 | ავტორი: ნინო99 ჟანრი: პროზა 1 თებერვალი, 2011 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ქუჩაში ფართო ნაბიჯებით მიალაჯებდა ზურო, სახეზე უაზრო გამომეტყველება აღბეჭდვოდა,თუმცა,ვინ იცის,იქნებ მეჩვენებოდა-ზურო ხომ სიარულისას ისე დაბლა ხრიდა თავს,რომ მისთვის თვალებში ჩახედვა თვით ყველაზე ჭკუამოქნილსა და მოხერხებულსაც კი გაუჭირდებოდა. მიდიოდა ზურო, ნაბიჯებს ისე მტკიცედ ადგამდა,თითქოს სადღაც გულისსწორი ელოდება და მასთან სიახლოვეს ესწრაფვისო; არადა, ვიღაცამ თქვა- ზუროსნაირებს სიყვარული არ შეუძლიათო. დებილი იყო ზურო, განუვითარებელი ჭკუა-გონებით მიაღწია ახლადშეღერებული ყმაწვილობის ასაკს. მნახველნი-ზოგნი იბრალებდნენ, ზოგნი დასცინოდნენ, ზოგნი წუთიერად მოდენილი ცრემლით აჯილდოვებდნენ, ბევრნი კი-ქვის სროლითა და მუშტი-კრივითაც. აი, ზურო კი არასოდეს დაფიქრებულა თავის წილხვედრ სვე-ბედზე, არც თავისადმი სიბრალულის გრძნობა შეპარვია თანატოლების შემხედვარეს. ვერა და ვერ შეძლეს ცხოვრების მშფოთვარე ზვირთებმა ზუროს თავიანთ ტალღებში ჩაძირვა. შეუპოვარი იყო ზურო, რკინის გულ-მკერდი ჰქონდა, სულში კი გავარვარებული ღველფი ბალღობიდანვე ჩაეღვარა მისთვის უზენაესს. ზუროს არც ბედნიერებისაგან უტირია არასოდეს და არც დიდ უბედურებას მოუგვრა მისთვის სიმწრის ცრემლი. სულიერი ტკივილი თუ სიამოვნების განცდა ისეთივე მიუღებელი და უცხო იყო ჭკუანაკლული ბიჭისათვის, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავისათვის-საკუთარ სიკვდილთან სიახლოვე; შეჭამდა-ნასიამოვნები იყო, სცემდნენ-სტკიოდა, სტკიოდა და ტიროდა. ზურო ინსტიქტებით არსებობდა, ასე სჯეროდა ყველას. არადა ზუროს უყვარდა,დედა უყვარდა. მამა რომ სცემდა, დედას ცხვირს ცხვირზე მიადებდა და ზლუქუნებდა.დედის გულის კვნესას სწორედ იმ ინსტიქტებით გრძნობდა,ჩვენ რომ ცხოველურს ვეძახით; შეჩვეული იყო დედის თბილი ხელისგულებიდან მისთვის, ჭკუანაკლულისთვის საჭირო რაოდენობის სითბოს მიღებას და ერთგვარი პრეტენზიითაც ითხოვდა კუთვნილს. ზურო არავის არ იცნობდა მშობლების გარდა,ასჯერაც რომ ენახა ერთიდაიგივე პიროვნება, ჭკუა-გონების დაძაბვა და დამახსოვრება მის გონებაგამოფიტულ თავს არ სჭირდებოდა. მისთვის ყოველი შეხვედრა ადამიანთან, ყოველი გამოლაპარაკება ახალ სამყაროში კარისშეღებას ნიშნავდა; თუმცა ყველას როდი ელაპარაკებოდა...ვინ იცის, რითი ჰყავდა გამორჩეული თავის რჩეულნი. "მე დედა ენა მაქვს, ვათვალიერებ ხოლმე", სიხარულით ეტყოდა შემხვედრს, თუნდაც დღეში ოცჯერ. "იცი, რა ლამაზია?!"- დააყოლებდა. არადა ღმერთმა უწყის, სურათებს რა კრიტერიუმებით აფასებდა, ანდა როგორ აღიქვამდა ჭრელა-ჭრულა ფერებს. "როგორა ხარ, ზურო?" ჰკითხავდი და თუ მოეწონებოდი , ძალიან ახლოს მოვიდოდა, თავის უაზრო თვალებს შენს თვალთამზერას ჩაასობდა და თუ კარგ ხასიათზე იყო, შეკითხვას უპასუხოდ დატოვებდა, თუ სტკიოდა, გიპასუხებდა-"აბა,როგორა ვარ, მამაჩემმა კიდევ მცემაო," თვალები გულიდან მოწურული ცრემლით აევსებოდა და გააგრძელებდა გზას. ფართო ნაბიჯებით დაალაჯებდა ზურო, გამუდმებით თავის სახლს დაეძებდა; მთელი დღის განმავლობაში შეეძლო უაზროდ ეხეტიალა. გონებაგაფანტულ თავში ფიქრები რომ მოეჯარებოდა, ორივე ხელს თავზე შემოიჭდობდა და საოცარი სისწრაფით გაიქცეოდა, რა თქმა უნდა უმისამართოდ... ძალიან ბევრს ფიქრობდა ზურო, ფიქრობდა და ყველა ძაფის ერთად შეკრებას ცდილობდა. ბოლოს, რომ დარწმუნდებოდა-სიმართლის აღმოჩენის ზღვრამდე მივედი და ახლა კი ამოვხსნი ამ ჩემს თავსატეხსო, სწორედ მაშინ ეფანტებოდნენ გონების უკიდურესობამდე დაძაბვის ფასად მოგროვილნი და ყოველივეს თავიდან იწყებდა. აი, ასე წვალობდაზურო, წლები კი ემატებოდნენ და ემატებოდნენ. იზრდებოდა ზურო და დაფანტული ჭკუა-გონებაც უფრო მეტად ეძაბებოდა. გრძნობდა, რაღაცა მაგრად გაფუჭდა, ის, რაც ოდესღაც ასე კარგად იყო, და მაინც, ვერაფრით ამოეხსნა, რისი სურვილი და წყურვილი კლადა აგრერიგად უკვე დაჭაბუკებულს. არადა, ვიღაცამ თქვა-ზუროსნაირებს სიყვარული არ შეუძლიათო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას ტოვებს დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას ტოვებს
7. მადლობთ, რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებ. მადლობთ, რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებ.
6. დებილი იყო ზურო- აი, ეს არ მომეწონა :( კიდევ "დედა ენა" ბრჭყალებში უნდა და აქა-იქ კიდევ არის პუნქტუაცია შესასწორებელი... საერთო ჯამში მომეწონა და დამასევდიანა :( წარმატებები! დებილი იყო ზურო- აი, ეს არ მომეწონა :( კიდევ "დედა ენა" ბრჭყალებში უნდა და აქა-იქ კიდევ არის პუნქტუაცია შესასწორებელი... საერთო ჯამში მომეწონა და დამასევდიანა :( წარმატებები!
5. მგონი, ყველაზე ბრმად და ყველაზე ძლიერად მათ შეუძლიათ ზუსტად :)
კარგი იყო, მოიტანა ემოცია. მგონი, ყველაზე ბრმად და ყველაზე ძლიერად მათ შეუძლიათ ზუსტად :)
კარგი იყო, მოიტანა ემოცია.
4. აუ ეს რატო დადე? კიდე ეს მინდოდა მეე? ისედაც ნაგავ ხასიათზე ვარ
აი ყველა მამამისისნაირი დამაყენებინა კედელთან და მიმახვრეტინა რა აუ ეს რატო დადე? კიდე ეს მინდოდა მეე? ისედაც ნაგავ ხასიათზე ვარ
აი ყველა მამამისისნაირი დამაყენებინა კედელთან და მიმახვრეტინა რა
2. არ იქნება, იმიტომ რომ ზურო დიდი ხანია გაფრინდა მეხუთე სართულიდან. არ იქნება, იმიტომ რომ ზურო დიდი ხანია გაფრინდა მეხუთე სართულიდან.
1. ნეტა გაგრძელება იქნება?:-? ნეტა გაგრძელება იქნება?:-?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|