ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: MOW
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
2 სექტემბერი, 2008


დაე წაიყვანონ!

დადიან...დადიან...სერიოზული სახეებით...საქმიანი სახეებით და ჰგონიათ რომ... ფიქრობენ...ჰგონიათ რომ ცხოვრობენ...მაგრამ სინამდვილე? რეალობა? ეეჰ...ვის აინტერესებს? ვის ესმის? და თუ ესმით და ხედავენ,არ იმჩნევენ,თავს არიდებენ...ემალებიან...თვალს იბრმავებენ...თავს იყრუებენ...სამაგიეროდ დადიან...სერიოზული სახეებითა და გაყინული შუბლებით...რომლების შიგნითაც ჰგონიათ რომ ფიქრობენ...ალაბათ ასეც ივლიან მუდამ და ღირსებიც არიან...როდესაც სიმართლეს ემალები და რეალობას გაურბიხარ...უნდა იარო გაყინული შუბლით...იარო...იარო...
არიან ისეთებიც ვინც მართლა ხედავს,ვისაც მართლა ესმის,ვინც მართლა ფიქრობს,მაგრამ მათ,ეს ვითომ ადამიანები გაურბიან...მათი ეშინიათ...ისევე როგორც სიმართლის...ჯადოქრებსაც ეძახიან თავისი ვითომ ენით...
არც არის გასაკვირი მაგათგან არაფერი...რა გასაკვირია მასეთმა ადამიანმა რამე რომ ვერ დააფასოს? ნამდვილი გრძნობა ვერ/არ დაინახოს? მას ხომ არა აქვს გრძნობა?მას ხომ შუბლი აქვს გაყინული...სამაგიეროდ თავისნაირ შუბლგაყინულს აფასებს და ჰგონია რომ ბედნიერია მასთან...ჰგონია რომ უხარია...ჰგონია რომ ჰგონია...
არ არის საწყენი და არ არის გასაკვირი...მაგრამ გულდასაწყვეტია...ჯოჯოხეთის ეშინიათ...მაგრამ ვერ ხვდებიან უკვე ჯოჯოხეთში რომ იმყოფებიან და შუბლგაყინულები მოძრაობენ,თავს ირთობენ,არ ფიქრობენ და ყველანაირად ცდილობენ გაექცნენ რეალობას...იქნებ მასეც უნდა იყოს?იქნებ მათი გაყინული ტვინი ისე გადახურდეს სიმართლის გაგების მერე,რომ საერთოდ შეწყვიტონ არსებობა...დიახ,ისინი არსებობენ...ვინღა უყურებს ადამიანის სულს,ნამდვილ ბუნებას? მთავარია კაი ტელეფონი ჰქონდეს,ძვირიანი ტანსაცმელი ეცვას,მანქანა ჰყავდეს და რაღაც უაზრო მუსიკას უსმენდეს და თუ გინდა თითონ ბოროტება იყოს შინაგანად...სულს ვინღა უყურებს? ვინ...? მეტი ჯოჯოხეთი რაღა გინდა?
  ზოგს კიდევ შერჩენია იმის უნარი დაინახოს ადამიანში ადამიანი,მაგრამ ისედაც გასულელებულ თავს ისულელებს და არ ხედავს...რადგან მისნაირი შუბლგაყინულები არ მოუწონებენ ამას და შეიძლება მასაც ჯადოქარი დაუძახონ სასაცილოა...მაგარი სასაცილო :))))))

                                ***
დასალაგებელია ეს ქვეყანა...
შუბლგაყინულები ცხოვრებას მიჰყავს...
ნამდვილ ადამიანებს კი(ჯადოქრებად წოდებულებს)ცხოვრება მიჰყავთ.
დაე წაიყვანონ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები