ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თე_თე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 თებერვალი, 2011


თოვს …

თოვს … სულში ითეთრებს ფანტელი ბუდეს …

უამინდობას ვაბრალებ მუზებს და დავწერ, დავღლი ნაფერებ ფურცლებს და თვალებს , შენი სულის ორ დიად სარკეს … გთხოვ , ჩამისახლე , შენში ჩამტოვე ,მცივა სიმშვიდე ...

თოვს … მელანქოლია დამჩემდა იცი ? ვერ ავირიდე უკმარისობა უშენოდ სუნთქვის , გულს ძგერა უნდა , მონოტონური არითმიით ვიხრჩობი, მიკვირს …. თუმცა , იტყვიან : სურდა სიცოცხლე …

თოვს… და ეული ფიფქი მამხნევებს , მართობს … ვიცი, იფიქრებ … მაგრამ გახსოვდეს : მე აღარ გნატრობ !





Te...



04/02/2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები