ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეჯი ქანდელი
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2011


ვარსკვლავთ ალმასები

მთვარემ მოვერცხლა ყინვის
თასები.
ხეების აჩრდილს გადააქსოვა
ღამის
დასები.
შებინდულ ცაზე დაიკაწრა
ვარსკვლავთ
ალმასები.
ღამე გაიყინა,
მთვარის ბროლებით.
სიჩუმე აცეკვდა
ქარის ქროლებით.
ბუხარი დაიღალა
კვამლის ბოლებით.
ღამე გაიყინა.
მთვარემ მოვერცხლა ყინვის
თასები.
ხეების აჩრდილს გადააქსოვა
ღამის
დასები.
შებინდულ ცაზე დაიკაწრა
ვარსკვლავთ
ალმასები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები