 | ავტორი: ფუსუსუნა ჟანრი: პოეზია 8 თებერვალი, 2011 |
ძალიან მშვიდად, უცნაურად მიყვარხარ ახლა, ძალიან მშვიდად, უცნაურად მეოცნებები, როგორ დავსხდებით მოხუცები მზისფერ რაფასთან და, ჩამთბარები ერთმანეთით, გადავთეთრდებით...
და მივაფიცხებთ ყვითელ სხივებს უკვდავ ოცნებას, ხელისგულებზე სიცოცხლის ხაზს რომ შერჩენია, ჩუმი ღიმილით გავუყვებით გამოქვაბულში, სადამდეც გზაა საცალფეხო, მხოლოდ ჩვენი, და
შორს მოვიტოვებთ ჭაღარა თმას, წლების სიმძიმეს, ან რას დაგვაკლებს გაწოლილი უპესთან ხაზი... მზე მოგვიჭუტავს ცოცხალ თვალებს ყვითელი შუქით და გამოგვაყრის ჭორფლად ცხვირზე სიცოცხლის ხალისს...
ძალიან მშვიდად, უცნაურად მიყვარხარ ახლა, ძალიან მშვიდად, უცნაურად მეოცნებები, ასი წლის მერე ჩამოვსხდებით მზისფერ რაფასთან და, ჩამთბარები ერთმანეთით, გადავთეთრდებით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. :) არ ვიცოდი თქვენი ეგ ლექსი :) სასიამოვნოა, რომ ეს სურათი მარტო მე არ მელამაზება :) :) არ ვიცოდი თქვენი ეგ ლექსი :) სასიამოვნოა, რომ ეს სურათი მარტო მე არ მელამაზება :)
14. ერთი ჩემი ლექსი გამახსენა ეხლა ამ მშვიდმა ლექსმა...5
- შევხვდეთ...?! არ იცი, რა სთქვა, დიდსულოვნად ისევ ჩერდები... -მივეყუდოთ ზურგით ერთმანეთს და ვისხდეთ მზეზე დიდხანს...დიდხანს..., როგორც ბებრები. - გიჟი არა ვარ, უცნაურად ნუ მაშტერდები!
ერთი ჩემი ლექსი გამახსენა ეხლა ამ მშვიდმა ლექსმა...5
- შევხვდეთ...?! არ იცი, რა სთქვა, დიდსულოვნად ისევ ჩერდები... -მივეყუდოთ ზურგით ერთმანეთს და ვისხდეთ მზეზე დიდხანს...დიდხანს..., როგორც ბებრები. - გიჟი არა ვარ, უცნაურად ნუ მაშტერდები!
11. ლამაზი სული ჩანს ამ ლექსის მიღმა:) + უსასრულობა ჩემგან! ლამაზი სული ჩანს ამ ლექსის მიღმა:) + უსასრულობა ჩემგან!
10. საოცრად მშვიდი და სიყვარულიანი ლექსია :) საოცრად მშვიდი და სიყვარულიანი ლექსია :)
9. ავტორი: ფუსუსუნა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 3
8 თებერვალი, 2011
უკეთესის იმედით. ავტორი: ფუსუსუნა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 3
8 თებერვალი, 2011
უკეთესის იმედით.
7. შენი სახელი და გვარი ფუსუსუნაზე მეტს ამბობს ვითომ :)) მეოთხე კომენტარის გასაგონად : ) შენი სახელი და გვარი ფუსუსუნაზე მეტს ამბობს ვითომ :)) მეოთხე კომენტარის გასაგონად : )
6. სიყვარული თუ სულ მღელვარე და ანთებული იქნა, ნაადრევად დაბუგავს ადამიანს ( : ხან ასეა და ხან - ისე : )
მადლობა, ვინც კითხულობს :)
პ.ს. ჩემი საყვარელი ნაწარმოებიდან საყვარელი სიტყვა დავირქვი და არც მე მესმის, რა პრობლემაა. სიყვარული თუ სულ მღელვარე და ანთებული იქნა, ნაადრევად დაბუგავს ადამიანს ( : ხან ასეა და ხან - ისე : )
მადლობა, ვინც კითხულობს :)
პ.ს. ჩემი საყვარელი ნაწარმოებიდან საყვარელი სიტყვა დავირქვი და არც მე მესმის, რა პრობლემაა.
5. ბოლო სტროფი მომეწონა, წარმატებები...რაღაცნაირი სიმშვიდეა აქ...:) ბოლო სტროფი მომეწონა, წარმატებები...რაღაცნაირი სიმშვიდეა აქ...:)
4. მშვიდი და უცნაური სიყვარული არ გამიგია, სიყვარული მღელვარე, გიჟური, ცეცხლოვანი და ანთებული ვიცი მე!! :P
პ.ს. ისე რა უცნაური ნიკებით ხართ ხალხო, სახელის და გვარის დაწერა რატომ არ გინდათ? არ მესმის ამ ხალხის............... :-I
მშვიდი და უცნაური სიყვარული არ გამიგია, სიყვარული მღელვარე, გიჟური, ცეცხლოვანი და ანთებული ვიცი მე!! :P
პ.ს. ისე რა უცნაური ნიკებით ხართ ხალხო, სახელის და გვარის დაწერა რატომ არ გინდათ? არ მესმის ამ ხალხის............... :-I
3. მშვიდი ლექსი... გაიხარე :) მშვიდი ლექსი... გაიხარე :)
1. როგორც ლექსი სუსტია, მაგრამ სწორედ ის ერთადერთი ვარიანტია სიბერის, რომელსაც გავუძლებდი. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში სიბერემდე სიკვდილი მინდა.
+1
როგორც ლექსი სუსტია, მაგრამ სწორედ ის ერთადერთი ვარიანტია სიბერის, რომელსაც გავუძლებდი. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში სიბერემდე სიკვდილი მინდა.
+1
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|