ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პროზა
1 თებერვალი, 2011


ჩემი მეგობარი ფსიქოლოგი.(გაგრძელება)

          მაღაზიის კარი შეაღო და კარის თავზე დაკიდებულმა ზარმა გაიწკრიალა, შიგნით მყოფმა ორივე მამაკაცმა მისკენ გამოიხედა.
          ვა . გიო !?    გაუმარჯოს  , "კაკრას" დროულად მოხვედი და ცივი ლუდის ბოთლი მიაწოდა, გვეგონა  ზედმეტი  გავხსენით მაგრამ  აგე შენც მოხვედი ძმაო.  ეს, მაღაზიის პატრონი    ვოვა იყო , თბილისელი სომეხი.      ვოვა როგორც ყველა თბილისელი სომეხი ,    ერევანში გადასვლით იმუქრებოდა, თუმცა,  ერთხელაც ,მაგარი მთვრალი გამოტყდა;
          ბიჭებო,  აქედან სად უნდა წავიდე, ხო გავაფრინე  იქაურ სომხებშიო. ხოდა მას მერე . ამ მაღაზიის, უბნის მომხმარებელი  წყნარად იყო . ნისიის  სამი რვეული სავსე ჰქონდა ვოვას და არც პატარ პატარა  ფულის სესხებაზე იყო  უარზე. ზოგი  აბრუნებდა  ზოგი არა , მაგრამ    არასდროს  ამის გამო,    ფულის  სასესხებლად მოსული კაცი უარით არ ჰყავდა გასტუმრებული. უბნელი ბიჭები დასცინოდნენ, ვოვაჯან შენ სომეხი უნდა იყო  და წუწურაქი თამაზა  ქართველი? თამაზა,  ვოვას კონკურენტი მაღაზიის პატრონი იყო.  ვოვა აკადემიის წინა სახლში      ცხოვრობდა,  პირველ სართულზე.  ქუჩის მხარის    ორი ოთახი,  მაღაზიად  ჰქონდა გადაკეთებული.  თამაზას  მაღაზია  30 მეტრში,  დაღმართის დასაწყისში ჰქონდა.  მურდალი ვინმე იყო , არაფრის ნისიად მომცემი და მსესხებელი.
        არა , ვოვა , გაიხარე ძმაო , ეხლა ვერ დავლევ ,  საქმეზე ვარ წასასვლელი და არ მინდა სასმელის სუნი ამივიდის.
        გამაგიჟებ რა  გიო, აბა ეხლა შენ რისი სუნი აგდის ? ვარდის ზეთის?
        ეგ გუშინდელი    ბრძოლის კვალია  ვოვა , გუშინდელი.
        მერე, ოხერო , გუშინდელ ღვინის  სუნს , არ სჯობია დღევანდელი ლუდის სუნი აგივიდეს?.
        ბარე რო სჯობია, მაგრამ ეგეთ ადგილას მივდივარ  არ გამოვა,  არც დღევანდელი ლუდის და არც გუშინდელი ღვინის სუნით მისვლა.  მაგას ჯობია  აი ეგ პიტნის "ჟუვაჩკა"  მომცე , კარგ საქმეს იზამ, დამიჯერე.
        ჰო,  ეგ მართლა მაგარი  რამეა, ღვინო  დალეული კი არა , ქვევრში ღამე გათენებული რომ იყო , მაინც ვერავინ იგრძნობს. მაინც სად მიდიხარ,    ეგეთ ადგილას , პახმელიაზე,  ლუდზე უარი, რომ  გაქთქმევინა?.
        მართლა სად  მიდიხარ გიო?  თქვი ბიჭო,  ხო მშვიდობაა, საუბარში ზურაც  ჩაერთო.
        არაფერი განსაკუთრებული , ბიჭებო საყლაპავი მაქვს შევიწროებული , საჭმელს ხომ ვერა ვყლაპავ  და "დაჟე"  წყლის დალევა მიჭირს . მოიტყუილა , აბა  აქ რომ ეთქვა ფსიქოლოგთან მივდივარო , ამდენი ხნის თვალისჩინივით  მოფრთხილებული, კაი ბიჭის სახელი ეგრევე წყალში გადაეყრებოდა.  უბნის გაგებით,    მსგავსი პრობლემით ექიმთან მიმსვლელი და მითუმეტეს    ვიღაც ფსიქოლოგთან გაურკვეველ    სეანსებზე მოსიარულე  კაცი,  ვერანაირად  ვერ    იქნებოდა  ვაჟკაცი და კაი ბიჭი    სახელის მატარებელი.. 
        არ უნდა დავივიწყო ,მარიამი  რომ  გავაფრთხილო, შემთხვევით    აქ  არ  წამოცდეს ეს  ამბავი.-- გაიფიქრა შეშინებულმა.
      მაიცა თუ ძმა ხარ ,        აბა  ღვინო  როგორ დალიე გუშინ ?        და თანაც  ლუკმაც არ მიგიყოლებია? ------ეშმაკურად გაეღიმა ზურას.
      ჰა , თქვი, შენ სხვა რამის შევიწროება,  ხომ არა გაქვს და თქმა გეხათრება, მიდი თქვი არავისთან  წამოგვცდება.
      თქვენი ,  მართლა ოხერი  დედა ვატირე,  უბერავთ ძმებო?    ექიმმა მითხრა: რომ ალკოჰოლი დროებით აფარტოებს  საყლაპავს მილს და მაგ დროს შემიძლია ჭამა-სმა,  მაგრამ    ნელა ნელა დაგერხევა  და პირიქით  უფრო    შეგივიწროვებსო.  ეგრეც,  რომ არ იყოს სულ მთვრალი,  ხომ არ ვიქნები თქვე კაი ხალხო?
    იყავი ვის რას უშლი.----გაამხნევა ზურამ
    თუ ძმა ხარ .    დამენგრა ოჯახი,  გიჟს ჰგავს მარიამი.
    ჰო, ეგ მაგარი ცუდი ჩვევა გაქვს რა.  არ შეიზლება ცოტა დალიო?
    არ შემიძლია ეგ ცოტა და რა  ვქნა ? თუ ვსვამ , ვსვამ თუ არა და მირჩევნია სულ არ დავლიო, გეგონება თქვენა ხართ  მამა აბრამის ბატკნები---წყენა დაეტყო ხმაში.
    კაი,  გიო  ძმაო , საწყენად არ მითქვია.    აბა აქ,  "ნიუჟელი  ჟუაჩკისთვის" შემოიხედე?
    არა , ვოვა 30 ლარი უნდა მასესხო ,  ერთ კვირაში ჩაგასესხებ.  ექიმისთვის მჭირდება  ეგ ფული    და თუ გაქვს უარი არ მითხრა.
    არა გრცხვენია  გიოჯან , უარი როდის მითქვია, მაიცა ვნახო,  რა ვივაჭრე  და 3  ხუტლარიანი  , 5 ცალი ორლარიანი ამოალაგა,      აგე ლარიანებიც  მქონია.  ჰა, შენ კიდევ 5 ლარიანი ,  ოცდაათი გამოვიდა არა?
    ეგრეა ვოვა ეგრე , გაიხარე.    წავალ მაშინ ძმებო,  თორემ    დავაგვიანებ,  12-ზე უნდა ვიყო ექიმთან  მაგათთან დაგვიანება არ მოსულა.
      შემოიარე , იქიდან რომ მოხვალ გვითხარი რა იქნება. აბა  შენ იცი " ნე პუხა, ნე პერა"
      "კჩორტუ, კჩორტუ."
      მაღაზიიდან გამოსულს გაახსენდა, რომ  ფსიქოლოგის  მისამართი არ იცოდა , სად უნდა მისულიყო  გაგებაში არ იყო. მარიამთან გადარეკა სასწრაფოდ.
      მარი !
      ჰო გიო,  რა იყო?  სახლში  გადმორეკე,  მობილურზე რას მირეკავ?
      იყოს,  ქუჩაში ვარ  გამოსული, მნიშვნელობა არა აქვს.  მომხედე მარ, მისამრთი,  რომ არ გითქვია სად უნდა მივიდე.
    არ მითქვია?    ხედავ?  სულ დამაშტერე , მაგ შენი ლოთობით.    ძველი ქორწინების სახლი,  რომ იყო სანაპიროზე იმ სახლში, პირველ სადარბაზოში , მე-4 სართულზე. გვარი და სახელი ხომ გახსოვს?
      კი , კი,  ეგ ადრე გაქვს ნათქვამი.  კარგი, მარ,  წავედი და იქ რომ მივალ დაგირეკავ.
      რუსთაველზე  ჩასულმა ტაქსი გააჩერა, თუმცა სამარშრუტოთიც შეიძლებოდა  იქამდე  მისვლა , მაგრამ რადგან 10 ლარით მეტი ჰქონდა ნასესხი , "2 ლარის დედაც ვატირეო"--- გაიფიქრა, ----ბოლო ბოლო პახმელიაზე  თავს  უნდა მოფრთხილებოდა . 5 წუთში დანიშნულების ადგილას იყო. ლიფტი არ მუშაობდა და ფეხით მოუწია მე-4 სართულზე ასვლა .
      შენი ფსიქოანალიტიკოსი დედა ვატირე----ბურდღუნით დაიწყო კიბეებზე ასვლა-----  ლოთებს, რომ მკურნალობ ოხერო , აიღე რა 1 სართულზე ოფისი ,  პახმელიაზე ინფარქტი მივიღოთ პატიოსანმა ხალხმა?
      როგორც იქნა აათავა კიბეები,  სუნთქვა ჩაიყენა და კარზე დააკაკუნა, თუმცა ზარი გამოსაჩენ ადგილას იყო, მაინც დაკაკუნება არჩია, რატომღაც ჩათვალა რომ  პაციენტისგან , კარზე დაკაკუნება უფრო ბუნებრივად  ავადმყოფური იყო,  მითუმეტეს როცა ზარი თვალში გეჩხირება.
      კარი ზომომიერად წვერიანმა , მისსავე ხნის მამაკაცმა გააღო.
      გამარჯობათ, ზურა მინდოდა ჩემო ბატონო.
      მე ვარ ზურა , თქვენ ალბათ გიორგი ?
      დიახ , დიახ .
      მობრძანდით , მობრძანდით  და სახლში შეუძღვა,  აქეთ შევიდეთ კაბინეტში.  კაბინეტს ვეძახი და ისე ჩემი  სამფლობელოა , ხომ მიმიხვდით? ----გაუღიმა და თვალი ჩაუკრა გიორგის.
      ეს ჯანზე ვერ უნდა იყოს , რა თვალს მიპაჭუნებს, ან    რას უნდა მივმხვდარიყავი ?  "სტრანნი მასტი"  სჩანს ამასთან  ფრთხილად უნდა ვიყო.----ეს  გაიფიქრა, თქით კი პირიქით -----რა თქმა უნდაო და მრავალმიშვნელოვნად ჩაიღიმა თვითონაც.
      დაბრძანდი გიორგი სავარძელში  , უთხრა  მასპინძელმა და სავარძელზე მიუთითა. თვითონაც მოპირდაპირე მხარეს დაჯდა.
      აბა რა გვაწუხებს გიორგი.
      ამოსუნთქვა მაინც მაცალე  ფსიქოლოგ---- გაიფიქრა.
      შეიძლება ერთ ზარს გავაკეთებ ახლობელთან  და მერე გიპასუხებთ მაგ კითხვაზე?
      კი  ბატონო, რა პრობლემაა, ოღონდ 30 წამი გაქვთ მაგისთვის.
      მარიამთან  დარეკა .  მოვედი მარიამ , ბატონ ზურასთან ვარ.
      როგორ გამახარე  გიო , არ მჯეროდა რომ მიხვიდოდი , კარგი ბიჭი ხარ.
      ვიცი. აბა  ვარ შენი ლოცვების და ბატონ ზურას  იმედათ  მარიამ , დროებით.
      კაი, გიო კაი.
      დროში თუ ჩავეტიე ,მაშინ    კითხავაზე გიპასუხებთ ბატონო ზურა.  მართალი გითხრათ და  მე ის მაწუხებს, რომ ჩემი გულისთვის ხალხი წუხდება.    სხვა მხრივ  არაფერს  ვუჩივი მაინცდამაინც  და თქვენთან ჩემი მეუღლის დაჟინებული თხოვნით მოვედი,  ამ წუთას მას ვესაუბრე და ვუთხარი , რომ    აქა ვარ და სხვანაირად არ ძალმიძს----ცოტა ირონია გაურია. 
      მოდი თავიდანვე შევთანხმდეთ , რომ ერთმანეთს ბატონობის გარეშე , მივმართავთ.  მეორეც რადგან მაინც ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიმკურნალოთ, უფრო სწორედ შევცვალოთ , ჩვენი ცხოვრების წესი , ალბათ ცოტათი  გვაწუხებს    პრობლემები, რომლებიც ჩვენს გარშემო გაჩნდა და რომელიც მანამდე არ ყოფილა.  იცი შენმა  პასუხმა ერთი ანეგდოტი მომაგონა ;    "ერთს ეკითხებიან პამიდორი გიყვარსო? და ეს პასუხობს ; საჭმელად კი და ისე მაგის დედაცო"
        ეგრეა ზურა ბატონო ,მართლაც  ჰგავს  რაღაცით.  თან პამიდორი  მეც საჭმელად  მიყვარს.-----ორივეს გაეცინა
      რამდენი ხანაი,  რაც    ეს პრობლემა გაწუხებთ.
      თქვენი ნებართვით , მე  მაინც ასე გიპასუხებთ; რაც, ჩემი სმა (დავამატებ, ოდნავ გადამეტებული) ჩემი ოჯახისთვის პრობლემა გახდა , იქნება  ალბათ  ორი  წელი.
        რა სიხშირით  სვამ.
        როცა, "ზაპოი"  მაქვს ყოველდღე ვსვამ , ხანდახან 2-ჯერ, 3- ჯერ, მაგრამ ეს იშვიათად ხდება, უმეტესად    დღეში ერთხელ  , რომ  მოსაღამოვდება  მაშინ ვიწყებ.
        რატომ, რა ხდება  ამის მიზეზი ?
        არ  ვიცი,  მღრნის შიგნიდან რაღაცა თითქოს , ვშფოთავ და სევდა მაწვება , ვსვამ და გადამივლის , გეცოდინებათ , ეხლა ეს ყველაფერი როგორც არი.
        გიორგი  ყველაზე      ხანგრძლივი      "ზაპოი"  რამდენხანს გაგრძელებულა?   
        ყველაზე დიდხანს , რასაც ვიხსენებ. 2 წელი გამიგრძელდა , ყოველდღე ვსვამდი ,    ხანდახან საღამოობით 200 გრამ არაყს დავლევდი და ეგ იყო, ოღონდ ყოველდღე.      სხვანაირად ვერ ვიძინებდი და იმიტომ ვსვამდი, ვერ ვიძინებდი იმითომ, რომ შფოთვები მქონდა მაშინაც.
      იცი რა არი გიორგი?  მე შენ ახალს ვერაფერს გეტყვი, შენც იცი და მეც რომ ლოთობის მიზეზი გარდა ფიზიკურისა, უფრო სულიერი და ფსიქოლოგიურია, ამის გამოა სანამ არ გააცნობიერებ მიზეზს, რის გამოც გინდება დალევა,  თითქმის შეუძლებელია მაგას  მოერიო , მითუმეტეს,  როცა ამ ყველაფერს უკვე ორგანიზმის მოთხოვნაც ემატება, ამდენი  დროის  განმავლობასი მიჩვეულის გადაჩვევა ძნელია.  ყველაზე ძნელი ისაა, რომ ტვინი ეწინააღმდეგება, ნამდვილი მიზეზის დადგენას და ცდილობს ათასი  სხვა მიზეზი მოიგონოს , ოღონდაც ეს ნამდვილი არ იყოს. აქვს ეს თვისება ტვინს. ყველანი გადარჩენისთვის ვბრძოლობთ და ჩვენი ტვინიც გადარჩენას ცდილობს, არ უნდა ის ნამდვილი ამოატივტივოს და გააცნობიეროს , რადგან ტკივილის გადატანა მოუწევს იცის და ცდილობს აცდეს ამას. მთელი ჩვენი სეანსების მიზანი, სწორედ ჭეშმარიტი  მიზეზის დადგენა  და მისი გაცნობიერება  იქნება, თუ საჭირო  გახდა  და ალბათ დაგვჭირდება , მედიკამენტოზურ მკურნალობასაც მივახმართ. 
      ბატონო ზუ...-  მაგაზე ხომ შევთანხდთით?  ბატონო არა ,  უბრალოდ ზურა , ჩვენ შორის უნდა წაიშალოს ზღვარი ექიმისა და პაციენტის , ჩვენ ეხლა ამ წუთიდან ორნი ერთში ვიქნებით.  იმ ადამიანად უნდა ვიქცეთ,  რომელიც ცდილობს ,ერთი მავნე, ჩვევა მოიშოროს , უფრო სწორედ ჩვევა რომელიც შეიძლება თავისთავად მავნე არ იყო, მაგრამ გამავნევდა, რა მაგარი სიტყვაა , “გამავნევდა”
        მოკლედ შენ ეძებ ,  მე მიჭირავს ფანარი რომლის შუქზეც ჩვენ ორივე ვმოძრაობთ , მე გინათებ და მოგყვები შენ  და ხანდახან თუ დავინახე,    გადასავარდნია და შენ ვერ ხედავ მე გეტყვი,  რომ  იქ უფსრკლულია    და ეს შენ არ უნდა გეწყინოს.  შევთანხდით? 
      კი ბატონი იყოს ეგრე, მაინც რამდენი სეანსი დასჭირდება, ზურა ამ ამბავს.
      რა გითხრა იყო  შემთხვევები,  როცა 10-15 სეანსში  დიდი პროგრესი მქონია…
      და დროში, რამდენი ხანი უნდა ამ სეანსებს?  ყოველდღე თუ დღეგამოშვებით თუ როგორ?
      თავიდან 3-4 სეანსი ყოველდღე ივლი, ორსაათამდე  გრძელდება თითო სეანსი    და  მერე შევხედავთ,  შეიძლება 2 - 3  დღის გამოტოვებით, მოგიხდეს ჩემთან მოსვლა,  სამაგიეროდ  გარკვეულ ვარჯიშებს სახლში,    ყოველდღე შეასრულებ.
      მოკლედ , არ ელოდა და  სიტუაცია  ისეთი  გამოიკვეთა, რომ  ფსიქოლოგი  სერიოზულად უდგებოდა ამ საქმეს და გიო მიხვდა,  რომ ეს ხუმრობას  აღარ  ჰგავდა, ხათრით  იყო  მოსული  და აღმოჩნდა,  აქ სერიოზულად უპირებდენ  განკურნებას---იდიოტობაა ყველაფერი, იდიოტობა--- თავის თავზე  ეცინებოდა.     
        სხვა გზა არ იყო , მონაწილე თვითონ იყო ამ იდიოტობისა და პატიოსნად უნდა შეესრულებინა  დამჯერი პაციენტის როლი. 




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები