ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2011


თოჯინა პროსპექტზე

ტილოზე დაგხატე... მღვრიე-იისფერი თვალებით
ჭრილობებს ვლამბავდი თუმცა არ გაუძლო ძაფებმა -
ოქროს... თმიანი ხავერდი, მუდამ ღია შლაპით
მიცურავს შილიფად წელზე და... ახლა ცა გამოფენს

ვარსკვლავებს... ან, როცა ნამზეურს და-კიდებს საშაროდ
ცდილობ შენი სახე დამალო სივრცეში გაჟღენთილ
აურით! ახლა ტკივილს გრძნობ და ტკივილი აგყაროს
უფალმა... უფალიც მოიხარა წელში და დენთი

ჩამოიქცა... საზურგე აუწითლდა დედამიწას
მარცხნიდან უენო ფერი და დეკორი ჩარაზეს
(ანუ - თოჯინა მიუყვება პროსპექტს და წაიქცა -
უკანა პლანი გაშეშდა ხელ-ჯოხით ტრასაზე...)

მის წინ ბრბო - მოხდილი... მდიდარი ემოციით-სავსე,
და როცა განწყობა გადამაქვს ტილოზე მკაფიო...
ვცდილობ დაგინახო ნაჭრებად, უშუალო ხაზზე
და ასე რიტმულად მივაგნო სუ(ლ)ყველა რაციონს.

შილიფად ჩაცმული ლაგდები კონტრსტში - ირიბი
ფერით და მტკაველით ვაჯამებ ბოლო შტრიხს განივში
ბრბოა წერტილი და მოჩანდა ტრასაზე ხელ-ჯოხით,
თებერვლის ქარი და ფრიალებს მოვაჭრის კაბივით.


- - -

ჩანაწერს დართული აქვს მხატვრული ტილო, რომელიც ჩემივე შემოქმედებიდანაა... (იხ. ილუსტრაციებში)
შესრულებულია აკვარელში და პასტელში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები