ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რატითაბაგარი
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2011


  ჩამოტვირთვა

წვიმას გავატანოთ

წვიმა მოდის და იღვრება წვეთებად,
როგორც, გოგო თავის თავზე მტირალი,
ბაღში ზის და დარდიანი ვერც ჰბედავს,
წვიმას ანდოს თავის ფიქრი მტვრიანი,
რომ გაწმინდოს ჭუჭყისაგან ფიქრები
და დაახშოს გული ანატირები.
ისევ იქ ზის და სლუკუნებს მშფოთვარე,
წვიმაც სტირის მასთან ერთად, ვგონებ მე,
ვგონებ, ცოტა მეტსა გამბედაობას,
წვიმას ვანდოთ და მის წვეთებს ნაღველი.
ცრემლი მხოლოდ ორი წუთს სევდაა,
სევდა კიდეც, ორი წუთის მიზეზი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები