 | ავტორი: თათია ჟანრი: პროზა 19 თებერვალი, 2011 |
- ბებო, დღეს დედა ექიმთან წაგვიყვანს? - არა ბებო, დედა ვერ მოვა, ზეცაში ცხოვრობს. - ბე, არც მამა მოვა? - ახლა ბიჭი ჩაენაცვლა კითხვით პატარა დაიკოს. - არა ბებო, მამაც ზეცაშია, დედასთან. - მოხუცმა სევდიანად ახედა კედელზე ჩარჩოს, საიდანაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იმზირებოდა. - ბებო, ნინოს დედიკო და მამიკო რატომ არ ცხოვრობენ ზეცაში? კარი გაიღო და ექიმი შემოვიდა... - როგორც კი გავიგე, ბავშვებს მაღალი სიცხე ქონდათ, მაშინვე გამოვიქეცი. - მობრძანდი შვილო, შენ გაგახარებს ღმერთი! არ ვიცი რა ვქნა, სიცხე ვერ დავუგდე სამი დღეა. წამლებიც ისეთი ძვირი ღირს, მე კი არაფრის საშუალება მაქვს. - წამლებს მე ვუყიდი, თქვენ არ იდარდოთ, მთავარია ახლა ბავშვები გამოჯანმრთელდნენ. არაფერი მინდა თქვენგან, ოღონდ აქ ვერ დავეხმარები, ქალაქში უნდა წავიყვანო გასასინჯად, ანთება არ იყოს... რამდენი ხალხი ყოფილა ქალაქში, რამდენი მანქანაა ან რამდენი ბავშვი?! - უკვირთ პატარებს... დედამ ვერა, მაგრამ ექიმმა კანფეტები უყიდა მათ. - ეს ბებოს წავუღოთ!- შეინახა ქურთუკის ჯიბეში პატარა ბიჭმა. - შენ მეტი აღარ გაქვს? აი, მე გაგიყოფ! - ცოტა მოაკბიჩა გოგონამ კანფეტს და უფრო დიდი ლუკმა ძმას ჩაუდო პირში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. გაიხარე :) მეც სიამოვნებით მოგიდუღებდი :) გაიხარე :) მეც სიამოვნებით მოგიდუღებდი :)
16. სიამოვნებით დავლევდი მეც ჩაის ამ ნიჭიერი და-ძმის გარემოცვაში, გადმომდებოდა იქნებ რაღაც :D სიამოვნებით დავლევდი მეც ჩაის ამ ნიჭიერი და-ძმის გარემოცვაში, გადმომდებოდა იქნებ რაღაც :D
15. ჩათველე,რომ უკვე მიირთმევ ჩაიმს :D :D :P ჩათველე,რომ უკვე მიირთმევ ჩაიმს :D :D :P
14. ვიცი ეგ ნაწერი და კარგია ძალიან!
ხუთიანს იმ პირობით დაგიწერ, ჩაის თუ მომიდუღებ:D
:-* ვიცი ეგ ნაწერი და კარგია ძალიან!
ხუთიანს იმ პირობით დაგიწერ, ჩაის თუ მომიდუღებ:D
:-*
13. კარგი მინიატურაა, ემოციებდაჭერილი :) კარგი მინიატურაა, ემოციებდაჭერილი :)
12. აუუუ;( ++++++++++++++++++++ აუუუ;( ++++++++++++++++++++
11. :( ეხლა ცრემლები მომადგა.............. :(( +2 :( ეხლა ცრემლები მომადგა.............. :(( +2
10. +5 ტკივილიანი და თბილი ნაწერია. +5 ტკივილიანი და თბილი ნაწერია.
9. გენაცვალე,ირაკლი :* გენაცვალე,ირაკლი :*
8. გულში დანის ჩარტყმის ფასია ეს. არა. უფრო უარესი...
მოკითხვა გულით... გულში დანის ჩარტყმის ფასია ეს. არა. უფრო უარესი...
მოკითხვა გულით...
7. აააააააა :(( უააააააა :(( ცუდოოოო :(( :| აააააააა :(( უააააააა :(( ცუდოოოო :(( :|
5. ჩემი ჭკვიანიივოოოო :) ჩემი ჭკვიანიივოოოო :)
3. უმძიმესი და ურთულესი გადასატანია ეს .......... ცრემლები წამომივიდა. ძალიან გულიანი ნაწერია. ყოჩაღ თათია. უმძიმესი და ურთულესი გადასატანია ეს .......... ცრემლები წამომივიდა. ძალიან გულიანი ნაწერია. ყოჩაღ თათია.
2. მეტკინა ახლა ობლები... მეტკინა ახლა ობლები...
1. - შენ მეტი აღარ გაქვს? აი, მე გაგიყოფ! - ცოტა მოაკბიჩა გოგონამ კამფეტს და უფრო დიდი ლუკმა ძმას ჩაუდო პირში...
++ - შენ მეტი აღარ გაქვს? აი, მე გაგიყოფ! - ცოტა მოაკბიჩა გოგონამ კამფეტს და უფრო დიდი ლუკმა ძმას ჩაუდო პირში...
++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|