცნობი ემოციაა :)
1. გაცხარებული დებატები გვქონდა მე და ჩემს "მეს"... ძილის წინ მაინც ნუ ფიქრობ ასე... ძილი ნებისა... ნინოობას გილოცავ... p.s.მადლობა მოლოცვისთვის. ახლა ვნახე. გაიხარე...
გაცხარებული დებატები გვქონდა მე და ჩემს "მეს"... ძილის წინ მაინც ნუ ფიქრობ ასე... ძილი ნებისა... ნინოობას გილოცავ... p.s.მადლობა მოლოცვისთვის. ახლა ვნახე. გაიხარე...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|