 | ავტორი: ფუსუსუნა ჟანრი: პოეზია 20 თებერვალი, 2011 |
ბანალურ სურათს ქმნის ჭიქა ჩაი, სურნელი, ცხელი, სუნთქვას მოთენთავს... ფიქრები ბოლავს საფეთქლებს შორის და ნაფაზებად აქცევს ცხოვრებას.
ერთი შესუნთქვით ბავშვობას ავშლი ღრუბლის კვამლისფერ-ცისფერ მორევად, ნაცარდაბერტყილ მოგონებებში ის ალუჩები გამოგორდება,
ერთმანეთს რომ არ ვაცლიდით ჭამას, ხანაც კურკებით მთელ-მთელს ვყლაპავდით... ჩამოგვყრის ბებო დიდფოთლა ხიდან, მოთხუპნის შავად ცხვირ-პირს კაკალი...
სადღაც იჭექებს გაზაფხულურად და ელვანარევ წვეთებს დამაყრის, მიწის სურნელი ზეცას ააღწევს, ბაღში იფეთქებს იასამანი...
გადაიკარებს აპრილის წვიმაც, მოითიბება ველზე ბალახი, ჩემი ცხოვრების თიბათვის მზეში უკან წასასვლელ ბილიკს გადავშლი...
შემოღამება დამსუსხავს ლურჯად ფიქრში აშლილი შემოდგომიდან, ყვითელ ფოთლებად დარდებს ჩამოშლის, გადაშლილ ბილიკს წვიმით მოკირწყლავს...
ბანალურ სურათს დახატავს ჭიქა ჩაი და ცაზე რუხი ღრუბლები, დამაყრის თავზე ცხოვრების ფიფქებს, დათოვლილ ფიქრებს გავუყუჩდები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ნაცარდაბერტყილ მოგონებებში < +1 მიწის სურნელი ზეცას ააღწევს < +1
ნაცარდაბერტყილ მოგონებებში < +1 მიწის სურნელი ზეცას ააღწევს < +1
17. წარმატებები ;) წარმატებები ;)
16. სადღაც იჭექებს გაზაფხულურად და ელვანარევ წვეთებს დამაყრის, მიწის სურნელი ზეცას ააღწევს, ბაღში იფეთქებს იასამანი... ლამაზია...5 სადღაც იჭექებს გაზაფხულურად და ელვანარევ წვეთებს დამაყრის, მიწის სურნელი ზეცას ააღწევს, ბაღში იფეთქებს იასამანი... ლამაზია...5
15. მომიტევებია :D მომიტევებია :D
14. "ბანალურ სურათს ქმნის ჭიქა ჩაი" აი აქედან შევწყვიტე წაკითხვა.მომიტევე :)
.. "ბანალურ სურათს ქმნის ჭიქა ჩაი" აი აქედან შევწყვიტე წაკითხვა.მომიტევე :)
..
12. მომეწონა :) 5 მომეწონა :) 5
11. ერთი შესუნთქვით ბავშვობას ავშლი ღრუბლის კვამლისფერ-ცისფერ მორევად,
ჩემი ცხოვრების თიბათვის მზეში უკან წასასვლელ ბილიკს გადავშლი... კარგი ლექსია:) ერთი შესუნთქვით ბავშვობას ავშლი ღრუბლის კვამლისფერ-ცისფერ მორევად,
ჩემი ცხოვრების თიბათვის მზეში უკან წასასვლელ ბილიკს გადავშლი... კარგი ლექსია:)
10. ეს ნიკი მახალისებს ხოლმე, "ფუსუსუნა" :D ეს ნიკი მახალისებს ხოლმე, "ფუსუსუნა" :D
9. კარგია +2 რა საყვარლობა ნიკი გაქ :D კარგია +2 რა საყვარლობა ნიკი გაქ :D
7. მომეწონა!!!!!! :-s ++ მომეწონა!!!!!! :-s ++
6. გასაგებია და მადლობა აზრისთვის :) გასაგებია და მადლობა აზრისთვის :)
5. ;;) ხო მე ვერ ეტყობა! ;;)ვერ მომხვდა მე პირადად და უბრალოდ აზრი გითხარი;;) მოკლედ + 2 აქ;;) ;;) ხო მე ვერ ეტყობა! ;;)ვერ მომხვდა მე პირადად და უბრალოდ აზრი გითხარი;;) მოკლედ + 2 აქ;;)
4. "აი ეს "გაზაფხულურად"-?? რაღაც ვერ მგონი?"
რატომ ვერ? :) ჭექა და თავსხმა იცის გაზაფხულურად და ზაფხულურად, ცრა კიდევ - შემოდგომურად და ზამთრულად ;;)
მადლობა ყველას კომენტარებისტვის :) "აი ეს "გაზაფხულურად"-?? რაღაც ვერ მგონი?"
რატომ ვერ? :) ჭექა და თავსხმა იცის გაზაფხულურად და ზაფხულურად, ცრა კიდევ - შემოდგომურად და ზამთრულად ;;)
მადლობა ყველას კომენტარებისტვის :)
3. მთლიანოაბში კარგია უბრალოდ აი ეს "გაზაფხულურად"-?? რაღაც ვერ მგონი?;;) მთლიანოაბში კარგია უბრალოდ აი ეს "გაზაფხულურად"-?? რაღაც ვერ მგონი?;;)
2. :) +2 წარმატებები :) +2 წარმატებები
1. ავტორი: ფუსუსუნა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
20 თებერვალი, 2011
ავტორი: ფუსუსუნა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
20 თებერვალი, 2011
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|