ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: MOW
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2008


და იყო...

და არაფერი იყო ზევიდან,
ბნელი წყვდიადის ნათელის გარდა
ის ლივლივებდა არაფრის ზევით
და არაფერი თვით იყო თავად

არრას ფიქრობდა,არაფერს გრძნობდა
ბნელი წყვდიადის ნათელის გარდა
არაფრისაგან ყველაფერს ქმნიდა
და ყველაფერიც თვით იყო თავად

საწყისი იყო და დასასრული
ყველაფერი და არაფრის სახე
ეძებენ ეხლაც,ვერ პოულობენ
ვერასდროს ვერსად,ვეღარა ნახეს

იმას ვერ მიხვდნენ,ვერც მიხვდებიან
მისი ნაწილი რომ თვით არიან
ეძიებენ და ვერ პოულობენ,
ზეცას შეხედეს? სავსე მთვარიანს?

უფსკრულის ზევით წყვდიადი იყო
მეფობდა დიდი ფიქრის მხარეში
უკანასკნელი პირველი იყო
პირველი ხდება უკანასკნელი!

და არაფერი არის ზევიდან
ყოვლისმომცველი წყვდიადის გარდა,
ყველაფერი და არაფერია,
ჩემში იყო და იქნება მარად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები