ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2008


ფიქცია

მიდიხარ,
მოგყვება თვეების აჩრდილი,
ჩვენ შორის ასობით (და მეტი) მილია,
მიდიხარ,
გადაკვეთ ნაომარ საზღვრებს და
გახსოვდეს რომ მანძილს
კვლავ ქვია ფიქცია.

და ღამის თერთმეტზე
თუკი შენს ფანჯრებთან
დალანდავ - ფიალებს რომ ასდით ალმური,
იცოდე ძვირფასო ეს ჩემი ლანდია -
დავძლიე მანძილი, რომ ქვია ფიქცია.

მიდიხარ...
მოგყვება თვეების აჩრდილი,
ჩვენ შორის ზამთარი და ბევრი მილია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები