ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლომსაძენინო
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2011


გვირილების გვირგვინი

არ მიყვარსო ნაწნავები,
    თმები
        შენი
          ხელით 
                  დაწნულ
                          გვირილების
                              გვირგვინს ოცნებობს და...
ატკაცუნებს ზამთრის ქარი ფოთლებშემოძარცვულ ტოტებს...
მიჩურჩულებს გუშინ, დავიჭირე ფიქრის ხაზი შენს სახეზე...
გაუქურდავს ყველა აფეთქება ჩვენში შვიდი გაზაფხულის...
სულში ჩამრჩენია
                    შემთხვევით  ნასროლი
                                            შენი პაწაწინა თაიგული...
მივეჩვიე თბილად შეფეთებას ისე,
                                            თითქოს არაფერი...
მერამდენედ გნახო,  ასე შემთხვევით
                                და მერე გაგიხსენო დანანებით?...
''ადე დამიძახე...
              არ გამიშვა ხელი'' ...
                        დავიჭირე თავი
                                      ყველა შეფეთების
                                                            შემდეგ
                                                                        შენგან ამას
                                                                                          ველი...
თუმცა კვლავ დავრჩები თავთან
                                                მარტო,
მოვიხურავ კარს და
ისე მომინდება ვწერო,
ასე მიჩვეული ვარ და,
ვითხოვ მიუწვდომელს ღვთიურს,
თუ შენს შეყვარებას ვბედავ,
ლექსად ვეღარ დავწერ ფიქრს თუ?! ...
შეშლილს რას დაუშლი ქვეყნად?
თავს თუ მოგაბეზრებთ წერით
რითმებგადამთვრალი ტექსტით
ჩემი უთავბოლო ლექსის...
ასე მიჩვეული ვარ და
ვითხოვ მიუწვდომელს
                            ღვთიურს
თუ შენს შეყვარებას ვბედავ
ლექსად ვეღარ დავწერ ფიქრს თუ?! ...
P(ი).(ე)S. ერთსაც ვიტყვი აქვე
მკითხველს ბოდიშს ვუხდი, რადგან
კითხვით გადავღალე, ჰო და
თუ არ მაპატია მაშინ...
უკან აიკითხოს სრულად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს