ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დუღილის ტემპერატურა
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2011


n e o - a r t (c) i k l i

პოეტური
და პროზაული გონის მომცველ სფეროში შევაბიჯე
და ვიგრძენი წნევა,
(Our Father who art in Heaven)
ზერადიაციული სფეროს წყვეტილი მიზიდულობისა
და ზოგადი გონებრივი შესაძლებლობის მოლეკულური  კუმშვის პროცესის.
(Hallowed be Thy name)
ანატომიური აღნაგობის
და  ქიმიური შემადგენლობის ანალიზობრივი შერწყმა.
(Thy kingdom come)
ჟანგბადისაგან ნახშიორჟანგის გამომუშავების
სწორხაზოვანი სამუშაოს ბუნებრივი მიმდინარეობა.
(Thy will be done)
ლაბორატორიული
და მარკეტინგული შემცველობის სრულიად ახალი,
(On Earth as it is in Heaven)
გამარტივებული ცდების დანერგვის შეუქცევადი მცდელობა.
მოგონილი თავისუფლებისა
და ნამდვილი თავისუფლების სურვილის დიფერენცირება
(And forgive us of our guilt)
დაორთქლილი ლუპისა
და გადამეტება შემცველი სენტიმენტებით
სავსე კოლბების გამოყენებით.
(And lead us not to temptation)
ვარსკვლავური შუქისა
და მზის სხივების შუქის დასხივება
ელექტროენერგიის წყაროს გამოყენების მეშვეობით,
ფურცელზე აღბეჭდილი ემოციებისა
და აზრების დახარისხება ტვინის ხვეულებსა
და პრიალა ზედაპირზე დაკვირვების შედეგებით.
(But deliver us from evil)
ზერადიაციული სფეროს რადიაციული ჰაერის ტემპერატურის
უახლოესი მაჩვენებელი პლუს ასი გრადუსია!
---
,
,
,
,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები