ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სპილუკა
ჟანრი: საბავშვო
2 სექტემბერი, 2008


კიდე მინდა...

- აუ, რა მაგარია!.. პა...
- შემხედე რა მაღლა ვარ!.. პა...
- ნახე... ნახე... როგორი ჭრელი ვარ!.. პა...
- მეც ჭრელი ვარ... მეც... პა...
- მე ჭრელი კი არა, ლამაზი ვარ!.. პა...
- ჩვენ ორნი ვართ ერთად, ჩვენც ხომ ლამაზები ვართ?!. პა... პა...
- შემხედე მე მზე დავიჭირე... პა...
- მეე ნაახეე რაამხეელაა ვაარ, მეეც როოგოორიი ჭრეელიი დაა ლაამააზიი ვაარ, თაან რაა სიიმაა-ღლეეზეე დაავფრიი... პა...
- ჩვენ სულ ციცქნები ვართ, მაგრამ ჩვენც კარ-გები ვართ! ჩვენ შენთან გვინდა, ლოყებზე... პა... პა... ხელებზე... პა... პა... ცხვირზე პა... თვალები ხომ არ აგეწვა?.. პა... პა...
- მე კიდეეე... პა...
- მეეე... პა...
- პა...
- პა...
- ფჰუუ... ფჰუუ...

გაზაფხულის თბილი დღე იდგა. სკვერი მზის სხივებში გახვეულიყო და ყველა გამვლელ-გამომვლელს ყვავილების სურნელით ეფერებოდა. იქვე, უხვად შეფოთლილი ხეების ჩრდილში, პატარა სკამზე, ახალგაზრდა, ლამაზი ქალბატონი მოხერხებულად ჩამომჯდარიყო და წიგნს კითხულობდა. ხანდახან წიგნის ფურცლებს თვალს მოწყვეტდა და ალერსიანი ღიმილით გადახედავდა პაწაწინა გოგონას, რომელიც ხასხასა ბალახში მინდვრის ყვავილივით მოკალათებულიყო და საპნის ბუშტებს უშვებდა.

- დედიკო... დედიკო... წყალი ფაფუ!.. ბუშტები აღარ იბერებიან და მერე აღარ სკდებიან!.. პა-პას აღარ იძახიან!.. კიდე მინდა რაა!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები