ლოცვა
შემაძლებინე, ჰოი, უფალო, ფეხზე დადგომა, - მამძიმებს სული, თავდახრილი შენს წინ ქედს ვიდრეკ და შეცოდებას ნუ ჩამითვლი შენგან განდგომად...
მომეცი ნიჭი ახლის შექმნის, ფიქრთა განდობის, მოყვასისადმი მიტევების, მოძმის დანდობის - სულში შენდამი სასოება ციალებს ვიდრე!....
ცრემლიანი ღიმილი
მომეპარა საღამო, როგორც მზირი ვერაგი და ქუჩებში სიბნელის მეუფება დაეშვა... არსად ციცქნა სიკეთე, არაფერი საამო.. ძვალს მიბურღავს სიცივე - ღამის პირისფარეში.
და მე როგორც კეთროვანს არავინ მეკარება, ყველა თავის ნაჭუჭში მოლუსკივით შემძვრალა... თითქოს ვინმეს ეთხოვა - სულში რომ დაეთოვა. - ეხლა გამომეთხოვა და სულ ჩამომეცალა ის, რაც დღემდე მათბობდა და მმატებდა იმედებს, რითაც დღემდე საზიზღარ, უგვან ყოფას ვუძლებდი, რაც ბოლოს გავიმეტე - ეხლაც ვნანობ დათმობას! - გაქრა რითაც ცხოვრებას ცოტა მშვიდად ვუმზერდი....
ცხოვრებაში ამისთვის ღირდა დაგვიანება? ღირდა გადამეტანა ამოდენა ტკივილი? მე ბრბოს - როგორც უაზრო, უხერხემლო სოციუმს, ვუყურებდი მდუმარე, ცრემლიანი ღიმილით...
2000-2001 წლები
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. გმადლობთ :) გმადლობთ :)
16.
ლოცვა უდავოდ კარგი იყო......
დანარჩენიც არაა ცუდიი.........
საბოლოოდ ჯამში.... +5
ლოცვა უდავოდ კარგი იყო......
დანარჩენიც არაა ცუდიი.........
საბოლოოდ ჯამში.... +5
15. ,,და მე როგორც კეთროვანს არავინ მეკარება, ყველა თავის ნაჭუჭში მოლუსკივით შემძვრალა.."_ მოლუსკების ეპოქაა ლამის :) პ.ს. ამ ლექსზე უფრო მეტ შეფასებასა და კომენტარს ველოდი,ისე :) +2 ,,და მე როგორც კეთროვანს არავინ მეკარება, ყველა თავის ნაჭუჭში მოლუსკივით შემძვრალა.."_ მოლუსკების ეპოქაა ლამის :) პ.ს. ამ ლექსზე უფრო მეტ შეფასებასა და კომენტარს ველოდი,ისე :) +2
14. მე ბრბოს - როგორც უაზრო, უხერხემლო სოციუმს, ვუყურებდი მდუმარე, ცრემლიანი ღიმილით...
შენ გაიხარე ამ სიტყვებისთვის რაა. მე ბრბოს - როგორც უაზრო, უხერხემლო სოციუმს, ვუყურებდი მდუმარე, ცრემლიანი ღიმილით...
შენ გაიხარე ამ სიტყვებისთვის რაა.
13. უშურველი +2 უშურველი +2
12. გმადლობთ ბატონებო და ქალბატონებო :) ზაზა, კარგი იქნება მერაბ კოსტავას ლექსებს კიდე ცალკე თუ დადებ, მომეწონა ეს ლექსი. გმადლობთ ბატონებო და ქალბატონებო :) ზაზა, კარგი იქნება მერაბ კოსტავას ლექსებს კიდე ცალკე თუ დადებ, მომეწონა ეს ლექსი.
8. ცრემლიანი ღიმილით... ცრემლიანი ღიმილით...
7. საჩემო არაა საჩემო არაა
5. შემაძლებინე, ჰოი, უფალო, ფეხზე დადგომა, - მამძიმებს სული, თავდახრილი შენს წინ ქედს ვიდრეკ და შეცოდებას ნუ ჩამითვლი შენგან განდგომად...
მომეცი ნიჭი ახლის შექმნის, ფიქრთა განდობის, მოყვასისადმი მიტევების, მოძმის დანდობის -
გაიხარე!!! 55
ლოცვა
შემაძლებინე, მაღალო ღმერთო, მოყვასთა ჩემთა მუხლი ვუყარო, მოძმე მკერდიდან არ მომივკვეთო, ტრფიალი მისი არ განმიქარვო.
გთხოვ, მარტვილობა მიქციო ბრძმედად, გარდასახდენი არ განმარიდო, ღირსად მყო ძისა შენისა ჭვრეტად, ჩემის ცხოვრების სამაგალოთოდ.
რამეთუ მწადის დიდო გამჩენო, მოსახდენს ზურგი არ შევაქციო, სურვილი შენი, განზრახვა შენი, მიზნები შენი ჩემად ვაქციო.
მერაბ კოსტავა
შემაძლებინე, ჰოი, უფალო, ფეხზე დადგომა, - მამძიმებს სული, თავდახრილი შენს წინ ქედს ვიდრეკ და შეცოდებას ნუ ჩამითვლი შენგან განდგომად...
მომეცი ნიჭი ახლის შექმნის, ფიქრთა განდობის, მოყვასისადმი მიტევების, მოძმის დანდობის -
გაიხარე!!! 55
ლოცვა
შემაძლებინე, მაღალო ღმერთო, მოყვასთა ჩემთა მუხლი ვუყარო, მოძმე მკერდიდან არ მომივკვეთო, ტრფიალი მისი არ განმიქარვო.
გთხოვ, მარტვილობა მიქციო ბრძმედად, გარდასახდენი არ განმარიდო, ღირსად მყო ძისა შენისა ჭვრეტად, ჩემის ცხოვრების სამაგალოთოდ.
რამეთუ მწადის დიდო გამჩენო, მოსახდენს ზურგი არ შევაქციო, სურვილი შენი, განზრახვა შენი, მიზნები შენი ჩემად ვაქციო.
მერაბ კოსტავა
4. ცხოვრებაში ამისთვის ღირდა დაგვიანება? ღირდა გადამეტანა ამოდენა ტკივილი?
++++++++++5555555555 ცხოვრებაში ამისთვის ღირდა დაგვიანება? ღირდა გადამეტანა ამოდენა ტკივილი?
++++++++++5555555555
3. კარგია ვერაფერს იტყვი. კარგია ვერაფერს იტყვი.
2. ეხერხემლო სოციუმს, (აქ უხერხემლო მგონი) + ეხერხემლო სოციუმს, (აქ უხერხემლო მგონი) +
1. ძალიან ლამაზი ფურცლები შერჩენია შენს უბის წიგნაკს +2 :) ძალიან ლამაზი ფურცლები შერჩენია შენს უბის წიგნაკს +2 :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|