ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი მოხეტიალე
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2011


დარჩენილია ჩემი სიცოცხლის ხუთი წუთი..
ათვლა დაიწყო..
სიკვდილმა გულში სევდა და ცივი ლანდები ჩამიდო..
ღამემაც გადაიარა,ვით მატარებელი რელსებზე,
ყმუილით ჩაიარა და თვით სინანულით აივსო..
ჩემი პატარა საფლავი,მწვანე ბალახით გაივსო..
დარჩენილია ჩემი სიცოცხლის ოთხი წუთი..
ათვლა დაიწყო..
ჩემი თვისება სიყვარული,ლექსი და რწმენა,
გულზე მიწად დამეყარა..და მაინც ფეთქავს ჩემი გული..
ლამაზად მორთულ გიჟურ სტრიქონებს მოაქვთ ჩემთვის ყვავილები
და ჩემ საფლავთან რგავენ..
დარჩენილია ჩემი სიცოცხლის სამი წუთი..
ათვლა დაიწყო..
ჩემი გრძნობები..ჰაერში იფანტება..და მტვრად იქცევა,
ქარი მიმოფანტავს გრძნობებს,ჰაერში აათამაშებს და სადღაც გადაისვრის..
ერთადერთი ქმნილება ხარ შენ ჩემთვის ლექსო..ჩემი გრძნობებით შექმნილი,
და ქალის სილუეტი,ვით მიქელანჯელოს ქანდაკება..
დარჩენილია ჩემი სიცოცხლის ორი წუთი..
ათვლა დაიწყო..
სიცოცხლე..სიკვდილი..ვირჩევ ამ ორიდან ერთს..
სიცოცხლეს!
დარჩენილია ჩემი სიცოცხლის ერთი წუთი..
ათვლა დაიწყო..
დამრჩა სიკვდილი! 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები