ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ა.მ.ა.რ.გ.ი..
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 იანვარი, 2011


  ჩამოტვირთვა

მე ვერ და არც....

მე ვერ ვწერ, არც პოეტი ვარ
ჩემს ფურცელზე რომ გაგლექსო.
არც ხატვა ვიცი, რომ გამოგხატო ცაზე
მზის გვერდით.
არა, შენ მზე არ ხარ და
არც მასავით მყვირალა ხარ...
უფრო მთვარე ხარ, თბილი მთვარე,
ოდნავ ნაზი, იდულამების შარავანდედით.
ყველა ვარსკვლავი ცდილობს
მოექცეს შენი თვალთახედვის არეში...
მე ის ვარ, ყველაზე შორს,
ყველაზე მბჟუტავი
შენ რომ არც გახსოვს,
ერთ დროს იყავით ყველაზე ახლოს.
ქარგვაც არ ვიცი...
აყვავებულ გაზაფხულში რომ ამოგქარგო.
ძეგლს დაგიდგამდი,
შენ დედოფალო ყველა ქალების...
და
ხალხი გიწოდებდა თვით სილამაზეს
მაგრამ არც მოქანდაკეს ვგავარ.
არც საფოსტო მტრედი მყავს
ჩემი გრძნობები რომ მოგიტანოს ფანჯარასთან....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები