ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალადინი
ჟანრი: იუმორისტული
21 თებერვალი, 2011


იეზიდი იზიდა

- რაც ყველას მოსწონს,
შენ რათ არ გიზიდამს?
გაოცებით მეკითხება
იეზიდი იზიდა.
- ყავაში გზები გაქვს
ისე ჩახლართული...
ეჰ, სად ვიცი მაგდენი ქართული...
- რა "სტრანნი" ქალი ხარ,
  "სტრანნი" გაქვს ფიქრებიც.
  დიდი "ნაჩალნიკი"
  არასდროს იქნები...
- ორი გაქვს გვირგვინი,
  შვილებიც ორია,
  რა ხდება შენს თავზე,
  რამდენი ჭორია...
- ჭიქაში ხარი ჩანს,
  ეს მგონი, შენა ხარ,
  არ გიჭირს დედაკაცს
  ოჯახის შენახვა?..
- ვხედავ კარგ მომავალს,
  დადე ათი ლარი,
  ნალექმა წაიღოს
  შენი სატკივარი...
- ახლა, ეს მითხარი,
  გჯერა რაც გითხარი?
  ბოლოს მეკითხება
  მკითხავი...
                        19.11.2006

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები