ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით სოლოღაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2011


შეწირული გული

რატომ შფოთავ შეწირულო სულო?
ნუთუ კვლავაც ნაწყენი ხარ ჩემზე,
რისთვის ფეთქავ შეწირულო გულო?
თუკი წყენა არ გადაგდის დღემდე.

შენ ოცნებავ გაფრენილო ჩემო,
მიმატოვე და იხსენი თავი,
შენ გონებავ დაბინდულო ჩემო,
მაპატიე რომ გამიხდი ავი.

სიცოცხლეო ნაჩუქარო ღვთისგან,
ვერ გაიგე ამ ცხოვრების გემო,
მაპატიე რომ მივეცი მე სხვას,
ბოძებული შენგან ღმერთო ჩემო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები