ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2011


შეიძლება

ისეც შეიძლება, რომ თავს აჯერებდე
სადღაცას ვიღაც გელოდება.
იწვე ოთახში. გარეთ ამ დროს
წვიმა რომ იყოს, მოიხდენდნენ სხვისი ლექსები
მაგრამ ეს არა.
ამიტომაც უნდა ცხელოდეს.
შენ იწვე შენთვის.
გეგონოს რომ ვინმეს მოაკლდი,
რომ შენს პროფილს ფეისბუქზე,სადმე ფორუმზე
დღეში შვიდჯერ არეფრეშებენ.
ცრუ იმედია ყველაფერი.
შენც კარგად იცი-რომ არავის მოაკლდები
შენივე თავის გარდა.
რომელიც თვლიდა-რომ იყავი ცამდე მართალი.
თუმცა ისეც შეიძლება:
რომ იწვე შენთვის. გარეთ ისევ უნდა ცხელოდეს
შენ იყო მკვდარი
და სულ ყველა ხორცზე გეკიდოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები