ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მარია
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2011


დაველოდები...

შეხვედრით მხოლოდ გულში ვხვდები მე შენს ხატებას
და რაც მეტს დავლევ, მეტი დარდი მომეძალება,
რისხვით ანთებულს გადაგაქცევ შენ ჩემს ზმანებად
და მერე თუნდაც გადავიქცე ცივ ქანდაკებად.
                  დამაქროლებენ აღმა–დაღმა ჩემი ფიქრები
                  და მეც სულელი მათ იდუმალ ნებას მივყვები,
                  მთებს გადავუფრენთ,ზღვებს გავცურავთ ნაზი დინებით
                  სუსხიან ღამეს, ზღვის ტალღებზე გავიყინებით.
გონს მოგებული თავს დავაღწევ მტანჯველ ტყვეობას,
უცბად მოვარდნილ მგზნებარებას არ ვაზიარებ, 
და რაც მეტს დავლევ, უიმედოდ დავცლი ფიალებს,
დაველოდები იმ სასწაულს, რომ აგვიანებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები