ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: იუმორისტული
19 თებერვალი, 2011


ნამდვილი ამბები IV - ოთარ ჩხარტიშვილი

www.chkhartishvili.ge _ შეგიძლიათ ნახოთ.


ოთარ ჩხარტიშვილი მოსკოვში, იზმაილოვსკის პარკში 1974 წელს გამართულ მსოფლიოში გახმაურებულ  "ბულდოზერული გამოფენის"  ერთადერთი ქართველი მონაწილე გახლდათ. როგორც უკვე გითხარით საბჭოთა სისტემა კრძალავდა ავანგარდს ხელოვნებაში და  ეს გამოფენა ბრეჟნევის მთავრობამ  ბულდოზერებით ჩაშალა, ანუ, ნამუშევრებს ბულდოზერებით გადაუარეს. რამოდენიმე მონაწილე მოკლეს, ზოგი საზღვარგარეთ გაიქცა. ოთარ ჩხარტიშვილიც ვერ გადაურჩა დაკითხვებს, მაგრამ ამას არ შეუშინებია და მთელი სიცოცხლე  ავანგარდში მუშაობდა. არასოდეს დაუხატია ლენინის პორტრეტი, რომელის შესრულებაც  მთავრობის დაკვეთით ხდებოდა საკმაოდ ძვირი ღირდა, მიუხედავად იმისა, რომ ორი მცირეწლოვანი შვილი ყავდა და ოჯახს კატასტროფულად უჭირდა.

შესანიშნავი  კოლლაჟი „სპილო“  ერთერთი  ცნობილი შედევრი გახლდათ ჩხარტიშვილის ნამუშევრებში. ეს იყო რუსი ჯარისკაცის ქურთუკისაგან გაკეთებული სპილო, რომელიც ზუსტად გამოხატავდა რუსული პოლიტიკის სულს „Тупой и сильный „.
უყვარდა ეს ნამუშევარი და არა მარტო ოთარს. გასაყიდად ვერ იმეტებდა. ბევრი წელი ეკიდა სახელოსნოში და ბოლოს, როცა უკვე  „პერესტროიკა“ დაიწყო იძულებული გახდა  გაეყიდა.
ოჯახმა, როგორც წესი, აღებული თანხა სასწრაფოდ „ აითვისა „  და ლილოს ბაზარში წავიდა.  ბაზრიდან  დიდი ჩანთებით დაბრუნებულებულ  ცოლ_შვილს  გულდაწყვეტილმა შეხედა    და ისე,  სხვათაშორის იკითხა:
_ დეიმხვეთ ხომ ჩემი სპილო?!



# # #

ოთარ ჩხარტიშვილის ყოფილი მოსწავლე და დიდი მეგობარი მახო საავადმყოფოში იწვა, კუჭის ოპერაცია ქონდა გაკეთებული.
მივიდა ოთარი სანახავად. ხედავს მახო წევს, ვენაში გადასხმის აპარატი აქვს მიერთებული, კუჭთან  რაღაც მილი,  ხცვირშიც რაღაცეები აქვს მიერთებული.
ვერ მოითმინა:
_ რაა, ბიჭო ეს ?!  რავა  კანალიზაციის სისტემას დამგვანებიხარ !



# # #

ერთმა მეგობარმა მხატვარმა შესჩივლა:
_ მუდმივად მტკივა თავი, მეშინია კიბო არ მქონდეს.
_ აჰ, მაგი გამორიცხულია _ „დაამშვიდა“ ოთარმა _ ბაბაია, რაც თავი მახსოვს, უთავოდ დადიხარ და კიბო როგორ გიპოვის თავს ?!



# # #

ერთი მხატვარი  ქალი აფორიაქებული მივიდა მივიდა ოთართან.
_, ბატონო, ოთარ, სახელმწიფო დრამატულ თეატრში პიესა მივიტანე მხატვრებზე  და რეჟისორ ლევან სვანაძეს მოეწონა.
_ მართლა მოეწონა?! _ გაუკვირდა ოთარს.
_ კიიი !  ასე მითხრა, ძალიან მომეწონა, ყველა სცენა მიზანსცენაააო. არ მეგონა, ასეთ პიესას თუ მომიტანდა ვინმეო.
_ მართლა მასე გითხრა?!
_ კი.
_ მერე შენ არ შეგრცხვა, შენი პიესა რომ მოეწონა?!
_ შემრცხვა კი არა, ისე გამიხარდა,  თეატრიდან რომ ვბრუნდებოდი გაჩერებაზე  მარტო ვიდექი და  ვიცინოდი გიჟივით. 
_ ბიჭო, ვიცოდი, რომ დაერხა ქართულ დრამატურგიას, მაგრამ მთლად ასე ?! _ გაუკვირდა ოთარს.




# # #

„რეტროსპექტული ჯგუფური გამოფენის „ წინ  . რომელშიც 43 მხატვარი მონაწილეობდა  , ოთარმა კატეგორიულად გააფრთხილა  რამოდენიმე :
_ ნუ მოხვალთ გამოფენაზე ახლა ნამეტანი „ხუდოჟნიკებივით“ ,    ადამიანურად ჩაცმულები მოდით ცოტა.



# # #

სახლში რემონტის კეთებით შეწუხებულმა ოთარმა გამწარებულმა გაირახუნა კარი და  მეგობართან წავიდა:
_ მომატყუა, ამ რაჭველმა (ე.ი. ცოლმა).  დამაწყებინა ეს რემონტი და აღარ თავდება. ერთს დაამთავრებ, მეორეა გასაკეთებელი, იმას დაამთავრებ, კიდევ სხვა და ასე შემდეგ.  ურემონტო სახლშიც კარგად ვცხოვრობდი. არ მომასვენა, რა !  შენ კი იცი, კაცი ზეციერია, სულ ფრენა უნდა .  ქალების ამბავიც ხომ მოგეხსენება ?!  ქალი პრაქტიკულია, ვინ დაგაცლის ფრენას !  ხან რემონტს მოიგონებს, ხან ბაზარს, ხან სექსს, ოღონდ როგორმე მიწაზე მიგაჯაჭვოს !  აღარ მინდა რემონტი, ხატვა მინდა,  ბაბაია, მაგრამ ესმის ვინმეს?!




# # #

ყოველ დღე ერთ მხატვარ ქალთან მიდიოდა. დიდი მექალთანე კაცი გახლდათ ოთარი. ყველამ იცოდა ეს და ერთმა მეგობარმა ჰკითხა:
_  ლამაზი ქალია, ოთარ, და ხომ არ შეგიყვარდა,  ყოველდღე რომ მიდიხარ.
_ აჰ, რას  ამბობ, „გომოსექსუალისტი“ კი არა ვარ !  _  ეწყინა ოთარს  _  მაგი, ბიჭო ისე გავს ქალს, თორემ რომ დაელაპარაკები, კაცურად აზროვნებს, გენიოსივით  საინტერესოდ ლაპარაკობს...  ლამაზიაო, შენ ამბობ, არა?!  მაგი არ შემინიშნია !





# # #

მხატვრები ლაპარაკობენ  ნახატზე რა ადგილზე უნდა იყოს განთავსებული მხატვრის გვარი.
_ ბაბაია, შენ შედევრი შექმენი და გვარს თუ გინდა სულ ნუ დააწერ. ა, ქათამი, ყოველდღე დებს პლანეტის სრულყოფილ მოდელს, კვერცხს და გინახიათ ოდესმე ზედ „ქთმ“ ეწეროს ?!




# # #

ოთარ ჩხარტიშვილი მეგობარს, რობა ხალაძეს აცნობს „ანდერძის“  შინაარსსს :
_ ბიჭო, ანდერძად უნდა დავტოვო, როცა მოვკვდები, როგორც კი პულსი გამიჩერდება, მაშინვე დამმარხონ. აუ, რა იქნება, ხალხი სამძიმარზე რომ მოვა და მე უკვე დამარხული ვიქნები !!!    სიკვდილის შემდეგ  ერთხელ  კიდევ უნდა  „წავიღადავო“.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები