ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მარია
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2011


დასანანია

წვიმა მიყვარს და ქარისაც მესმის,
ორივე ჩემთვის ახლობელია.
თოვლის ფიფქებიც კარგად მიგებენ
ციდან ნარ–ნარად რომ ეშვებიან.
          თუმცა, დუმან და ასე მდუმარედ
          მზის ნაზ სხივებზე ირეკლებიან,
          დაეშვებიან დაბლა მიწაზე
        და ასე ჩუმად, იქ დადნებიან.
                    მე ღამეც მიყვარს, უკუნი ღამე,
                    ცა ვარსკვლავებით სავსე, უძირო.
                    ზღვაც ბობოქარი და იდუმალი
                    არ მომწყინდება სულ რომ ვუცქირო.
ღამის ბინდი და დილის რიჟრაჟი,
ზოგჯერ დარია, ხან ავდარია,
ჩაწყვდიადებულ ლაბირინთებში,
ოცნება კვდება... დასანანია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები